-17- რაღაც ნორმალური, რაღაც ცეცხლოვანი

2.5K 202 204
                                    

იმ დღის შემდენ ჯიმინი თავს დამნაშავედ გრძნობს, ყველაფერი მისი გრძელი ენის ბრალია. რა ატლიკინებდა? მაინც მოუწია იმ წყეულ წვეულებაზე წასვლა. იმის ცოდნა, თუ რა გადაიტანა ჯონგუკმა შემზარავია. ახლა აღარ იცის რა მოუხერხოს ამ ინფორმაციას. გაცილებით მარტივი იყო როცა მონსტრი ეგონა, მაშინ შეეძლო შეეძულებია და ამით ეცხოვრა. ახლა ვერ შეძლებს, ვერ შეძლებს გაექცეს და მასზე არ იფიქროს. ვერ იცხოვრებს იმის ფიქრით, რომ შეეძლო და არ დაეხმრა, მაგრამ როგორ დაეხმაროს? რისი გაკეთება შეუძლია მისთვის? ამბობენ, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დავიწყება შეუძლებელიაო. თუ ასეა, განა საერთოდ შესაძლებელია ჯონგუკის დახმარება?

ფიქრისაგან უკვე თავი სტკივა, მთელი ღამეა არ უძინია. გათენების ეშინია, როგორ უნდა გაუსწოროს ჯონგუკს მზერა? გამთენიისას ჩაეძინა და გაღვიძებისას უკვე იცოდა რა უნა გაეკთებინა. პირველ რიგში, გაიაზრა რომ მისი ერთადერთი დანაშაული ენაგრძლობა იყო და ამას ვერაფერს მოუხერხებდა. მეორე, ერთადრთი რისი გაკეთებაც მისთვის შეეძლო, იყო არ შეექმნა პრობლემები და ამით გამოეხატა მისითვის გვერდში დგომა. 

ასე დაიწყო მათი მშვიდი თანაცხოვრება, ისწავლეს როგორ არ დაეჭამათ ერთმანეთი, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა და არ ეტკინათ გული. მნიშვნელოვნად შემსუბუქებული ურთიერთობის მიუხედავად, მაინც ორივე ძალიან ჯიუტი იყო და ხშირად კინკლაობდნენ, დასასრული კი ყოველთვის ერთი იყო, ნერვებმოშლილი ჯიმინი ჩიმის იღლიაში ამოიჩრიდა და ბურდღუნ-ბურდღუნით მიდიოდა მის ოთახში, ჯონგუკი კი ცალყბა ღიმილით გააყოლებდა თვალს. წინსვლა აშკარა იყო, ცრემლები და დალეწილი ნივთები ისე გაქრა თითქოს არც ყოფილიყო. ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, როდის იქცა მათი ცხოვრება სევდიანი დრამიდან ხმაურიან აურზაურად. ამ აურზაურში ნაპოვნი სიმშვიდე და დიდიხნის დავიწყებული ღიმილი ყველაფერი იყო, რაც მათ სჭირდებოდათ. 

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now