6

1.4K 196 37
                                    

საბილიარდოში შევედი და გარემო შევათვალიერე. აქ რაღაც მკრთალი შუქი, რამდენიმე ბილიარდის მაგიდაზე მძიმედ ეცემოდა და ანათებდა. ზედ გადამხობილი, სიგარის კვამლში გახვეული მოთამაშეები კი, კიით რვაბურთიანს ეჩალიჩებოდნენ და კალათში ჩაგდებას უიმედოდ ცდილობდნენ. მაგიდების გვერდით კი პატარა ბარი იდგა და მასზე წამომხობილი, ერთი გატლეპილი ბარმენი, მომღიმარი ესაუბრებოდა მიმტანს.

-ვისკი _ მივეცი შეკვეთა და მაღალფეხებიან სკამზე ჩამოვჯექი. ჩემი ხმის გაგონებაზე საუბარი შეწყვიტა და ბოდიშის მოხდით, შეკვეთა კიდევ ერთხელ გამამეორებინა. _ ვისკი-მეთქი. ვახ.

-ახლავე _ შეტრიალდა და მინის თაროებზე ჩამწკრივებულ სასმელებს თითი გადააყოლა. ერთ-ერთს ხელი დასტაცა და მომიბრუნდა. _ აქ პირველად ხარ, არა?!

-არა. _ მოვიტყუე. რატომ? რისთვის? რაში მანაღვლებდა ამას რა ეგონებოდა..
მერე გამოსრიალებულ, სავსე ჭიქას ხელი წავავლე. პირში ჩავიცალე და კიდევ მოვითხოვე.

-დასამახსოვრებელი პიროვნება ხარ, რაღა დაგიმალო. _ ჭიქა ისევ გამომისრიალა და ყელზე მიბჯენილ, რაღაც შავ ყელსაბამს თითი გადაუსვა. მეთქი პიდარასტი და ჭიქა ისევ დავცალე _ აუცილებლად მემახსოვრებოდა შენი სახე.

-ეგ ადრე იყო. _ ვუპასუხე _ ასე, 2-3 წლის წინ. იმის მერე აღარ ვყოფილვარ აქ.

-გასაგებია. _ თავი დამიკრა და ჩემ გვერდით მყოფის შეკვეთა ჩაიწერა.

თავი ბარზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. მეთქი ცოტას დავისვენებ და ალკოჰოლს შევექცევი, იქნებ ამით მაინც დავივიწყო ის დაკისრებული მოვალეობები, რომელიც მე მეხებოდა. და ეს თეჰიონი.. რაღაც იცვლებოდა მასში ყოველ წამს, ზუსტად ვერ ვიტყოდი რა, მაგრამ ეს იყო რაღაც, რაც დაგაუძლურებდა და გამოგაშტერებდა. რაღაც სასიამოვნო შეგრძნება. იქნებ მეტი სითავხედე? მეტი ამპარტავნობა, თუ ის, რაც გულს მიგლეჯდა.. და მისი შავი თვალები, რომელიც მაგნიტივით მოქმედებდა ჩემზე.
სერიოზულად გამოვშტერდი და ალკოჰოლს ისევ შევექეცი. უკნიდან კი ისევ მესმოდა ხმაური და სიცილ-კისკისი.
ცოტა მომაბეზრებელი და დამღლელიც.

blood and sperm all over the place Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon