საუზმე

588 37 9
                                    

ჰერმიონი

დილით რვის ნახევარზე გავიღვიძე. ავდექი და ბავშვები გავაღვიძე. ვუთხარი გამზადებულიყვნენ. მეც დავიწყე საუზმისთვის გამზადება. მუქი მწვანე კაბა ჩავიცვი, მარჯვენა ფეხზე სამკუთხედი ჭრილით, კოჭებამდე სიგრძის. უბრალო იყო. მწვანე პრიალა ქუსლიანი ფეხსაცმელი. თმა კოსად შევიკარი. მაკიაჟი არ გამიკეთებია. დრაკოს ნაჩუქარი ვერცხლის საყურეები გავიკეთე. ლურჯი წვეთის ფორმის ყელსაბამი. ჩემს საქორწინო ბეჭედს ღიმილით დავყურებდი. ბლეიზის და თეოს არჩეულია ამიტომ არც გამკვირვებია რომ გველი იყო. ჩემი ბავშვების სანახავად წავედი. ჯერ ქუინი შევამოწმე. მას ცისფერი სარაფანი ეცვა ბოლოდან ყვავილებით. ის ოქროსფერი სანდლები გუშინ რომ ეცვა. თმა ნახევრად აწეული ქონდა მეორე ნახევარი თავისუფლად გაეშვა. მერე ბიჭბს შევხედე. ერთნაირად ეცვათ, სულ შავები და თმა გადაწკეპილი. მამიკოს ბიჭები. უკვე დახმარება აღარ სჭირდებათ. როდესაც ყველა მზად ვიყავით, ქვევით ჩავედით და სასადილოსთან ზუსტად ცხრაზე მივედით. ჩემთან დაიმონდი მოვიდა.

- ჰერმიონ, შეიძლება დაგელაპარაკო? - მკითხა მან. მე გამიკვირდა, როგორც წესი თახვით მომმართავს.
- კი რა თქმა უნდა. - გვერდით გავედით.
- მისმინე, ბოდიში მინდოდა მომეხადა იმისთვის როგორც გექცეოდი. ბრიტნის და დანარჩენებს ვერ გავაგებინე რომ შენი დაცინვა არაფერში უშველით. მაშინ რომ წიგნისჭია და თახვს გეძახდით, ახლა მდიდარი და ლამაზი ხარ. ისეთი ხარ როგორსაც მე ვისურვებდი რომ ვიყო მაგრამ შური არაფერს მარგებს. მაპატიებ? - მე გავიღიმე და თავი დავუქნიე.
- დაიმონდ, ალბათ გაიგე რომ თერთმეტში წვეულებაა. - მან თავი დამიქნია. - მოდი იმასაც გეტყვი რომ HGM-ის მფლობელი, მე ვარ. - მან თვალებგაფართოებულმა შემომხედა. - წვეულებისთვის ერთ კაბას გჩუქნი. შესარჩევად მერე წავიდეთ. და დანარჩენებს არ უთხრა ვინც ვარ. ვინც საჭიროა იმან იცის. - მან გაიღიმა, ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და სასადილოში დავბრუნდით.
- მოკლედ, დღეს აუზის დღეა!!! - თქვა მამიდა მირანდამ. მე ამოვიოხრე. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი წვეულებაზე დამთავრდება.

ჰერმიონის საოჯახო შეკრებაWhere stories live. Discover now