-15-წარსულის ანარეკლი

2.1K 194 115
                                    

ჯიმინს ეძინა როცა სახეზე რაღაც სველი შეეხო, შეიშმუშნა და ხელი მოიქნია, რასაც კივილი და წკმუტუნი მოჰყვა. ჯანდაბა, სულ დაავიწყდა, რომ უკვე ახალი მაღვიძარა ჰყავს, ფუმფულა, საყვარელი და დორბლიანი.
- მაპატიე პატარავ, არ მინდოდა გტკენოდა
ლეკვი გულში ჩაიკრა და ისე დაიწყო მისი დამშვიდება თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს. ეს საოცრება ჯიმინის ცხოვრების ნაწილად იქცა, ბედნიერებად, რომელიც აიძულებდა გაეღიმა. ხუთი დღე გავიდა, რაც ის მის ცხოვრებაში გამოჩნდა და ამ ხუთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა. სახლიდან გასვლა და ყოველ დილით ჩიმის გასეირნება დაიწყო, მასაც ლამის ლეკვივით უხაროდა დილით პარკში წასვლა, მართალია ამისთვის ფეხით ხუთი კვარტლის გავლა უწევდა, მაგრამ საერთოდ არ იღლებოდა. აი, დაცვა კი ნამდვილად არ იყო ბედნიერი, დილაადრიან ჯიმინის უკან ძუნძული დიდად არ ეხალისებოდათ, სამაგიეროდ ჩიმი იყო ბედნიერი და ჯიმინსაც ახალისებდა იმის ყურება, თუ როგორ ცდილობდა ეს ოთხ ფეხზე შემდგარი ცომუკა ერბინა. ვერც კი დათვლიდით ამ მცდელობებისას რამდენჯერ განიცადა კრახი, სასაცილო წაქცევებში კი ბადალი არ ჰყავდა და ყოველ ჯერზე პატრონს ისე გულიანად აცინებდა, რომ ეს უკანასკნელი ხან ხეებს ეპოტინებოდა, ხან უახლოეს სკამზე გორავდა. ნამდვილად საყვარელი სცენა იყო ამ ორი მშვენიერების დანახვა, ლეკვს როგორც შეეძლო სწრაფად დგებოდა ფეხზე, ჯიმინი კი ისევ აგრძელებდა სიცილს პირზე ხელ აფარებული, მოჭუტული თვალებით, ბევრი სიცილისგან სახე სულ უხურდა და ლოყები უწითლდებოდა. ომეგამ გაიხსენა, როგორი შეგრძნებაა, როცა სიცილისგან ლოყები გტკივა. 

ჯიმინი საწოლიდან წამოდგა, გემრიელად გაიზმორა, რის გამოც მისი დიდი მაისური, რომელიც ბარძაყებს ვერ უფარავდა კიდევ უფრო აიწია და დუნდულების დასაწყისთან გაჩერდა, ასე მთქნარებით და ხელებ აწეული მიფრატუნებდა სააბაზანოსკენ, როდესაც ჩახველება გაიგო. მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში ჯონგუკი იჯდა და მას შეჰყურებდა.
- ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინე-
გულზე ხელმიდებულმა შეუბღვირა სტუმარს.
- აქ რას აკეთებ?
- შენს გაღვიძებას ველოდებოდი
- და.. რისთვის?
ისევ იმ ადგილზე გაშეშებული დაბნეულად ახამხამებდა წამწამებს. ამ დროს ის ისეთი საყვარელი იყო, იდგა აქ უდანაშაულო სახით, ფეხები ერთმანეთისთვის მიეტყუპებინა და ცდილობდა არ შეემჩნია ალფას დაჟინებული მზერა.
- ამ საღამოს მე და შენ წვეულებაზე ვართ მიწვეული მეგობრებთან, მათ შენი უკეთ გაცნობა უნდათ
- ამ კარგი?
- ყოველთვის ასეთი სექსუალური "პიჟამოები" გაცვია?
ჯონგუკის მოულოდნელმა კითხვამ ჯიმინი შეაცბუნა. პირი რაღაცის სათქმელად დააღო მაგრამ ისევ დახურა, ის სულაც არ თვლიდა, რომ ასეთ ჩაფართხუნებულ ზედაში სექსუალური იყო.
- სექსუალური? ჰმ უცნაური გემოვნება გქონიათ, ალფებს ძირითადად ლამაზი საცვლები და როლური კოსტუმები მოსწონთ
ისევ სააბაზანოსკენ შებრუნდა, თუმცა მანამდე ცალყბად ჩაცინება არ დავიწყებია. უკვე კარებთან იყო მისული, როცა მოულოდნელად იგრძნო როგორ მოუჭირეს მაისურის შიგნიდან მის უკანალს
- როცა გაიზმორე შენი საჯდომი ისე ლამაზად და შიშვლად ჩანდა რომ მეგონა ტრუსი არ გეცვა, მაგრამ შევცდი, როგორც ჩან ეს პატარა სამკუთხედიც კი უძლურია შენს გამოცდილ უკანალთან. ალაბათ, როგორ ძალიან უყვარს მას რაღაცეების შთანთქმა.
ჯონგუკმა ყურში ჩურჩული ბოხი და ხავერდოვანი ხმით დაიწყო, თუმცა დამცინავი ტონით დაასრულა. მისი ხელები კი ისე უჭერდენ ჯიმინის საჯდომს, რომ ომეგა დარწმუნებული იყო, სულ დაუწითლდებოდა. მაგრამ ჯანდაბა! როგორი სასიამოვნო იყო, მას ყოველთვის უყვარდა როცა ძლიერ ხელებს გრძნობდა უკანალზე. ეს ხელები კი ისეთი ძლიერი იყო, ტკივილს და სიამოვნებას ერთად ანიჭებდა, დუნდულები ეწვოდა და უხურდა.
მოულოდნელად, ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, ალფამ მისი ოთახი დატოვა, ის კი ისევ გრძნობდა მისი ხელების სიმხურვალეს.

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now