19

879 145 27
                                    

ოთახის კარი იღებოდა და იხურებოდა, მის ღაწვებში შემომძვრალი სიშავე კი კედლებს ჭამდა; სიგარის გამონაბოლქვს ისრუტავდა და ღმერთმა უწყის რამდენჯერ შემომძვრა ფილტვებში სულის ასაფორიაქებლად. მე ამას ვხედავდი და უსახელო გრძნობები მეუფლებოდა, რომელიც მხოლოდ მე გამაჩნდა ამ დაწყევლილ სამყაროში. წვიმის წვეთებიც ისე უხმაუროდ ეცემოდნენ ჩემი სახლის ფანჯრებზე, მომცქირალი, ხელ-ფეხ შეკრული პიროვნება მუზას დაიჭერდა და საოცრებას შექმნიდა, თუმცა ძალა აღარ შემწევდა დეტალურად მესაუბრა ყველაფერზე. საქმე იმაში იყო, რომ ყველაფერი უეცრად მოხდა, ხელებში ბზართა მრავალფორმიანი ხაზები სხეულთა ნაწილს დაეპატრონა და საბოლო ჯამში საწოლზე მიჯაჭვული, პარალიზებულ მდგომარეობაში დამტოვა. მოგონებებმა კი ჩემში იწყეს დენა, რომლებიც ძილის უფლებას არ მაძლევდა.

-ვერასდროს გაექცევით რეალობას.

-ვწუხვარ, მხოლოდ დამალვა მოვახერხე.

-მერედა ამ დინებით გააგრძელებთ მოღვაწეობას? მის გარეშე? ასე მარტო?

-მალე დავბრუნდები და თან წავიყვან. ყველასგან წავიყვან.

ჟღალი თმების ძირები სითეთრეს მოეცვა. სახეზე მრავალი ფერი ელვასავით ატყდებოდა თავს, რომელიც მის სახეცვლილებას იწვევდა. სხვა არაფერი იყო აქ სათქმელი, გარდა ასაღწერი ფიზიონომისა, რომელიც ორიოდე სიტყვას შეიცავდა.

***

ტელეფონი რეკავდა და არ ჩუმდებოდა. ჟანგიანი ოთახის კედლებს ხმაურისგან ბზარიც კი შეეყარა და თავზე მემფხობოდა გამომშრალი, თეთრი ჭერის საღებავი, რომლის შუაში საცოდავად ირწეოდა გრძელი ნათურის სადენი, გარშემო მწირე პეპლები რომ დაფრინავდნენ. სხეულს ვერ ვამოძრავებდი, მაგრამ ვხედავდი, ჩემ გვერდით, ინდაყვთან მიგდებული, აბზუებული ტელეფონის ეკრანზე ამოტვიფრულ შავ ასოებს.

24 საათზე მეტი იქნებოდა გასული, თეჰიონთან საუბრის შემდეგ და ყველაფერი ძალიან მელანქოლიურად დასრულდა. მძაგდა ყოველი წუთი და უფრო ჩემი თავი, რომელიც ვერაფერს აკეთებდა პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა რა პრობლემები, ყველაფერი ქაოსს ჰგავდა, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now