-3- გარიგება

1.9K 193 168
                                    

მისტერ ჯეონი (შენს თხოვნას ვასრულებ ქალბატონო)

უკვე ორი საათია იმ ჯიმინს ველოდები, პირველ რიგში მას უნდა დაველაპარაკო. არამგონია ასეთ წინადადებაზე უარი თქვას, რასაც ჯონგუკზე ვერ ვიტყვით, გააფრენს. არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება როცა ჯიმინის წარსულზე გაიგებს. ჯანდაბა მაგარ შარში ვყოფ თავს მაგრამ ეს უკანასკნელი შანსია. ჩემი შვილის დაბრუნება მინდა და იმედია ჯიმინი ამაში დამეხმარება. ჯანქუქი მისი მამიკოსავით ჯიუტია, მაგრამ გირჩევთ მამიკო საერთოდ არ უხსენოთ.

მდივნის ზარის შემდეგ კარები გაიღო და ის შემოვიდა, დაბნეული აცეცებდა თვალებს. ვუყურებდი როგორ დახტოდა მისი თვალის გუგები იქით აქეთ. ჩვეულებრივად ეცვა, ვერ შეატყობდი რომ ბოზი იყო. ეს კარგია, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე როგორც მეგონა. როგორც იქნა შემამჩნია და მომაშტერდა, ისეთი დაჟინებით მიყურებდა მეგონა ქალას გამიხვრეტდა. საინტერესოა, არასდროს მინახავს ომეგა ასეთი შეუვალი მზერით. ხელით ვანიშნე სავარძელში ჩამჯდარიყო, ასეც მოიქცა. სიარულს დროსაც კი არ მოუშორებია ჩემთვის მზერა.
- როგორც გავიგე თქვენ მისტერ ჯეონი ხართ, ჩემი თავის წარდგენას არ დავიწყებ, რადგან აქ მომიყვანეთ ისიც გეცოდინებათ ვინ ვარ, თუ შეიძლება პირდაპირ საქმეზე გადადით.
სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად არ მოველოდი, ომეგები თვალსაც კი ვერ მისწორებენ, ეს კი... სულ უფრო ვიხიბლები მისით.

- სად გეჩქარებათ ბატონო ჯიმინ? იქნებ ჯერ ერთმანეთი გაგვეცნო?

- მეფლირტავებით ბატონო ჯეონ? თუ ჩემთან დაწოლა გსურთ მაგისთვის ფლირტი არ არის საჭირო, მხოლოდ ფული, რომელიც დარწმუნებული ვარ ბლომად გაქვთ

- გგონიათ აქ სექსისთვის მოგიყვანეთ?

- შესაძლოა, თუმცა ვერ ვხვდები რატომ წამომათრიეთ ქალაქის მეორე ბოლოდა, როცა შეგეძლოთ უფრო ახლოსაც გეპოვნათ შესაფერისი პირი, მაგრამ ვეჭვობ საერთოდ გჭირდებოდეთ მეძავის დაქირავება.

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now