-5- დამშვიდობება

1.8K 185 59
                                    

გაფრთხილება 🔞🔞🔞

Jimin

სახლში ვარ და ბარგს ვალაგებ, მართალია ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ სხვა თუ არაფერი ჰიგიენის, ნივთები დიდ ადგილს იკავებს. უცნაური ჩვევა მაქვს, შემიძლია ტანსაცმელზე და საჭმელზე უარი ვთქვა მაგრამ ჰიგიენური ნივთები, სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა ჩემი სუსტი წერტილია. შიშველი ვივლი, მაგრამ თავს სუფთად და მოწესრიგებულად უნდა ვგრძნობდე. ამიტომ ჩემს ჩემოდანში მაზები უფრო მეტია ვიდრე ტანსაცმელი. გინდ ამას ჩემი აკვიატება დაარქვით, გინდ ომეგების ჩვევა, ჩემთვის სულ ერთია. რასაც ვერ ვიტყვით იმაზე, რომ ერთი თვე უნდა გავატარო ადამიანთან ერთად, რომელიც ვერ მიტანს. მგონი მარტო მე კი არა მთელს მსოფლიოს ვერ იტანს. ღმერთო რა შევცოდე ასეთი რომ უჟმური საქმრო შემხვდა? თუმცა რომელიც იყო ჟმურიანი, ხომ მაყარა კარგი დღე. ნეტავ ოდესმე შემხვდება ნორმალური ალფა?
თუმცა ერთხელ შემხვდა, ჩემი კლიენტი, კიმ ნამჯუნი. საბედნიეროდ ის არც ნარკოტიკებით ვაჭრობს და არც კრიმინალია. ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, ბარში. ერთ-ერთმა კლიენტმა დამიბარა და შემდეგ გადამაგდო, ისეთი გაბრაზებული ვიყავი. ალკოჰოლი შევუკვეთე და ბარმენს ვეწუწუნებოდი, ფული მითავდებოდა, მე კი კლიენტი მჭირდებოდა.
ბართან იჯდა და ჩემი საუბარი გაიგონა, როცა შემომთავაზა მას გავყოლოდი გამიხარდა, მდიდარი და სიმპათიური, მეძავის ოცნებაა პირდაპირ და არამარტო მეძავის.
ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მასთან მაინც ვიქნებოდი კომფორტულად, სხვა თუ არაფერი ზიზღს მაინც არ ვიგრძნობდი.
ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე კომფორტი, როცა თავს ჯერ კიდევ სასურველ ომეგად გრძნობ და არა კახპად, რომელსაც ზიზღით ხმარობენ. მე არ ვიყავი მხოლოდ ხვრელი პენისისთვის და ეს კარგი შეგრძნება იყო.
ისე მენატრებოდა ეს შეგრძნება, როცა ვიღაც შენზე ზრუნავს, იმდენი ხანია არ მიგრძვნია, რომ ვიღაც ჩემზეც ფიქრობს, ისე დიდი დრო გავიდა დამავიწყდა ეს რა შეგრძნებაა. ასე იქცა ის ჩემს საყვარელ კლიენტად.
ბარგის ჩალაგებას მოვრჩი, მე კი ხვალამდე სრულიად თავისუფალი ვარ, ვფიქრობ რითი გავიყვანო დრო, მაგრამ თავში ჭკვიანური არაფერი მომდის. ვერც კი ვამჩნევ ისე მიდის ჩემი ფიქრები ნამჯუნისკენ, ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ. მისი ნომერი მაშინ შევინახე, როცა პირველად დამირეკა და მის სახლში დამიბარა. აქამდე არასდროს დამირეკავს მისთვის, მაგრამ მინდა დავემშვიდობო და მასთან ერთად ჩემს ძველ ცხოვრებასაც. მინდა აქედან ისე ავვორთქლდე, რომ უკან მოხედვა აღარასდროს დამჭირდეს. 

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now