თავი 3

107 12 38
                                    

იმ ღამეს კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. ელენას სიზმარი ამასთან შედარებით არაფერი იყო.
გვიან საშინელი წვიმა და ჭექა-ქუხილი დაიწყო, ისეთი რომ ვინმეს ეგონებოდა ქვეყანა ინგრევა და დედამიწა ნადგურდებაო.
ელენას ახლოს მყოფ სახლში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, ის ასევე გოგონას კურსელიც იყო, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, არასდროს არ მიუქცევიათ იმისთვის ყურადღება, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ.
ბიჭი თავის საწოლში იწვა და მშვიდად ფშვინავდა.
რაღაც მოხდა.
რაღაც იგრძნო.
უეცრად თვალები გაახილა , მაგრამ ეს ის მეთი აღარ იყო, მისი ადგილი ახლა სხვას დაეკავებინა.

****
დილით ელენა ფეხზე დაბნეული წამოდგა. თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობდ ეს კი იმ უცნაურ სიზმარს დააბრალა.
თავბრუს ხვევა იგრძნო და ფეხზე ამდგარი ისევ საწოლზე დაეცა.
თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, ამან ცოტა დაამშვიდა.
მომზადების შემდეგ პირდაპირ უნივერსიტეტისაკენ წასვლა გადაწყვიტა. ახლა საუზმობის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
გზაში მშვიდად მიდიოდა და თან ყურსასმენებით თავის საყვარელ სიმღერას უსმენდა. იმდენად იყო ფიქრებში ჩაფლული საერთოდ არ შეუმჩნებვია მის უკნა მომავალი ახალგაზრდა, რომელიც მას თვალს ადევნებდა.

დანიშნულების ადგილზე მალევე მივიდა და მიხვდა რომ ლექციემდე ჯერ კიდევ ადრე იყო, ამიტომ ისევ გარეთ გავიდა და იქვე მდგომ პატარა სკამზე დაჯდა.
თვალს ადევნებდა უნივერსიტეტისკენ მომავალ ადამიანებს , მეგობრებს და კიდევ უფრო გრძნობდა თავს მარტოსულად.
ერთი ამოიოხრა და ფეხები სკამზე დააწყო.

- შეიძლება?- გაიგონა ბიჭის ხმა და მაშინვე ზემოთ ასწია.
ეს ადამიანი თავზე ედგა და მას დაჰყურებდა.

- რა?- გაკვირვებულმა ჰკითხა. ნამდვილად არ ეგონა ვინმე თუ დაელაპარაკებოდა მას.

- შეიძლება თქვენს გვერდით დავჯდე?- იკითხა ბიჭმა დიდი სიფრთხილით და ამავდროულად ზრდილობიანი ტონით.
გოგონა ამის გამო ცოტა გაოცდა.
ფეხები სკამიდან ჩამოიღო.

 ასტრალური სამყაროWhere stories live. Discover now