-8- რისხვა

1.8K 187 41
                                    

რას უნდა გრძნობდეს ადამიანი რომელსაც მსგავს რამეს ეუბნებიან, თქვენ რა იგრძნობდით? ალბათ რისხვას, ბრაზს. ჯანგუკიც ასე იყო, მზად იყო ყველაფერი ნაკუწებად ექცია, დაელეწა და დაემსხვრია. პირველ რიგში კი მამამისი და ჯიმინი. არა არ გაკვირვებია ომეგიდან მსგავსი საქციელი, იცოდა რომ სიყვარულით არ ყოფილა მათ შორის, მაგრამ ამას ვერ წარმოიდგენდა. ხვდებოდა რომ ფილის გამოა მასთან მაგრამ მეძავი? აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეს ერთი შეხედვით სათუთ და ფაქიზი არსებას მსგავსი პროფესია ექნებოდა. ყველაზე მეტად მაინც მამამ გააოცა, ეს ზურგში დანის ჩარტყმასავით იყო. გასაგები იყო მოხუცი ჯეონის მოტივები, როცა დაქორწინებას სთხოვდა მაგრამ იმის მერე რაც ჯანგუკმა გადაიტანა როგორ გაბედა და შესთავაზა კახპა "ცხოვრების თანამგზავრად", თან უბრალო კიარა გამოცდილი ბოზი.
ეგონა გული გაქვავებული ჰქონდა მაგრამ მაინც ეტკინა, ჯიმინის სიტყვები ისე მწარედ ჩაესო გულში, როგორც გახურებული შანთი და ის წვის შეგრძნება რომელსაც ამდენი ხანია თან ატარებს და უკვე შეეჩვია კიდეც გაძლიერდა თითქოს ღადარს ნაცარი შემოაცალესო.
უკვე აისია, მზის პირველი სხივები შეეპარა ცას ის კი ზის დაწნულ სავარძელში აივანზე და ფიქრებში დაკარგული ისევ და ისევ უბრუნდება რამდენიმე საათის წინ მომხდარს...

5 საათით ადრე

- ოუ მამიკომ არ გითხრა ვისზე გაქორწინებდა?! მართლა გგონია რომ შენზე დაქორწინება მეხალისება?! ჰა ჰა, რა საცოდაობაა! ერთადერთი რის გამოც ამას დავთანხმდი ბევრ ნოლებიანი ჩეკია ნაგავო!

სამარისებული სიჩუმეა, მხოლოდ ჯიმინის გახშირებული სუნთქვის ხმა ისმის. მგონი ცხოვრებაში პირველად აუწია ხმას ამ ძალიან მომთმენმა ომეგამ. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ხმას არ იღებთ, უბრალოდ ეგუებით ყველა საშინელებას და უბედურებას, ყველა დამცირებას, მაგრამ უეცრად ტყდებით და თქვენი ბრაზი გარშემო ყველაფერს ეხეთქება. არადა ჯიმინს რამდენი მოუთმენია, გაცილებით უარეს სიტვაციაში ხმა არ ამოუღია, ეს ბოლო იყო. საკმარისია! ისიც ხომ ადამიანია არა?! არ აპირებს თავდახრილი იდგეს და ახლა უკვე ჯანგუკს მისცეს მისი გადათელვის უფლება.
სიჩუმეში მკვეთრად ისმის გარტყმის ხმა, რასაც მალევე მოჰყვება ლოყაზე მკვეთრი წვის შეგრძნება. ჯიმინს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სახეზე ცეცხლი ეკიდება. მაგრამ ეს არაფერი, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ ომეგა ახლა იატაკზე აგდია და ქვემოდან აჰყურებს საქმროს.
- შე ბოზო!
ღრიალებს ჯნგუკი და ჯიმინი ალფას ადგილას გაცოცხლებულ ბრაზს ხედავს. მის წინ მდგომი არსება უკვე აღარაა ადმიანი, ის ხორც შესხმული მრისხანებაა, ყველაფრის წამლეკი და ყოვლის მომცველი. ომეგა კი უბრალოდ წევს და არც კი ინძრევა, იცის ახლა სცემენ, შეიძლება მოკლან კიდეც მაგრამ გაქცევას აზრი არააქვს, ვერსად დაემალება, თავს ვერ გადაირჩემს. ან იქნებ უკეთესიც იყოს თუ ამით დაასრულებს? ბედს მიენდობოდა მაგრამ არ უნდა ასე სიკვდილი, ასე უბრალოდ, ჯერ ხომ არც კი უცხოვრია. ახლა ვერ დანებდება, მაშინ როცა იმ ნაგვიდან ამოძრომის შანსი მიეცა.
ჯანგუკი იხრება და ომეგას ყელში უჭერს ხელს, ზემოთ ექაჩება და მაღლა სწევს. პატარა არსება მის ხელწბში გამეტწით ფართხალებს, თავის დაღწწვას სცდილობს რადგან ხედავს როგორ აღმართა ალფამ ხელი კიდევ ერთხელ დასარტყმელად. ჯიმინი გამწარებული ფიქრობს რა გააკეთოს, როგორ დაიხნას თავი ამ მონსტრისგან. მაგრამ მისი ტვინი ფუნქციონირებაზე უარს აცხადებს და ჯიმინს აღარაფერი დარჩენოდა გარდა ინსტინქტებზე მინდობისა. თვალებს ხუჭავს და მოულოდნელად ჯანქუქის სახეს ხელიბში იქცევს, მაგრად ქაჩავს მისკენ, დაუფიქრებლად კოცნეს თუ შეიძლება ამას კოცნა ეწოდოს. მისი ტუჩები მაგრად მიაჭირა ჯანქუქისას თითქოს მათი დაჭყლეტვით ალფას შეაკავებდა.
ჯანქუქის რისხვისაგან გაფართოებული თვალები კიდევ უფრო დიდდება გაოცებისაგან. ეს ისეთი მოულოდნელი და უცნაური შეგრძნება ოყო, ომეგა თითქოს მის შთანთქმას ცდილობდა. ფაქტია ამან იმოქმედა, ჯანქუქის გონება წამით განთავისუფლადა რისხვისაგან. ეს დრო საკმარისი ოყო იმის გასააზრებლად თუ რას აკეთებდა, რაც არ უნდა იყოს მას ხელი არასოდეს აღიმართავს ომეგაზე.
- გაეთრიე!
იღრიალა ჯანგუკმა მას შემდეგ რაც ჯიმინი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისროლა, ომეგას გაუმართლა, ძალიან გაუმართლა და ტახტზე დაეცა. ჯიმინი ეგრევე წამოხტა და რაც შეეძლო სწრაფად გაეცალა ძვირადღირებულ ლუქსს. სწრაფად შევარდა თავის ნომერში იმავე სართულზე, ხელები უკანკალებდა და ძალიან გაუჭირდა საკეტში ბარათის მოთავსება. როგორც კი შიგნით შევიდა და გადაამოწმა რომ კარი ნამდვილად ჩაკეტილი იყო იქვე ჩასრიალდა და თავის მუხლებს ჩაეხუტა. ერთიანად ცახცახებდა, მეტი აღარ შეეძლო, მართლა აღარ შეეძლო და მის გონებას უფლება მისცა გათიშულიყო. ამდენს ვეღარ გაუძლო, რაც აქ ჩამოვიდა სულ დაძაბული იყო, სულ სტრესში, თუმცა მთელი მისი ცხოვრება სტრესი არაა? რამდენს უნდა გაუძლოს? ყველაფერს აოტანს, გადალახავს, მაგრამ ვერ დაუშვებს რომ მისი ახალი ცხოვრება რამით ჰგავდეს ძველს. ურჩევია თვალები აღარასოდეს გაახილოს ვიდრე ისევ ძალადობის მსხვერპლი გახდეს.

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now