თავი 2

91 13 21
                                    

პიჟამო მოირგო შემდეგ კი საწოლში მოკალთდა.
საბანი კარგად შემოიჭდო სხეულზე, შემდეგ კი თვალები დახუჭა. არაფერზე ფიქრობდა და გონებაც სრულიად განთავისუფლებული ჰქონდა.
უეცრად იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა და მთელს სხეულში გააკანკალა. ყურადღება არ მიაქცია ამ ყოველივეს და სცადა როგორმე დაეძინა.
უკვე მართლაც იძინებდა, როდესაც რაღაც ხმაური გაიგო და საწოლიზე წამოჯდა.
თვალები მოიფშვნიტა და საწოლის გვერდით მდგომ ტუმბოზე მყოფი სანათი აანთო. ფეხზე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა, საეჭვო არაფერი იყო.
მხრები აიჩეჩა და ისევ საწოლისკენ გაემართა.
გაუკვირდა ძილის დროს რატომ გააჟრჟოლა მთელს ტანში, სახლში სიცივე არ იყო და არც ცუდად გრძნობდა თავს.
ეს ფაქტი გონებიდან უკუაგდო და ისევ საწოლში დაბრუნდა.
ძილის წინ თავის ოცნებებზე ფიქრობდა.

მეორე დღეს მისი დილა ჩვეული რუტინით დაიწყო.
ფეხზე ადგომის შემდეგ ოთახი ამოაწესრიგა სააბაზანოში შევიდა, მოემზადა და  სამზარეულოსკენ გაემართა.
მაცივრიდან იოგურტი გამოიღო და ჭამა დაიწყო.
რატომღაც ფიქრი წინა ღამეს მომხდარ უცნაურ სიტუაციაზე დაიწყო. შეიძლება ზოგს ამ ამბისთვის ყურადღება არც მიექცია, მაგრამ გოგონა განსხვავებული იყო, ამავდროულად მას ის აფიქრებდა, რომ ესეთი რამ არასდროს დამართნია. როდესაც იძინებდა და სხეულში ჟრუანტელს გრძნობდა ამ დროს რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, უბრალოდ ახლა ამას სახელს ვერ უძებნიდა და ისიც არ იცოდა ეს რა იყო.

ჭამის შემდეგ, იოგურტის პატარა კონტეინერი ნაგვის ურნაში მოისროლა და მისაღებში დაბრუნდა. ჩანთას ხელი დაავლო და სახლი დატოვა.

ლექციებმა ჩვეულებრივ ჩაიაირა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
მართალია გოგონასთვის ეს ერთფეროვნება მოსაბეზრებელიც იყო , მაგრამ პრობლემებით სავსე ცხოვრებას ნამდვილად ჯობდა.

სახლში მიმავად გზაზე გადაწყვიტა მაღაზიაში შეევლო, რადგან უკვე პროდუქტები  უთავდებოდა.
მარკეტისკენ აიღო გეზი და მალევე შენობაში შეაბიჯა.
გვერდი აუარა უამრავ დახლებს , ისე რომ ვერც კი შეამჩნია, ფიქრებში იყო გართული და მაგიტომ.
უკან გაბრუნდა და კალათაში ხილის ჩაწყობა დაიწყო.
  ალბად ფიქრობთ თუ საიდან გააჩნდა მას ფული, ის ხომ არსად მუშაობდა არა?.
მისი მშობლები გონიერი ადამიანები იყვნენ ამიტომ ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადაწყვიტეს რაღაც დანაზოგი შეექმნათ მისთვის, ამიტომ ფულს გოგონასთვის შექმნილ ანგარიშზე რიცხავენ, ამ წლების მანძილზე საკმარისი რაოდენობით ფული შეგროვდა. არ სურდა რომ ფული ასე გამოეყენებინა მაგრამ ისეთი სამუშაო როგორიც ჭირდებოდა ვერ იშოვა ასე, რომ იძულებული იყო. სურდა სადმე მაღაზიაში კონსულტანტის ადგილზე მაინც დაეწყო მუშაობა, მაგრამა ასეთი ადგილი არ გამოჩნდა.

 ასტრალური სამყაროWhere stories live. Discover now