-18- ოკეანე

2.2K 201 88
                                    

გათენება არ ყოფილა მარტოსული, არც ტკბილი და რომანტიული. არ ყოფილა სიმორცხვე ან ტკბილი კოცნა, არც ისტერიკები და ჩუბი. მაგრამ იყო რაღაც, იმის გააზრება, რომ დღეიდან ყოველი დილა ასეთი იქნება, თვალების გახელა და მისი დანახვა. გუშინდელი ღამე ორივეს ახსოვს თუმცა ამაზე საუბარს გაურბიან. ჯიმინმა იცის, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა, ალკოჰოლმა უბრალოდ გააადვილა.
ტვინში ერთადერთი გადაწყვეტილება უტრიალებს, დაივიწყოს ყველაფერი გუშინდლამდე. საკმარისია ტანჯვა და წარსულის გახსენება, ყველაფერს დაივიწყებს და რომ შეეძლოს ჯონგუკსაც ამას სთხოვდა, მაგრამ არ შეუძლია. ეს იგივეა, მიხვიდე და შვილის დავიწყება სთხოვო, გულის ამოგლეჯა. მერე რა რომ ჯიმინს დიდი ხნის წინ ამოაცალეს? ამისთვის არავინ ემეტება.
იმ წყეულ ღამესაც აპატიებს ჯონგუკს, რადგან მის ცხოვრებაში არ ყოფილა ალფა, რომელსაც არ უტკენია, ოღონდ აღარასდროს გაიმეოროს.

დღეს თაფლობის თვეზე მიემგზავრებიან, ორი კვირა ერთად, მარტო. ამჯერად მართლა წავლენ ჯეონების კუთვნილ კუნძულზე.
ეს არის ძალიან ლამაზი, პატარა ტროპიკული კუნძული წყნარ ოკეანეში, თითქმის დაუსახლებელი. იქ მხოლოდ ჯეონების რეზიდენციაა და რამდენიმე მსახური ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ სიცხეს ვერ იტანს და არც ზღვა ეხატება დიდად გულზე, ჯიმინს მაინც უხარია. იქ მარტონი იქნებიან და ბოლოსდაბოლოს გაირკვევა მათი ურთიერთობა, ან მშვიდად იხოვრებენ ან სამუდამოდ შეიძულებენ ერთმანეთს.
ურთიერთობა გზაგასაყარზეა და ომეგას გონივრული ეჭვი და სურვილი აქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. 

ახლა თვითმფრინავში სხედან და  ერთმანეთს არ უყურებენ, თითქოს არც არსებობენ. უხერხულობის შეგრძნება მაინც არის, წუხანდელი ღამის მოგონებები კი არსად ქრება. ორვივემ იცის რომ ზრდასრულები არიან, დაქორწინებულები და ა.შ. მაგრამ მათ წარსული ურთიერთობის მსგავსი განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო მაინც აბნევთ.

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now