თავი 8

67 8 5
                                    

ელაიას გვერდით იჯდა და მის წინ გადაშლილ ლამაზ ხედს გაჰყურებდა.

- ვერ მივხვდი შენს სიტყვებში რა იგულისხმე- მიუბრუნდა ბიჭს.

- ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია- მხრები აიჩეჩა.

- გთხოვ ყველაფერი მომიყევი- მომლოდინინე თვალებით მიაჩერდა და დაელოდა თუ როდის დაიწყებდა ელაია საუბარს.

- ოჰ.- ამოიოხრა- დიდი დრო დაგვჭირდება.

- გისმენ- უფრო მომთხოვნი ხმის ტონი ჰქონდა ელენას.

- ასტრალი.. ეს ყველაზე უცნაური და საოცარი ადგილია. აქ შეხვდები სხვადასხვა არსებებს- ამის ხსნებაზე ელენას თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებული მიაჩერდა ბიჭს, ელაიამ კი მის ამ ქცევაზე გაიღიმა და ამბის თხრობა განაგრძო- ის დიდი ენერგიის შემცველია, რომელსაც სწორედ აქ მცხოვრები არსებების სიწმინდისგან და სუფთა სულისგან ღებულობს.

- ანუ ამ ენერგიის დაკარგვა შეიძლება?- ჰკითხა უცებ ელენამ.

- თუ ყველაფერი გაქრება მაშინ ის ენერგიას თავისთავად დაკარგავს. არსებები თუ გაქრებიან ასტრალიც გაქრება- სევდიანად ამოიოხრა.
ელენამ წარბები შეკრა. მართალია ამ სამყაროს არ იცნობდა და ცოტათი ეშინოდა , მაგრამ ამ სილამაზის გაქრობა არ სურდა.

- ამის საშიშროება არის?- ჰკითხა. 

- მანამდე უფრო იყო. ახლა კი მგონი აღარ არის და იმედია არც დაბრუნდება.

- ვერაფერი გავიგე- თქვა ელენამ.
ბიჭმა ჩაიცინა

- იმ ყველაფრის ახსნა რაც აქ ხდება და რაც ამ ადგილს უკავშირდება რთულია. ბევრი მასალაა. შეიძლება დაიბნე.

- ეგ ისედაც მოხდა- ჩაიცინა-გთხოვ გააგრძელე.

- ჰოდა რას ვამბობდი- ელაია წელში გასწორდა და მის უკან მყოფ დიდ ხეს მიეყრდნო- ადრე ყველაფერი კრგად იყო, არანაირი პრობლემა არ არსებობდა , მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა- წარბები შეკრა. - აქ ისეთი რაღაც გამოჩნდა,რომლის სულიც სიბოროტით და სიბნელით იყო მოცული, ამის გამო ასტრალის ენერგიის ცვლილება მოხდა.

 ასტრალური სამყაროUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum