თავი 11

82 10 21
                                    

ელენამ ბიჭის სახლში შეაბიჯა და ისეთი მოწყობილი ადგილი დაინახა, როგორიც კუნძულებზე გვხვდება ხოლმე. ხისგან ნაკეთები ნივთები ჰქონდა, რომელიც ასევე ხის მაგიდაზე ელაგა. კედლებზე კი რაღაც უცხო სახის ბალახი ჰქონდა გადაკრული, რომელიც ალაგ-ალაგ ძალიან უცხო ფერებს წარმოქმნიდა, ყვითელიდან სტატილოსფერში გადადიოდა.
იქვე იყო დიდი ფანჯარაც, ელენა მას მიუახლოვდა და ხელები ფანჯრიდან გადასწია.

- აქედან ლამაზი ხედი იშლება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბნელდება- გვერდით ამოუდგა ელაია.

- ბნელდება?

-ჰო. შენ რა იფიქრე რომ აქ არ ღამდება?- ჩაიცინა და გოგონას გახედა.

- ნუ ეგ რომ გამეგო არ გამიკვირდებოდა- მხრები აიჩეჩა- მაგასაც ველოდი.

ელაიამ გაიცინა და იქვე მყოფ სკამზე ჩამოჯდა.

- აქ ცხოვრება ადვილია?- ჰკითხა და თან ამ დროს კუთხეში მყოფი საწოლი შეამჩნია.

- არ ვიცი-მხრები აიჩეჩა- შენთვის ალბად ასეთ პირობებში ცხოვრება წარმოუდგენელია არა?- იკითხა და თავი გვერდით გადახარა.

- შეიძლება- საწოლზე ჩამოჯდა, ეგონა რომ ქვასავით მაგარი იქნებოდა მაგრამ შეცდა. საწოლი არც ხალიან რბილი და არც ძალიან მაგარი იყო, რაღაც შუალედი ეკავა. - უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რომელიმე კუნძულზრ გაიჭედე.

ელაიამ მხრები აიჩეჩა.

- ჩემთვის აქ ცხოვრება არ არის პრობლემა.

- არასდროს გიცდია ჩვენთან მოსვლა?

- თქვენთან?

-ჰო.

- მცდელობა არასდროს მქონია- ფეხზე წამოდგა და პატარა ხისგან გაკეთებულ კარადის მსგავს ნივთს მიუახლოვდა.

- არც გიფიქრია?

- კი. -მოკლე პასუხი გასცა და მაგიდაზე პატარა წითელი კენკრის მსგავსი საჭმელი დადო.

 ასტრალური სამყაროWhere stories live. Discover now