თავი 20

330 20 0
                                    

ჯიმინის P.O.V

ნელ-ნელა ვუახლოვდები და თან ვფიქრობ რა ვუთხრა, როდესაც საბოლოოდ მასთან მივალ. ჰაჰ.. სასაცილოა პირდაპირ, მე პაკ ჯიმინი, ვნერვიულობ გოგოს გამო? არა, ეს გოგო ნამდვილად განსაკუთრებულია,რადგან ასე მანერვიულებს. ოჰჰ.. ეს ახლად შეჭრილი თმა, რომელიც მოყავისფრო-მონაცრისფროა, ეს ჩაცმულობა, მისი წვრილი წელი, რომელზედაც ასე ლამაზად მოეხდინა შავი ქამრიანი ტოპი. მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ნაბიჯებს ვუჩქარებ და როგორც იქნა მასთან ახლოს მივდივარ.

-გამარჯობა ლამაზო, აქ რა გინდა?- ვეუბნები მას შემდეგ რაც მამჩნევს.

-ჯ..ჯიმინ?-ამბობს გაკვირვებული და იმწამსვე დაბნეული მოსვენებას კარგავს.

-შეიძლება შემოგიერთდე?-ვეკითხები და მის თვალიერებას ვიწყებ.

-რა თქმა უნდა.-ამბობს არეული ტონით. ვიცი თავს იჭერ პატარავ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამოგდის.
გონებაში ვთქვი და შემდეგ მასთან ერთად ცეკვა დავიწყე.
ერთი მომენტი ისეთი სივიწროე იყო, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოგვიწია დგომა და ისე ცეკვა. თვალს ერთი წამითაც კი არ ვაშორებდი, მთელი ათი წუთი, რაც ვიცეკვეთ მისთვის მწველი მწერა არ მომიშორებია.
ვხვდებოდი, რომ ამით მის დარცხვენას ვიწვევდი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მისით ტკბობა მაინც არ შემიწყვეტავს.

როდესაც ცეკვას მორჩნენ ჯიმინი ბარისაკენ დაიძრა და გოგონაც თან გაიყოლა. როდესაც ბარს მიუახლოვდნენ ჯიმინმა გოგონას გახედა და ჰკითხა.
-რას დალევ?

-მმ.. რაიმე წვენს, სულ ერთია.-
უპასუხა გოგონამ მორიდებულად და თვალი ხალხს გადაავლო იმ იმედით, რომ ცოტახნით მაინც აარიდებდა თვალს ჯიმინის მწველ მწერას.

-კარგი.- თქვა ჯიმინმა და მზერა ცოტა მოშორებით მდგარ ბარმენზე დაგაიტანა, რომელიც ზურგით მდგარიყო და რაღაც სასმლის ბოთლს აკვირდებოდა.- უკაცრავად!

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin