24

733 120 48
                                    

ჯიმინი აღარ მინახავს. მგონი მართლა ეწყინა. ვაღიარებ, დარტყმა ძლიერი იყო, მაგრამ კაცი ხარ, ჩმორი რატომ უნდა იყო? ჩავჯექი სავრძელში, მეთქი ფიქრებს მოვუყრი თავს, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებდი ნორმალურად. ასეთი გამოუსადეგარი რატომ უნდა დავბადებულიყავი.. ამაზე მქონდა პრობლემა, თორემ ტრამპზე ისედაც ბევრი ამბობს ყლეაო და მე თუ მკითხავთ, მართლაც ასე იყო. თეთრ სახლში ის კი არა, მე უნდა მჯდარიყავი და მერე გენახათ როგორ დავიხვევდი ხელზე ჩემს ჩრდილოეთ მოძმეებს. აგრესია მიტევდა. ასე ვიცოდი ალკოჰოლის მიღების დოზას რომ ვერ ვსაზღვრავდი, მაგრამ რაც იყო. დრო ხომ უნდა გამეყვანა როგორმე. გავუქნიე ტელევიზორს ცარიელი ჭიქა და ორივე მოვისწრაფე.

რთული პერიოდი მქონდა. მარტო დავრჩი. აღარც ქუჩის კატა ძვრებოდა ხოლმე ჩემს აივანზე. რა ძნელი იყო უიმედობა, ისეთი ძნელი, რომ მეგონა ბოლოს ბოღმა დამახრჩობა. ყოველ გასულ წამს ტელეფონის ეკრანს თვალს მივმართავდი, მეგონა რაიმე ახალს გავიგებდი, ამის დედა ვატირე, ჩემი ელამი მეზობელიც აღარ მიკავშირდებოდა დროის გასაყვანად. ყველამ დამიკიდა. ისევ. გული არ მტკიოდა, მაინც მუდამ ნერვებს მიშლიდნენ, მაგრამ არც მარტოობა მიყვარდა.

როგორღაც ავდექი. შევედი სააბაზანოში. გამოვიხეხე კბილები, თმები გადავივარცხნე. სუნამო შევიპკურე. ყურასკიდი გავიკეთე მარჯვენა ყურზე, მარწყვის არომატის ვაზელინი გადავისვი ტუჩებზე და ჩემს ანარეკლს დავაკვირდი.

პიჟონს ვგავდი.

თმები ავიჩეჩე. ჩამოვიხიე ყურსაკიდი. ვაზელინი მოვიშორე. გამოვვარდი სააბაზანოდან. ჩავიცვი ფეხსაცმელი. ქურთუკი მოვიცვი და სახლიდან გავედი. ოღონდ სად მივდიოდი არ ვიცოდი, სახლში ყოფნა და დაბზარული კედლების ყურება უკვე აღარ შემეძლო. მეთქი, უნდა გადავიდე ამ ბინიდან. უკვე წლები იყო ამ დაჟანგულ სახლში ვლპებოდი ძალით, თან გირაოს დროც იწურებოდა და მალე გარეთ აღმოვჩნდებოდი. თუმცა გინდა გარეთ ვყოფილვარ და გინდა იმ სახლში. სახლის გარდა ყველაფერს ჰგავდა. მოკლედ, მაგარი ჩავსრილი ვიყავი, არაფერში არ მიმართლებდა. მერე მოვაჯექი მანქანასაც, არასწორ ადგილას დამიპარკინგებია და ბეწვზე გადავრჩი. კიდევ კარგი ჯარიმა არ ამაკრეს.
გაზს მთელი ძალით დავადგი ფეხი და ადგილს მოვწყდი. მერე ტელეფონმაც დარეკა. მეთქი, არ ვუპასუხებ, არავის ნერვები არ მქონდა, მაგრამ ხელი მაინც გამექცა.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now