თავი 32

284 14 1
                                    

გოგონა თავის ოთახში მოუსვენრად დაიარებოდა და იმაზე ფიქრობდა, რომ სამსახურში უკვე მესამე დღეა არ წასულა. კი იცოდა ყველამ, რომ
თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ თავს მაინც დამნაშავეთ და ვალდებულად გრძნობდა, თანაც ჯეინი, მისი საუკეთესო დაქალი იქ მარტო იყო. გოგონამ დღეს მის მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ აუცილებლად წავიდოდა მასთან ერთად სამსახურში, რადგან თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა.

მოულოდნელად ზარის ხმა გაისმა. გოგონა ფიქრებიდან გამოძვრა და კარის გასაღებად
გაემართა. < ასე გვიან ვინ უნდა იყოს> გაიფიქრა კარისკენ მიმავალმა გოგონამ.

-ვინ არის?- დაიძახა გოგონამ მაშინ, როდესაც საჭვრეტელიდან ვერავინ დაინახა.

-მე ვარ, გააღე. გოგონას მისი ხმის გაგონება გაუხარდა, ამიტომ კარი დაუფიქრებლად გააღო, შემდეგ კი ისევ დასერიოზულდა და ნაცრისფერთმიანს სერიოზული ტონით ჰკითხა.- აქ რას აკეთებ?

-შენ სანახავად მოვედი. უპასუხა ბიჭმა ისე, რომ გოგონა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, რომელიც მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა იდგა.

-რატომ შეწუხდი..- გოგონამ უხეშად უპასუხა და თავისი ოთახისაკენ წავიდა, რადგან ღია კარიდან შემომავალმა სიცივემ ცოტა არ იყოს შეამცივნა, ბოლოს და ბოლოს ის ერთი მაისურის ამარა იყო. ბიჭმა კარი მიხურა და გოგონას უკან გაჰყვა.

-უხეში ხარ. აღნიშნა ნაცრისფერთმიანმა და გოგონა კიდევ ერთხელ აათვალიერა, რომელიც ფანჯარასთან მივიდა და განიერ რაფაზე ჯამოჯდა. ახლა ეს სანახაობა ბიჭისთვის ყველაზე სექსუალურად გამოიყურებოდა.

-შენზე მეტად არა.- ამოისუნთქა გოგონამ და მშვიდად განაგრძო.- ვერ გავიგე მაინც რა გინდა?

-პატარავ, რაზე ბრაზობ? გამომწვევად ჰკითხა ბიჭმა.

-ვერ ხვდები არა? გოგონამ ირონიით ჰკითხა. ბიჭმა თავი უარის ნიშნად გააქნია. კი შეიძლება ხვდებოდა, მაგრამ ეს გოგონასგან უნდოდა მოესმინა.

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Where stories live. Discover now