თავი 34

285 16 3
                                    

ერთი თვის შემდეგ.

ელის P.O.V

დღეს ჩემთვის განსაკუთრებული და ბედნიერი დღეა, რადგან დღეს ჩემი დაბადების დღეა. ოთახში გახარებული დავიარები და ვფიქრობ ყველაფერი გავიკეთე თუ არა. მოულოდნელად მობილურმა დარეკა.

-ალო.

-პატარავ, უკვე სახლთან ვარ, შემოვიდე თუ დაგელოდო?

-დამელოდე, ახლავე გამოვალ.

-კარგი.

ყველაფერი საჭირო ავიღე და სწრაფად გავედი სახლიდან.

-პრინცესა, დღეს ძალიან ლამაზი ხარ. დანახვის თანავე მეუბნება და მკერდზე ნაზად მიკრავს.

-მადლობა თეჰი.
რამდენიმე წამში ხელებს ვუშვებ და თვალებში გაბრწყინებული ვაჩერდები.

-პატარავ, თუ შეგიძლია შებრუნდი. სიჩუმეს ვინარჩუნებ და თეჰიონისკენ ზურგით ვბრუნდები.

მან კისერზე კულონი ჩამომკიდა და ისევ მისკენ მიმაბრუნა.

-ვიცოდი რომ მოგიხდებოდა.

-მადლობა თეჰიონ, ძალიან ლამაზია.

-წავიდეთ პრინცესა, თორემ დავაგვიანებთ. ღიმილით მითხრა და ხელჩაკიდებული მანქანამდე მიმიყვანა, შემდეგ მანქანის კარი გამოაღო, შიგნით ჩავჯექი თუ არა კარი მანშინვე მიხურა და მეორე მხარეს წავიდა, რომ თვითონაც ჩამჯდარიყო.

დაახლოებით 20-25წუთში დიდ შენობასთან გავჩერდით. ეს შენობა სპეციალურად იქირავეს მშობლებმა, რომ დაბადების დღე კარგად გამეტარებინა. შენობაში ყველაფერია რაც შეიძლება იყოს- ბარი, სამვები, მუსიკა, DJ და კიდევ ათასი რამ, ამიტომ მოწყენის დრო არავის ექნება.

-ელი...- ნე მომვარდა და მაშინვე ჩამეხუტა.

-ნე, დღეს ხომ გნახე. ვუთხარი და გავიცინე.

-ლამაზად გამოიყურები.

-შენც, ძალიან.

-ელი, კიდევ ერთხელ გილოცავ. ლიზა ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora