- 9 - ორმაგი თამაში

1.8K 180 64
                                    

კიდევ გალოდინეთ დიდი ბოდიში😣 თუ ძაან გავწელავ შემახსენეთ დროზე დავდო😶 პირველი თავის შემდეგ ყველაზე დიდი თავია😏

Jimin

ვიწექი და ჭერს მივჩერებოდი, თავი ფიქრებით მქონდა გამოტენილი. ნუთუ შეცდომა დაუშვი ამ წინადადებაზე დათანხმებით? იქნებ ისიც ისეთივე მონსტრია როგორც სხვა დანარჩენები? რა უნდა გავაკეთო? როგორ ვიპოვო სწორი გზა? სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა რთულია და ჩემს შემთხვევაშიც არ იქნება ეს მარტივი. მე... არ ვიცი რა მინდა, უფრო სწორად ვიცი, მაგრამ ეს უფრო ოცნებას გავს ვიდრე მიზანს. დავიღალე ამდენი უბედურებით, შეურაცხყოფით და დამცირებით. ჩემი ღირსება უკვე დიდი ხანია ფეხქვეშ გათელეს, ვერასდროს, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ამას ის გააკეთებდა ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობდი. მაგრამ შევცდი, ეს ყველამ გააკეთა ვისაც ამის საშუალება მიეცა. ისე გადამთელეს თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, თითქოს ჩემი ადგილი იქ არის, ადამიანთა სანაგვეზე. როცა მეძავი ხარ ნებისმიერს შეუძლია ფეხი შეგაწმინდოს, ალფებისთვის უბრალოდ სათამაშო ხარ, ომეგებს კი სძულხარ. არავის არ უფიქრია რატომ უნდა აკეთებდეს ამას ადამიანი ან რად დამიჯდა მე ეს. თანაგრძნობაზე არც იოცნებოთ, თქვენ მას ვერასდროს მივიღებთ. ზოგჯერ მინდა ვიყვირო, რომ ამ "პროფესიამ" მომკლა, გაანადგურა ომეგა სახელად პარკ ჯიმინი. მე ვეღარ ვცნობ ჩემს თავს, აღარაფერი მაქვს საერთო საკუთარ მესთან, რომელიც ოდესღაც ვიყავი. თქვენ გამოგიცდიათ რას ნიშნავს როცა საკუთარ თავს კარგავ, როცა უკან იხედები და მხოლოდ ტკივილი და იმედგაუცხოებაა? აჩრდილი ხარ, მოსიარულე გვამი, შენი თავის სახსოვარი. თუ არა მაშინ იღბლიანი ადამიანი ხართ, რადგან თავის დაკარგვა გავს ამნეზიას ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველაფერი გახსოვს და იცი უკან ვეღარასდროს დაბრუნდები. კითხვები გჭამს, რა ხარ? ვინ ხარ? საიდან მოხვედი? რადგან საკუთარ თავს ვეღარ ცნობ. ეს ის არის რისიც ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეთ, თვით სიკვდილზე მეტადაც კი. სამწუხაროა რომ ვერ შევძელი მყარად ვმდგარიყავი და საკუთარ თავს ჩავბღაუჭებოდო. ეს არი ერთადერთი რამ რასაც ცხოვრებაში ვნანობ, ყველაზე დიდი შეცდომა რომელიც კი დამიშვია.
დრო ისე სწრაფად გაფრინდა ვერც კი მივხვდი როდის მოსაღამოვდა სანამ კარზე არ მომიკაკუნეს.  საქმრომ შემომითვალა, რომ ხვალ დილით სახლში ვბრუნდებოდით. გამიხარადა, ჩემს სახლში მინდა წასვლა, ჩემს ოთახში შეკეტვა, მხოლოდი იქ ვიგრძნობ თავს მშვიდად და დაცულად.
როგორციქნა დადაგა ეს ნანატრი დღე, სეულში ვბრუნდებით! დილაადრიან მომიკაკუნეს, როგორც ჩანს იმ ვაჟბატონს ძაან ეჩქარება სეულში დაბრუნება. ნომრიდან გასვლისთანავე ოთხი გორილა გამომყვა უკან, დაახლოებით ისეთი სიტვაცია იყო ელექტრომობილს რო ჯავშანტექნიკა მიყვება ექსკორტად, არა ხომ წარმოგიდგენიათ რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი?! კარგი ჯანდაბას ავიტან ამ ორი საათით.
როგორც ჩანს მისტერ იდეალურობას ჩემი დანახვაც არ უნდა, ჩემს გვერდითაც კი არ დაჯდე, სალონის მეორე ბოლოშია და თავს ისე აჩვენებს თითქოს არც ვარსებობდე. აჰ ჯიმინ აბა რას ელოდი, ხელს ჩაგჭიდებდა და გეტყოდა არაუშავს თუ ბოზიხარო? საერთოდ უნდა მიკვირდეს რიოს ქუჩებში რომ არ მიმაგდო.
მგზავრობა ისეთი მოსაწყენია, მე კი ვერც ვიძინებ, სკამზეც ვერ ვისვენებ და ვბორგავ. შუაში ვარ მოქცეული, გვერდით კი ორი გიგანტი მიზის, თავს ისე ვგრძნობრძნობ როგორც სენდვიჩში მოქცეული ყველი.
რომ მახსენდება როგორ ამომიყვანეს თვითმფრინავში ბრაზისაგან მაჟრიალებს, ყველამ ფეხებზე დაიკიდა ჩემი სიმაღლის შიში, როგორც ბავშვს ისე მომკიდეს ხელები მკალავებში და თვითმფრინავზე ამათრიეს, მე კი მხოლოდ ფეხების ჰაერში ქნევა შემეძლო. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მინდა მივვარდე იმ თავმოყვარე ოდიოტს, მშვიდად რომ სძინავს და წესიერად მოქცევა ვასწავლო. უტიფარი, ხეპრე ნაბიჭვარი!
როგორც იქნა სეულის აეროპორტში ჩავფრინდით, ისე მიხარაია, როგორც იქნა მოვშორდები ჯანქუქს და მშვიდად სუნთქვას შევძლებ.
მთავარი გასასვლელისაკენ წავედი და ეს ვერძილებიც მომყვებიან, ახლა რაღა უნდათ?
- უკაცრავად მაგრამ სულ კუდში უნდა მსდიოთ? სახლში მივდივარ, არ მჭირდება თქვენი გამოყოლა!
- მისტერ პაკ, ვწუხვარ მაგრამ თქვენ სახლში ვერ წახვალთ
- რა?
- ნაბრძანები გვაქვს რომ ჯეონების ვილაში მიგიყვანოთ და ბატონი ჯანქუქის ნებართვის გარეშე არსად გაგიშვათ
აი შარიი! ღმერთო რაში გვყავი თავი, ახლა სახლშიც უნდა გამომკეტოს? მეგონა რაც გაიგო იმის შემდეგ სათოფეზეც არ გამეკარებოდა მაგრამ ეს საგვარეულო სასახლეში მიმათრევს? როგორც ჩანს მომიწევს გავყვე.

მეორე შანსი (დასრულებული)Where stories live. Discover now