თავი 22

316 16 1
                                    

რამდენიმე დღის შემდეგ.

-ყველანი მზად ხართ? ყვირის არემი და შესასვლელთან ბარგით ხელში იწყებს ლოდინს.

-კი, კი ყველანი მზად ვართ, წავედით. თქვა გუკმა და გასასვლელისკენ წავიდა.

-კარები კარგად ჩაკეტე. დაუყვირა ჯინმა ჯიმინს.

-ჯინ, მოდი დამეხმარე, საბარგული გააღე.

-ახლავე. ბიჭი მივიდა და არემს ბარგის ჩალაგებაში დაეხმარა.

-წავედით?. იკითხა თეჰიონმა და მანქანის უკანა მხარეს ელისთან ერთად გაემართა, რომ ჩამჯდარიყვნენ.

-ვსო, მორჩა. თქვა არემმა და საჭის მხარეს მოთავსდა.

ამ დღეების განმავლობაში მათ ბევრი იმხიარულეს, როგორც ელის უნდოდა გოგოებთან და დანარჩენებთან ერთად ბუნებაში გაისეირნა და უამრავი სურათიც გადაიღეს, ბერვი ირბინეს, როგორც პატარა ბავშვებმა, რადგან გუკმა და ჯიმინმა რაღაც ხოჭო დაიჭირეს და ამით ყველას აშინებდნენ განსაკუთრებით ნორას, როუზს, ჯინსა და ჰობის. იმ კლუბში კიდევ ერთხელ წავიდნენ და კიდევ ბევრი რამ.

ახლა ყველა თავის სახლშია და ისვენებს. წესით ნე ელისთან უნდა დარჩენილიყო, მაგრამ დღეს თავის სახლში წასვლა არჩია. ელის და ნეს მშობლები დაახოებით ერთ კვირაში ჩამოვლენ და ახალ წლებამდე აქ იქნებიან, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ახალი წლების შემდეგ ისევ მიდიან, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ექნებათ მოსაგვარებელი.

შემდეგი დღე.

ელის P.O.V

დილით მაღვიძარის შემაწუხებელი ხმა მაფხიზლებს.

-აიი... როგორ მეზარება ადგომააა...- სიტყვებს ვწელავ და ზანტად ვწევ თავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავთიშო მაღვიძარა.- ასე უკეთესია.- ვიძახი და თავს ისევ უკან ვაბრუნებ. ახლა ისე თბილად ვწევარ, რომ ადგომა საერთოდ არ მინდა.

𝙇𝙄𝙁𝙀 𝙄𝙎 𝘼𝙍𝙏✨ | 𝙆.𝙏𝙃  (დასრულებული)Where stories live. Discover now