26

573 113 22
                                    

სამსახურში ყოველდღე ყოფნის გამო ჯიმინის თითქმის ვერ ვნახულობდი. უარესიც - ყველანაირად თვალს მარიდებდა. რაკურს შეიცვლიდა და აორთქლდებოდა, თუმცა მიზეზს ვერ ვარკვევდი. მერე როგორღაც გავბედე და დავურეკე. ქარხნის ერთ-ერთ კუთხეში შევიყუჟე და გარემო შევათვალიერე.
გავიდა ერთი ზარი, ორი, ოთხი, თუმცა ყურმილს არ იღებდა, ხოდა, მეთქი სახლში მივაკითხავ, მაგრამ ქარხნიდან ვეღარ გავიდოდი გაფრთხილების გამო და დავრჩი მშრალზე.

მეთქი, შევეცი.

ათი წუთი ისე გავიდა, ადგილიდან ფეხი არ დამიძრავს. შორიდან ვადევნებდი მომსახურე პერსონალის მიმოსვლებს და ვფიქრობდი, როგორ ავთესილიყავი იმ ადგილიდან და ზოგადად ქალაქიდან. უკვე თითოეული კუთხე გულისამრევად მეჩვენებოდა. აღარ მომწონდა აქაური ამინდი და არც მონატრებული სახლის სურნელი.
ავდექი, გავიხადე, მერე ისევ ჩავიცვი, მოვიმარჯვე ჩემი ნივთები და ძველი, ცივი შენობიდან წამოვედი.. მგონი საბოლოოდ.
მოვაჯექი ველოსიპედს - ძველს, მეზობლის ჟანგიან ნივთს და სახლისკენ გავეშურე.

ოცი წუთიც არ იყო გასული უკან, სეულში დაბრუნება რომ გადავწყვიტე. საერთოდ რისთვის დავხარჯე ბოლო კაპიკები? აქ ჩამოსვლის მიზანი რა იყო? დავჯექი აწ უკვე სავსე ჩემოდანზე და ამაზე ფიქრი დავიწყე. უიმედოდ შევსცქეროდი სველ, ფანჯრის მინას, რომელიც არ ჰგავდა თეჰიონის სახლის ჩარჩოებზე მოცეკვავე წვეთებს, არც ხმაური იყო ისეთივე სასიამოვნო, როგორც მის სახლში.
არც ეს სიცივე - შემაძრწუნებელი, თითქოს თბილი, მაგრამ მაინც სუსხიანი.
ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდა ჩემი მხედველობა.
ლამაზი აღარაფერი იყო.
ყველაფერი გაუშნოვდა.

მერე ამოვიოხრე, თუმცა ავდექი როგორღაც - ყოყმანით, წვალებით და მხოლოდ მას შემდეგ გაიღო სახლის კარები, დავინახე ის ადამიანი, რომლის დანახვას არ მოველოდი.

-სად მიდიხარ? _ მკითხა ორჭოფობით და ზღურბლს ტაატით გადმოსცდა.

- არ გელოდი, თუმცა მიხარია აქ რომ გხედავ, ჯიმინ.. სეულში ვბრუნდები. ვფიქრობ აქ დრო სულ ტყუილად გავფლანგე.

-მოიცა, გაჩერდი. არ ღირს _ ჩემოდნის სახელურზე შემეცილა, თითქოს ხელებიდან გამოგლეჯას ცდილობდა. ხოდა გამიკვირდა, მეთქი რას აკეთებს.

-ამას რის საფუძველზე ამბობ?

-უბრალოდ არ ღირს.

იმ საღამოს თუ შუადღეს ბევრი ვისაუბრეთ. ვორჭოფობდით ჩემს გადაწყვეტილებაზე და რა გრძნობასაც აქამდე ვიტევდი, მხოლოდ მაშინ ამოვანთხიე. გადავეხვიე - ღრმად, დიდხანს, მონატრება შევიმსუბუქე და მხოლოდ მას შემდეგ მივუბრუნდი ჩემს რეისს, რომელიც წუთი-წუთზე გავიდოდა.
აზრის შეცვლას აზრი აღარ ჰქონდა.
მე მივდიოდი - თუნდაც ძველი, ჟანგიანი ბინისთვის, დამტვრეულ მანქანისთვის და პიროვნებისთვის, რომლის მელანქოლია, ჩემს სიყვარულს უდრიდა.

**

-სადღაც იქ, სადაც გული მიგიწევთ, ხომ გამიგეთ?! _ მივმართე ტაქსისტს, მას შემდეგ რაც სეულში ჩავედი. _ მისმინეთ, სიგარეტი გაქვთ?

კოლოფი ამოაძრო.

-ამოიღე რამდენიც გინდა და მოწიე. გაგისწორდებათ.

და მერე ადგილს მოსწყდა.

ამოვიღე სამი ღერი - ერთი ჯიბისთვის, მეორე ყურისთვის და მესამე პირისთვის. მერე მოვუკიდე სიგარას და მინა ჩამოვწიე. მანქანა უკვე წითელზე ჩერდებოდა. მამაკაცის სალონიდან სასიამოვნო მელოდია იღვენთებოდა, არც ქარი არღვევდა წონასწორობას. იქამდე მიფრიალა თმები სივრცეში, სანამ ნაცნობ სახლს არ ჩავუარეთ.

ვფიქრობდი - აქ ჩამოვიდე? ღირს ამად? ჩემი სხეულის რაღაც ნაწილს ხელი ჰქონდა ჩაქნეული, მაგრამ მეამბოხე სულის მქონე პიროვნებამ მძლია - მივაყარე მძღოლს კუპიორები, გადმოვათრიე ჩემი ერთადერთი ჩემოდანი და კიბის სახელურზე გავჩერდი. არც კი მახსოვს, რამდენი ხანი დავყე იქ, საღ გონებაზე მხოლოდ მას შემდეგ მოვედი, როცა ძლიერმა წვიმამ ზედ გადამიარა. მეთქი, ამის დედაც და აივანს მივეშველე. ცოტა ხანს ვიყოყმანე, თუმცა კარების სახელურს მაინც გამოვქაჩე - ღია იყო.

ყველაფერი კარგად მიდიოდა.

გამეღიმა.

__

ვწერე, ვწერე და სულ რაღაც 440 სიტყვა.
ალბათ მეტყობა, რომ ამ ფიქციას ვერ ველევი🤧❤

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now