HBD

400 29 45
                                    

დილით ვიღაც მახტება და იძულებულუი ვარ გავიღვიძო.
-რა გინდა ვიროო!!! რატო მაღვიძებ დღეს ხო შაბათია?
-გილოცავ!!
-მადლობა! მაგრამ ხომ შეიძლება ერთხელ ნორმალური ადამიანივით მომილოცო დაბადებისდღე?!
-ღმერთო ჩემო რამხელა შეურაცხყოფა მომაყენე ამ წამს. რას მკადრებთ გეთაყვა მე და ნორმალურობა?!
-ხო ხო კაი! მეც გილოცავ!
-რას?
-რას და ესეთი გენიალური ადამიანი რო დავიბადე მოსალოცია ნამდვილად.
-ოხ ჩართო ამან თავისი ნარცისული.
-ოოო კაი ეხა გადი გამოვიცვალო და ჩამოვალ!
-ოუ ბარბი დავრჩები ხო ოცი ხელს არ შეგიშლი-თქვა და თვალები ამითამაშა.
-ვაიმე ლუი უილიამ ტომლინსონ ეხა ჩქარა გაეთრიე აქედან სანამ გითრიე მაგ პატარა სტაფილოთი.
-ეეე შენ საიდან მოიტანე რო პატა...-არ დავამთავრებიე ისე მივუჯახუნე კარები.

შხაპი მივიღე მოვემზადე და ქვევით ჩავედი, სამზარეულოში ტეილორი და ლუი დამხვდნენ, ტეი შემომახტა როგორც მოველოდი, დამძიმებულა ეს ძროხა ხო იცი შენ.
-გილოცა საქო!
-მადლობა პინგვინო!
-დღეს რა გეგმები გვაქვს?-იკითხა ლუიმ
-მოდი დავფიქრდეთ, ესეიგი საღამოს ბიჭები მოვლენ, მომილოცავენ მერე კლუბში წავალთ, მერე ლუი გოგოების შებმას დაიწყებს, მერე გამოთვრება იმიტო რო ვერავინ ვერ დარეკა, მერე ტირილს დაიწყებს იმიტო რო ძველი სიყვარულები გაახსენდება, მერე სათითაოდ ყველას აგვიხსნის სიყვარულს, მერე...-აქ შევჩერდი რადგან თავის არეში ტკივილი ვიგრძენი ამ სტაფილომ კოვზი გამარტყა.
-ოე სტაფილო! დღეს ვარ იუბილარი და არავინ არაფერს მესვრის, არავინ მტკენს და არავინ მიშლის ნერვებს გაიგე!!
-დიახ დიდო სულთანო!- და ხელებს დანებების ნიშნად მაღლა წევს.

დღე როგორც ყოველთვის ისე მიდიოდა მანამ სანამ კარების ბრახუნის ხმა არ გავიგეთ, ეს იმის ნიშანია რო ოთხი გადარეული, ოთხი ამოუცნობი ობიექტი და მარსიელი მოუახლოვდა ჩვენს სახლს, და აი ისინიც.
-გილოცავთ!!-იყვირეს და ამით ჩემს ყურის ბარაბნებს მიაყენეს ზიანი.
-მადლობაა!!-მეც ბოლო ხმაზე ვუღრიალე და ეხა მათ ყურის ბარაბნებს მივაყენე ზიანი.
წიწილაკი უცებ მომვარდა და კალთაში ჩამიჯდა.
-ვაიმე წიწილო უკვე ისე გასუქდი ქათმის წონა გაქვს!
-ბოდიში?! დიეტაზე ვარ!
-ეგ რომელი "ჭამე რა შეგჩება მეტი" რო ქვია?
-ზუსტად!
ეს წიწილა გადავაგდე და ეხა ლიამი მომიჯდა და თვითონ ჩამიჯინა კალთაში.
-ეჰ ჩემო ცქნაფო როგორ გაიზარდე უკვე, არადა თითქოს გუშინ იყო პირველი ნაბიჯების გადადგმას რო ცდილობდი- თქვა და ყალბი ცრემლების მოწმენდა დაიწყო.
-აპა გაიზარდა ჩვენი გოგო, მალე გაგვიფრინდება ბუდიდან ბარტყი.-მხარი აუბა ლუიმ.
-უიმე რავა მისტირიხართ კი არ მომკვდარა ან ომში კი არ მიდის, მოდი აქ კვატო.
-აუუუ ჩემთანაც გამოუშვით!! მეც მინდა ჩახუტება-ამოიწუწუნა ჰარიმ მეც მისკენ წავედი.
-ვუამე ჩემი პატალა.-და მიმჭყლიტა რასაც ქვია.
-ვაიმე მგონი დღის ბოლოს ახალ ამბებში ვიქნებით სიუჟეტის სათაური "როგორ გაგუდეს მეგობრებმა ახალგაზრდა გოგო ჩახუტებით", და ეს დღე პირველი და უკანასკნელი იქნება ჩემი 20 წლის ასაკში.
-ჰე გეყოფათ ეხა! დაიშალეთ, მოემზადეთ და პირდაპირი რეისით კლუბისაკენ.-ბრძანება გასცა ტეიმ და ჩვენც უსიტყვოდ დავემორჩილეთ.

სიყვარული?! არა ეს უფრო მეტია!Where stories live. Discover now