თავი 10

38 8 3
                                    

გაშლილ მინდორზე ისხდნენ.

- აქ ასე უცებ როგორ გაჩნდი? უკვე ღამეა?- იკითხა ელაიამ და იქვე მყოფ ყვავილს მოეფერა, რომელიც თავის ფერად ფურცლებს ნელა არხევდა.

- არა. უბრალოდ მინდოდა აქ წამოსვლა და წამოვედი. ძილის გარეშეც ვახერხებ აქ მოხვედრას- მხრები აიჩეჩა გოგონამ.
ელაიამ თვალები გააფართოვა.

- ანუ.. მართლა?

- ჰო. ასე რატომ გაგიკვირდა- წარბები აზიდა ელენამ.

- ეს აქამდე არავის მოუხერხებია - ჩაილაპარაკა მაგრამ მისი ხმა გოგონამ მაინც გაიგო.

- ვერც დემარკუსმა შეძლო?- ფრთხილად იკითხა. ამ სახელის გაგებაზე , პატარა მალფი აფორიაქდა და უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო.  ეტყობოდა რომ ამ სახელის გაგებაც საჭირო იყო შიშის ჩანერგვისთვის.

- ჩშ..- ელაიამ ხელი მოჰკიდა მას და გულზე მიიხუტა, ისედაც პატარა, ელაიას გულმკერდზე სულ ციცქნად გამოჩნდა.

- ამიერიდან მის სახელს მათ თვალწინ არ ვახსენებ- თქვა გოგონამ- მოვიხსენიოთ როგორც "ის"

- კარგი იქნება- ამოიოხრა მან.

- და რაც შეეხება ჩემს კითხვას. ის ახერხებდა იმას რასაც მე ვაკეთებ?

- ვერა.

- აქ როგორ აღმოჩნდა? - ეს კითხვა არ ასვენებდა ელენას, ცდილობდა უფრო მეტი გაეგო მასზე.

- ჯერ იქედან დავიწყებ თხრობას , რომ ასტრალში ყველას შეუძლია მოსვლა, მაგრამ ეს ძირითადად ძილის პერიოდში ხდება.

- ადამიანს შეუძლია მიხვდეს რომ ასტრალშია?

- ხშირად ვერ ხვდებიან. ეს ან სიზმარი ჰგონიათ ან კიდევ საერთოდ არ ახსოვთ  ძილის პერიოდის ეს მონაკვეთი და თავისთავად ამ ადგილს ვერც კი იბეჭდავენ მეხსიერებაში.

- ანუ მოდიან მაგრამ ვერც კი იაზრებენ.

- კი ეგრეა. - თავი დაუქნია და მალფი ისევ მინდორზე დასვა. პატარა ასებამ მალევე აიდგა ფეხი და ნელი სიარულით დაიწყო სვლა. იმის გამო რომ ბალახის მსგავსად ისიც მწვანე იყო, მალევე შეერია გარემოს და ადამიანია თვალისთვის შეუმჩნეველი გახდა.

 ასტრალური სამყაროNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ