თავი 4

84 11 13
                                    

თავისი ოთახის ფანჯარასთან იდგა და უბრალოდ ამ საოცარ ადგილს თვალს ადევნებდა. 
უნდოდა გარეთ გასულიყო მაგრამ მის სხეულში ჩაბუდებული შიში ამის უფლებას არ აძლევდა,  უჩიჩინებდა გარეთ არ გახვიდე საშიშიაო, მაგრამ რა ვუყოთ ადამიანის ძლიერ სურვილებს, ცნობისმოყვარეობას... ამ ყველაფერმა აიძულა გარეთ გასვლა გადაეწყვიტა.
ოთახი დატოვა და მალევე სახლის კარებს მიუახლოვდა.  მის წინ დადგა და ხელი სახელურს დაადო, ისე ახლოს იყო მიზანთან მაგრამ ეშინოდა. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო მაინც აშინებდა. იმდენად უცნაური მოვლენები ხდებოდა მის თავს რომ შიში იპყრობდა.
არაფერი მომივაო გაიფიქრა და სახელური ჩამოსწია , კარი თავისკენ გასწია და საბოლოოდ ღია სივრცის წინ დარჩა.
ერთი ნაბიჯი გარეთ გადადგა და მის წინ ლამაზ ხედს დაარკვირდა.
ერთი შეხედვით უბრალოდ ბუნებას მოგაგონებდათ, მაგრამ საოცარი და უჩვეულო სილამაზე გააჩნდა.
ნელი ნაბიჯებით წავიდა წინ, შიშველ ფეხებს მწვანე ბალახზე დააბიჯებდა.
უკან მოიხედა და გაკვირვებისგან წარბები შეკრა, თავის სახლს შეხედა, ის იქ იდგა, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, თითქოს ვინმემ მის სახლს ხელი დაავლო და უბრალოდ ამ ადგილზე დადო. ჩაიცინა და ისევ ზურგი აქცია მას, წინ წავიდა და გზაში ლამაზ მცენარესთან გაჩერდა, ისეთი ლამაზი ყავილი ჰქონდა, საოცარი, რამდენიმე ფერი იყო ერთმანეთში შერწმული და ყვავილის ნაზ ფოთოლს, ალამაზებდა. გადაშლილი იყო და მის შიგნით არსებული ნაწილიც კარგად ჩანდა, ისიც იმავე ფერს იძენდა.
ელენამ ხელი ნელა წაიღო მისკენ, უნდოდა შეხებოდა, თითის  ბალიში ნელა  დაადო ყვავილის ფურცელს,  მისი შეხების გამო ფურცლები ნელა აიკეცა და საბოლოოდ უბრალოდ ვარდის კოკრად  შეიკეცა და მას დაემაგავსა.
ამან გააკვირვა, იცოდა რომ ზოგიერთი მცენარეები და ყვავილები ღამით "იძინებდნენ" მაგრამ არ იცოდა თუ  ხელი დადების შედეგადაც თუ იხურავდნენ თავიანთ ფურცლებს.
  გზა გააგრძელა და მალევე პატარა მდინარეს მიადგა,  წყალს მიუახლოვდა და შიგნით ჩაიხედა, ისეთი სუფთა და კამკამა იყო რომ მასში არსებულ ცოცხალ ორგანისზმებს თავისუფლად შეხედავდი.  გაიღიმა და ხელი იმ ადგილისგენ წაიღო სადაც ფერადი თევზები იყვნენ, ხელი ჩაყო თუ არა მაშინვე გაიფანტნენ.
სხვას რას ელოდიო გაიფიქრა და გაიღიმა.
იქვე მდინარის ნაპირთან დიდი ხე იდგა, სულ მწვანე ფოთლებით იყო შემოსილი, დიდი ტოტები ჰქონდა და ამაყად აეშვირა ისინი კენწეროსკენ, ვინმეს ეგონებოდა თავს იწონებს თავისი ლამაზი და მომხიბვლელი გარეგნობითო.
ელენა მის ძირში ჩამოჯდა და ზურგით ამ ხეს მიეყრდნო.

 ასტრალური სამყაროWhere stories live. Discover now