4

1.6K 200 10
                                    

თვალები როცა გავახილე, უკვე კარგად დაღამებული იყო. გარშემო ისევ ისმოდა წვიმის წკაპა-წკუპები და ქარის წვრილი კივილი, სულ სველ გვერდებში რომ მივლიდა ერთიანად.
წელში სწრაფად გავსწორდი, არეული მზერა ბნელ, ოდნავ გადანათებულ ქუჩას მოვავლე და ფეხზე წონასწორობა დაკარგულმა ავდექი.
გარშემო ყველაფერი ისევ ტრიალებდა, როგორც რამდენიმე საათის წინ და ისევ იგივე ფიქრებს უიმედოდ ვებრძოდი. ისიც კი არ ვიცოდი, კერძოდ რომელ უბანში ვიმყოფებოდი. სულ არეული ვიყავი. სულ უიმედო და სასოწარკვეთილი ადამიანი. ჯანდაბა. ჯანდაბა. ამდენი არ უნდა ჩამესხა პირში და ჩემი თავი დამეკარგა.
მაგრად ვბრაზობდი. ამას საერთოდ არ ვიმსახურებდი. თეჰიონზე ვსაუბრობ.. ნუ დაიბენით.საქმე იმაშია, რომ... თუმცა საქმე ბევრ რამეში იყო. ჩამოთვლაც კი დამღლელი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ წინააღმდეგობას ვერაფრით ვუწევდი.

ტალღასავით მივლიდნენ ზედ, ხოდა მეც გადავლული ყველა მათგანს ერთიანად-მეთქი. ძალ-ღონე მოვიკრიბე და... თუმცა ვის ვატყუებ, რა ძალა, რის ძალა. სულ დაცლილი ვიყავი, სველ ქუჩაზე კი ამაოდ მივაბოტებდი და ვცდილობდი ის გზა გამეხსენებინა, რომელიც თეჰიონთან მიმიყვანდა.

მასთან საუბარი და ყველაფრის გაგების სურვილი, სხეულის თითოეულ ნაწილს მაცლიდა და ცარიელს მტოვებდა. განა ამას ასე შევარჩენდი? ძალ-ღონე ძლივს მოვიკრიბე, ძველი შეტყობინება დავძებნე ტელეფონში, სადაც თეჰიონის სახლის მისამართი მეგულებოდა.. მახსოვს პირველად რომ გავყევი, თუმცა ეს აქ რა მოსატანი იყო, ფიქრებს ძალიან ვყავდი შებყრობილი.

ნაბიჯები ავაჩქარე და გავიქეცი, მაგრამ რა გავიქეცი. სულ ავაცეკვე ჰაერში ქუჩაში მიმოყრილი ხეების ფოთლები და თანხლებად გავიყოლე. თან მეცინებოდა.. მაგრამ რა მაცინებდა. რა მამხიარულებდა, ქვეყნის საქმე თავზე მეყარა. ოჰ, ჩემო მეგობრებო, რომ იცოდეთ როგორი დაღლილია ჯონ ჯონგუკის სხეული. ტვინიც და კიდევ სხვა ორგანოები.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now