ჰალო ლას-ვეგას!

279 27 48
                                    

     ფანჯარაში შემოღწეული მზის სხივები მაიძულებენ თვალები გავახილო. (აუ რა წავუფილოსოფე🤣)
–აააააააა!! ვიროოო!!!

–რა?! სად?! როდის?! მეტეორი ჩამოვარდა უკვე? თუ აპოკალიფსი დაიწყო და ზომბები ჩვენს შეჭმას ცდილობენ?

–ვაიმე ერთი შენი ჭირიმე ნუ შტერობ რა! და ჩემი ფაფუკი და ნაზი სხეულიდან თუ შეიძლება მოაშორეთ თქვენი უხეში და საზიზღარი სხეული რაააა!!!!

–ოოო ნუ ყვირი რა ისედაც თავი მისკდება! ავდგები ხო.

–არა ისე მაინტერესებს ერთხელ ხომ შეიძლება ისე დავლიოთ, მერე მშვიდად დავიძინოთ და დილით ნორმალურად გავიღვიძოთ და არ ვიყოთ ერთმანეთში ახლართულები?!

–კაი ეხა თავიდან ნუ დაიწყებ და მითხარი ჩემი თავი ხომ არ გინახავს სადმე? სადღაც დამივარდა.

–გარეთ ეგდება, გადი და მოძებნე თან მე ამასობაში ჩავიცვავ და მოვემზადები, და კიდე ბარემ წამალიც მომაწოდე უჯრაში დევს თორე უკვე მართლა ვეღარ ვგრძნობ თავს კისერზე.

–ოჰ კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? აბაზანა ხომ არ გაგივსოთ და ერთად ხომ არ გვებანავა?-ლუი და მისი სიდამპლე რა.

–ღმერთო გადმომხედე რა! ბიჭო შენ მგონი ერთ დღეს მართლა მოგაჭრი მაგ სტაფილოს და ნახავ მერე რა, გაეთრიე სწრაფადთქო-ბალიში გავუქანე მაგრამ მომსაწრო გასვლა და აცდა.

   აბაზანა გავავსე, ჩავწექი და ალბათ ესე საათნახევარი ვიწექი, როგორი სასიამოვნოა, თავის ტკივილიც მომეხსნა, უცებ ჩავიცვი და კიბეებზე ჩავირბინე, ყველა აქ იყო. ლიამის გარდა.

–ოჰ მძინარე მზეთუნახავი ჩამობრძანდა. როგო გეძინათ?- თავი დამიკრა ნაილმა. სულ გარეკა ამ უბედურმა რა.

–მადლობთ კარგად.

–ჰაროლდ თუ...-დაიწყო ზეზვამ.მაგრამ აღარ დაამთავრებია ჰარიმ.

–მაგ სახელს კიდევ დამიძახებ და საერთოდ დაგავიწყებ რა გქვია შე საწყალო.

სიყვარული?! არა ეს უფრო მეტია!Where stories live. Discover now