თავი პირველი

132 5 18
                                    

დეკემბერი,თვე როცა ყველა ოჯახში დიდი ფუსფუსია,რადგან ყველასთვის თუ არა,უმეტესი ადამიანებისთვის საყვარელი დღესაწაული - ახალი წელი ახლოვდება.
თუმცა ბერიძეების ოჯახში ორმაგი ალიაქოთი იყო,რადგან ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იანვრის დასწყისში ქორწინდებოდა,სწორედ ამიტომ სამზადისი არა მხოლოდ ახალი წლისთვის,არამედ ანანოს ქორწილისთვისაც იყო.

-სანტა მოვა? - იკითხა პატარა,პიჟამოებში გამოწყობილმა ბიჭმა,რომელიც ტელევიზორის წინ დივანზე იყო შემოსკუპებული.
-მოვა ლუკა,მოვა.. - გვერდზე მჯდომმა ქერა,ცისფერთვალება ანანომ მზრუნველად გადახედა ლუკას - მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა,ჯერ მხოლოდ 4 დეკემბერია..

ლუკა ანანოს ძმა იყო,თუმცა მათ შორის ასაკის სხვაობის გამო,ანანოს ხანდახან ლუკა საკუთარი შვილიც კი ეგონა.
ანანო 23 წლის იყო,ხოლო ლუკა 7 წლის.

-ალექსანდრე არ შემოივლის? - სამზარეულოდან მაკას,ანანოს დედას ხმა გაისმა
-დღეს არა დე,ხო იცი მუშაობს და..
-ნეტა მაგისი მუშაობა რა ვთქვი..დისტრიბუტორია,ამით აპირებს გარჩინოს?
-დედა ახლა არ გინდა..
-ხო,ახლა არ მინდა,მერე არ მინდა,როგორც გინდა მასე იყოს,მაგრამ იცოდე რომ ეგ არ შეიცვლება.

ალექსანდრე ანანოს საქმრო იყო,ანანო და ალექსი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და მათი სიყვარულის ისტორია 15 წლის ასაკში დაიწყო.
ისინი შეყვარებულებზე მეტად კარგი მეგობრები იყვნენ,ესმოდათ ერთმანეთის და არანაირი საიდუმლოებები არ გააჩნდათ.

ანანო სამზარეულოში გავიდა,მაკა გაბრაზებული აკეთებდა სადილს,რადგან ანანომ ისევ ყური წაუყრუა.
-ხვალ კაბა უნდა ავარჩიო..
-ძალიან კარგი.
-კარგი რა დე.. - ანანო დედას ტკბილად მოეხვია და ლოყებზე აკოცა - ხვალ რომ მოვალ სახლიც მოვრთოთ,არა?
-ხო..თორემ ლუკამ უკვე ჭკუიდან გადამიყვანა,ყოველ დღე მეკითხება როდის დავდგამთ ნაძვისხეს.

ზუსტად ამ დროს მოსკოვში,დიდ და მდიდრულ სახლში დიმიტრი ვახშმობდა,სამსახურიდან ახალი მისული და უზომოდ დაღლილი იყო,თუმცაღა მისი ულამაზესი ცოლისთვის - ალინასთვის თბილი სიტყვების თქმა მაინც არ ეზარებოდა.
ალინა,ულამაზესი,წაბლისფერთმიანი შავგვრემანი გოგო იყო,ჭაობისფერი თვალებითა და იდეალური სხეულით.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now