13

1.2K 173 60
                                    

გინახავთ ოდესმე ნაზ ნოტებზე აცეკვებული ადამიანი, მინაბული თვალებითა და მომნუსხველი სილამაზით შემკობილი?
დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ სწორედ მისი ცქერით ვწყდებოდი სამყაროს? ვეფლობოდი აბსტრაქცულ განზომილებაში, სადაც ჩემი ემოციები ზღვარს მიღმა მყოფი, სხვადასხვა ფორმებს ღებულობდა, თან მათრობდა.. ის კი ისეთი მშვენიერი იყო, მაქმანებიან პერანგსა და მოდგმულ შავ შარვალში, ჩემი ქვეცნობიერიდან გადმომხტარ მუზასაც კი შურდა მისი.

მე სულელი კი მისთვის არცერთ ლამაზ სიტყვას ვიშურებდი. თეჰიონი მცვლიდა - ეს იყო ყველაფრის თავი, თუმცა არც ბინძურ, რეალისტურ სამყაროს ვივიწყებდი, სადაც არსებობდა ისეთი საზოგადოება, ტვინში ტყვია თვალისდაუხამხამებლად რომ ეკუთვნოდა.
უბადრუკის სასჯელმისჯილივით მქონდა მათ დამშეულ თვალებში ცქერა და უმოქმედობა.
თეჰიონი კი ისევ დაფარფატებდა სცენაზე გაზაფხულის ზმანებასავით, უფრო ნაზად და იდეალურად. სულის აძრობამდე და ვფიცავ, ეს დენს მივლიდა.

ტელეფონი მისი ფოტოებით გადაჭედილიყო და ადგილს ვეღარ ათავისუფლებდა. მე კი ისევ მინდოდა მისი თითოეული მიმიკა დამეფქსირებინა და მერე ყოველ მონატრებულ წამს მეცქერა.

დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს ვაკვირდრბოდი შორიდან და არც მომღიმარი, ჩემი სირი უფროსი გამოჰპარვია თვალს, ხანდახან რომ მეჯიგრებოდა. საკუთარი თავის კონტროლი დაკარგული მქონდა, არც იუნგი ჩანდა და თეჰიონიც ზედმეტად მეკუკლუცებოდა შორიდან, რაც ჩემში ერთგვარ აფეთქებას იწვევდა.

ჰაერი აღარ მყოფნიდა.
ის კი შორიდან თვალს მიკრავდა.

ჰაერი აღარ მყოფნიდა.
ის კი ჰაეროვან კოცნას მიგზავნიდა.

ჰაერი აღარ მყოფნიდა.
ის კი სულელივით მეკრიჭებოდა.

გული ყელში მიმებჯინა. ტელეფონი ჯიბეში ჩავისრიალე და დარბაზიდან გავარდი. გზად ყოველ მის ქმედებას ვიხსენებდა და მეც ისე მეღიმებოდა, როგორც თვითონ გამიღიმა წამების წინ. გული ხელით მეჭირა, სული კი ისევ მასთან დაკიაფობდა. წელზე ხელს ხვევდა, მილულ თვალებზე კოცნას უტოვებდა და ყურში დაუსრულებლად ჩაჰჩურჩულებდა, ჩემს დამოკიდებულებას მისდამი.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now