თავი 9

44 9 10
                                    

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ შეხვედრის შემდეგ ელენა უკან აღარ დაბრუნებულა, თავიდან წასვლა შიშის გამო არ სურდა, მაგრამ შემდეგ როდესაც უკან დაბრუნების სურვილი დაებადა ვეღარ შეძლო. უკვე ნერვიულობას იწყებდა, როგორც ასტრალზე ასევე ელაიაზეც, წამით ისიც კი გაიფიქრა რამე მოუვიდა და ამის გავლენით ხდება ეს ყველაფერიო.
ლექციებზე წასვლის სურვილიც არ ქონდა , მაგრამ უნივერსიტეტში არ მისვლა მის ქულებზე გავლენას მოახდენდა.
აუდიტორიაში შევიდა და თავის მაგიდასთან დაჯდა.

- ელენა როგორ ხარ?- მეთი მის გვერდით მოკლათდა და თავისი მნათობი თვალებით მიაჩერდა.

- კარგად შენ?- ცოტა უკვირდა ბიჭის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ შეეცადა ამისთვის ყურადღება არ მიექცია, ალბად ზედმეტად მეგობრულიაო იფიქრა.

- უკეთესად არც კი შეიძლება, კურსელებმა გადაწყვიტეს სადმე გასართობად წასვლა, წამოხვალ?-ბიჭმა ისევ გაუღიმა

-  არც კი ვიცი-ამოიოხრა.

- გთხოვ რაა..

- აჰ. კარგი წამოვალ, მაგრამ არამგონია დიდხანს გავჩერდე. მაინც სად მიდიან?

- უკეთ გაცნობის და დაახლოების მიზნით სავახშმოდ აპირებენ წასვლას.

-გასაგებია. და როდის?

- დღეს 7 საათისთვის.

-რა ადგილზე?

- ახალი რესტორანი ყოფილა სახელად ოქროსფერი ტბა, ვფიქრობ კარგი ადგილი იქნება.

- ჰო ალბად- ჩაიბურტყუნა.

- ანუ ამ საღამოს ვერთობით-მხიარულად თქვა.

საღამოს ელენა უკვე მზადებას შეუდგა, შავი შარვალი და თხელი მატერიის მქონე ზედა ჩაიცვა, ზედმეტად გამოწყობას არც აპირებდა. მეთმა დაიჟინა მე უნდა წაგიყვანოო და ელენასაც უარი არ უთქვამს, ყველგან მარტო იყო და ახლა მეთთან ერთად დროის გატარება გაამხიარულებდა მას და ძველი დროის ტრამვების ტკივილსაც შეუმსუბუქებდა.
არავის უახლოვდებოდა, თავიდან ფიქრობდა რომ ხალხთან ახლოს ყოფნა მას გულს უფრო ატკენდა, რადგან დასაკარგი ადამიანები უფრო მეტი ეყოლებოდა, სწორედ ამას უფრთხოდა ის მუდამ, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ მარტო ყოფნა მას უფრო დიდ იარას უტოვებდა გულში. ყველაზე გასაკვირი კიბის იყო , რომ ამდენი ტკივილის მიუხევად მან შეძლო წმინდა და სუფთა სულის შენარჩუნაბა. მან შეძლო და სულიც და ხორციც ცოცხალი დაიტოვა, ალბად სწორედ ეს იყო ასტრალში მისი აღმოჩენის მიზეზიც.

 ასტრალური სამყაროWhere stories live. Discover now