20

772 134 21
                                    

ღამე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, თეთრად გავათენე, თან მარტო არ ვიყავი და აბა, როგორ გამეშალა ხელ-ფეხი? მე მხოლოდ თეჰიონთან ერთად შემეძლო ძილი, თუნდაც ერთ ოთახში, ამოყრილი იატაკის ზედაპირზე, დანაკუწებული, თხელი პლედის ამარა, ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო და რაღა დამრჩენოდა. გავწექი ხის გაცრეცილ, შიშველ საწოლზე, ხელები თავქვეშ ამოვიდე და თვალები დავხუჭე.

დავიწყე ფიქრი სამყაროს აღსასრულზე.
გლობალურ დათბობაზე.
სასიკვდილო გამყინვარებაზე.
ჩემ ზემოთ მცხოვრებლ სირ მეზობელზე, ოღონდ არა თეჰიონზე, თუმცა ფიქრები მაინც გარბოდა მისკენ და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ერთი ზარის უფლება გაქვთო და მეც გასაფრთხილებლად მას დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო და მეტის უფლება აღარც მომცეს. გული კი დამწყდა - არა ჩემ თავზე ნერვები უფრო მომაშალა, ასე უპასუხისმგებლოდ რომ მოვიქეცი, მაგრამ მალევე გამათავისუფლეს, როცა მონაცემთა ბაზაში ჩემი სახელი იპოვნეს და უსაჩუქროდაც არ დამტოვეს. ჯარიმა იყო იმდენი, მთელი წელი რომ მემუშავა ვერ გადავიხდიდი, მაგრამ ხელები მაინც არ ჩამომიყრია. მოვაჯექი მანქანას, დავადგი ფეხი გაზს და თეჰიონის სახლის კარამდე არ ამიღია. ძალიან ვნერვიულობდი. სიგარაც აღარ ეხმარებოდა ჩემს გაუბედურებულ გონებას.

მანქანიდან ისე გადმოვხტი, თავით ლამის სველ გზას ჩამოვეკიდე, თან ღამე იყო და ვერაფერს ვხედავდი. ჩემი ტელეფონი კი, როგორც ყოველთვის, გათიშული მდგომარეობაში იყო და კაცი ვერ გამოიყენებდა მის სასიკეთოდ. მეც დავდექი ოთხზე და ხოხვით სახლის კარამდე მივედი. რაც კი ეზოში ეყარა, ყველაფერი ხელის გულზე გადმოვიქსეროქსე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა წუწუნს? ავდექი და კარებს იქამდე ვურტყი მუშტები, სანამ ბრაზმორეულმა თეჰიონმა არ გამიღო.

-რატომ არ გეძინა ამ დროს? _ თეჰიონი ისევ საგარეო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

blood and sperm all over the place Onde histórias criam vida. Descubra agora