თავი 35 დასასრული

594 27 6
                                    

სამი წლის შემდეგ.

სამი წელი... დაწყევლილი სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძაჩემთან, ამერიკაში წამოვედი სასწავლებლად. ამ სამი წლის მანძილზე თეჰიონთან ერთხელაც არ მისაუბრია. ვიცოდი მისი ბოხი, ხავერდოვანი ხმა რომ გამეგონა ემოციებს ავყვებოდი, თავს ვეღარ შევიკავებდი და ვაპატიებდი, მე კი არ ვაპირებ მის პატიებას, მან შეცდომა დაუშვა... მან მე მიღალატა, მან კინაღამ ჩემი მეგობარი მოკლა, და რის გამო? მასზე ვბრაზობ, მაგრამ დღე არ გავა მასზე რომ არ ვიფიქრო, განსაკუთრებით ღამით, როდესაც საწოლზე წამოწოლილი ჩვენ სურათებს აცრემლებული თვალებით შევყურებ. მშობლებმა გაიგეს რომ დავშორდით, მაგრამ დაშორების მიზეზი დღემდე არ უკითხავთ. გასულ წელს მამაჩემმა გადაწყვიტა ბიზნესი ამერიკაშიც დაეწყო და ამჯერად როგორც რამდენიმე წლის წინ დავპირდი მეც ვეხმარებოდი.
ყველაფერი ადვილად ავითვისე და დაახლოვებით ნახევარ წელიწადში ჩემი დახმარებით პროდუქტების ბიზნესი უფრო გაფართოვდა და წარმატებულიც გახდა, რითაც მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ.
ვფიქრობ აქ ხომ არ დავრჩე, ახლა უკვე საკუთარი სახლიც მაქვს ბიზნესშიც საკმაოდ წარმატებული ვარ... მაგრამ ნოსტალგია მაწვება, ყველა და ყველაფერი ძალიან მომენატება.. მაგრამ ერთადერი პრობლემაა, არ მინდა 'მას' შევხვდე.

აჰ მართლა.. წინა თვეში ჯიმინი და ლიზა დაქორწინდნენ, ნახევარი წლის წინ კი ემი და შუგა. გოგოებმა სურათები გამომიგზავნეს, ლიზას და ჯიმინსაც ვესაუბრე და მივულოცე. ვისურვებდი მეც ვყოფილიყავი იმ მომენტებში მათთან..

-ჰეი ელი, აქ არ გელოდი. მოულოდნელად მომესმა შემოსასვლელიდან ხმა და ფიქრებიდანაც მალევე გავთავინსუფლდი.

-დაბრუნდი მარკ? თავი უკან მივაბრუნე და გავუღიმე.- სახლში მარტომ მოვიწყიდე, თან მომენატრეთ..

-მეც მომენატრე. ახლოს მოვიდა და ფრთხილად მომხვია მკლავები, თითქოს ფაიფურის ნივთი ვყოფილიყავი.

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Where stories live. Discover now