ეპილოგი

526 41 8
                                    

მესამე პირი.

მალფოიების ოჯახი პლათფორმა 9 3/4-ზე დგას და ქუინს პირველ ხოლო ტყუპებს მეხუთე კურსზე უშვებს. ექვსი წლის ადელაინ მალფოი კი ოცნებობს რომ შემდეგი ხუთი წელი მალე გავიდეს რომ ამ სასწაულებით აღსავსე სკოლაში ისწავლოს.

ოლივერს და სკორპიუსს ქერა ფრედი და ჯორჯს ეძახიან. ისინი გრიფინდორის საამაყო ბიტერები და მთელს სკოლაში ყველაზე დიდი ონავრები არიან. ამასთან სახლებს შორის მათ კურსზე ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეები არიან.

აი ქუინი კი სლიზერინში მოხვედრაზე ოცნებობს. ომმა ხომ სახლთა შორის კონფლიქტი გადაჭრა. ახლა მხოლოდ რამოდენიმე სლიზერინელი იქნება რომელსაც სისხლის სიწმინდე ისევ ყველაფერზე ზემოთ უყენია.

პატარა ადელაინი, ყველაზე უმცროსი მალფოი კი ფიქრობს რომ შესაბამის სახლში ქუდმა უნდა გაანაწილოს, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი სახლი, რომ ყველა სახლი გამორჩეულია რაღაცით და ნებისმიერი სტუდენტი უნდა ამაყობდეს რომ ამა და ამ კლუბში ჩაირიცხა.

მათთან იყვნენ პოტერები, უიზლები, ზაბინიები, ნოტები და ლონგბოტომები. გასაკვირი არცაა რომ ყველა მათ უყურებდა. მაგრამ მათ ყურადღებას აღარ აქცევდნენ. 1998 წლის 2 მაისის შემდეგ სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ყველგან ასე ხდებოდა. მითუმეტეს როდესაც ყველანი ერთად იყვნენ.

- ასე რატომ მოგვაშტერდნენ? - იკითხა ადელაინმა უდარდელად და ვერცხლისფერი თვალები დედამის აღაპყრო, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი იცოდა.
- რადგან არ ავიწყდებათ როგორ გადაარჩინეს მათ ჯადოქრული სამყარო. და ეს არც არასდროს დაავიწყდებათ. - შეკითხვას პასუხი ქუინმა გასცა და უმცროს დას ყავისფერი თმა თითებით გადაუვარცხნა. ტყუპები მის წინ ჩაიკუზნენ. ჯერ სკორპი გადაეხვია და ჩასჩურჩულა.
- და ჰოგვორტსში რომ მოხვალ არც შენ მოგასვენებენ მათზე ლაპარაკით. - პატარა გოგომ გადაიკისკისა. ახალა ოლი გადაეხვია.
- რადგან მათი ჩადენილი საქმეებით ყველა ამაყობს და ჩვენც უნდა ვიამაყოთ. - გოგონამ გაიღიმა.
- ბავშვებო, მატარებელი ხუთ წუთში გადის. მორჩით და სასწრაფოდ ადით. - თქვა ჯინიმ. მისი გაბრაზება არავის არ უნდოდა ამიტომ ყველამ უბრალოდ თავი დაუქნია და მატარებელში ავიდა.
- როგორ გაიზარდნენ. - ჩაილაპარაკა ჰერმიონმა ცრემლი მოიწმინდა და დრაკოს თავი მხარზე დაადო.
- სამაგიეროდ იმის გადატანა არ მოუხდათ რაც ჩვენ გამოვიარეთ. - თქვა დრაკომ და ცოლს მხრებზე ხელი მოხვია.
- მადლობა ღმერთს რომ ასეა. ვერც კი წარმომიდგენია, რა დამემართებოდა ჩემი შვილები ისეთი სტუდენტები ყოფილიყვნენ როგორიც მე ვიყავი. - თქვა ჰარიმ. ყველამ თავი დაუქნია. მატარებელი დაიძრა და მათაც ღიმილით დაიწყეს ხელის ქნევა. ცოტა თუ დაინახავდა მათ თვალებში იმ საშინელ ტკივილს რომელიც მათ გულებში დიდ ხვრელს ტოვებდა, რომლოს ამოვსებაც, უამრავი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now