თავი 31

267 16 0
                                    

გოგონა ბნელ კორიდორში ანერვიულებილი მიაბიჯებდა, გარშემო იყურებოდა და იმაზე ფიქრობდა, რომ ეს ჩამოფარებული ფარდები უარესად აბნელებს კორიდორს. გარშემო არანაირი ხმა არ ისმოდა თითქოს სახლში არავინ იყო, გოგონას ეს ძალიან ძაბავდა.

როდესაც ბიჭის ოთახს მიუახლოვდა გულისცემა საშინლად აუჩქარდა, სუნთქვაც გაუხშირდა, ასე გამოცდების ჩაბარებისას არ უნერვიულია, ახლა რა ემართება..

გოგონამ რამდენჯერმე ჩუმად დააკაკუნა და კარი ნელა შეაღო.
ოთახში არანაისი სინათლე არ იყო, გარდა მთვარისა.

-გელოდებოდი.
მოულოდნელად გაისმა ბიჭის დაბოხებული ხმა. ის ფანჯარასთან იდგა და ხედს გაჰყურებდა.

-საიდან...

-დაგინახე დაცვას რომ ესაუბრებოდი.

-გასაგებია..- თავისთვის ჩაიჩურჩულა და კარი ზურგს უკან ფრთხილად მიიხუდა.

-მაინტერესებს.. დღეს რატომ არ მპასუხოდბი?

-ბოდიში, არ მესმოდა..

-უკვე მეორედ ხდება ასე! და სად იყავი?

-თეჰიონ, დაკითხვაზე ვარ?

-ელი, მშვიდად ვსაუბრობ და მიპასუხე, მე გკითხე, სად იყავი?-
ბიჭი გოგონასკენ მიბრუნდა და მისი გაშავებული თვალები გოგონას მიანათა.

-მე.. მეგობართან ერთად ვიყავი.

-და ვინაა ის მეგობარი?- სინამდვილეში თეჰიონმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ გოგონასგან უნდოდა სიმართლის მოსმენა.

-მას არ იცნობ.

-თუ არ ვცდები ჰიუნჯინი..

-შენ საიდან იცი?

-მე შენ გირეკავდი, შენ კიდევ ბიჭთან ერთად იყავი მთელი დღე და მე სულ გადაგავიწყდი არა?- მან ერთი ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ.

-არ მინდოდა, უბრალოდ მართლა გადამავიწყდა.

-ასეთი რა ქნა, რომ ჩემი თავი დაგავიწყა?- ისევ ერთი ნაბიჯი მისკენ.

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Where stories live. Discover now