თავი მეექვსე

36 4 7
                                    

დილის ცხრა საათზე ანანო და ერთ-ერთი მედდა კლინიკის წინ იდგნენ და ელოდებოდნენ როდის მოაკითხავდნენ ანანოს დიმიტრი და ალინა.
-შენები აგვიანებენ.. - თქვა მედდამ და ანანოს თავისი ზურგჩანთა მიაჩეჩა - მე უნდა შევიდე,ძალიან ცივა.
-კარგი.. - ანანომ ჩანთა აიღო და ქვის დიდ,სქელ მოაჯირზე ჩამოდო.

-რა ჯანდაბას აკეთებ? - ანანო აზრზე მაშინ მოვიდა,როცა ვიღაც ქერათმიანი ბიჭი მისი ჩანთის აღებას აპირებდა - ეს ჩემი ჩანთაა!
-მე მძღოლი ვარ.. - ამოილუღლუღა ანდრეიმ.
-მძღოლი? მძღოლი კი არა თუ გინდა ბანკირი იყავი,ჩემს ჩანთასთან რა საქმე გაქვს?! მოიცა... - ანანოს საკუთარ დაბნეულობაზე გაეცინა - შენ რა,დიმიტრიმ გამოგგზავნა?
-ხო,მე დიმიტრის მძღოლი ვარ და აი თქვენ კი თუ არ ვცდები...
-ანო,მე ანო ვარ.
-ანდრეი მქვია - ანდრეი ანანოს ჩემოდმების ასაღებად დაიხარა და ზურგჩანთაც ზურგზე სანახევროდ გადაიკიდა - არ მოდიხართ?
-ა,დიახ...

ანანო დიდ შავ ჯიპში ჩაჯდა და ამოისუნთქა,რადგან გათბობა ჩართული იყო და მანქანაში ძალიან თბილოდა
-დიმიტრი ვერ წამოვიდა,ვერ მოახერხა..დაკავებული კაცია. - მანქანა დაძრა ანდრეიმ - ჟურნალის დირექტორია.
-მართლა?
-კი,მართლა.
-მათთან დიდი ხანია მუშაობ?
-იქნება ალბათ ასე..7 წელი რაც დიმიტრის მძღოლი ვარ.
-კარგია! - თქვა ანანომ და ღიმილით გახედა
-კარგი რატომ არის?
-იმიტომ რომ ცუდ ხალხთან დიდხანს არ ჩერდებიან.
-დიმიტრი შესანიშნავი კაცია,ალბათ მისნაირი მხოლოდ რამდენიმე თუ დადის დედამიწაზე,მაგრამ მაგაშიც კი მეპარება ეჭვი...სიკეთის კეთება უყვარს,ამას კი არასდროს უკეთებს აფიშირებას,თან ისეთი იუმორის გრძნობა აქვს,მისი სადმე წაყვანა ძალიან მიხარია ხოლმე,მთელი გზა კარგ ხასიათზე ვარ და მერე ეგ ხასიათი მთელ დღეს მიმყვება...ხოდა მოკლედ,მართლა საუკეთესო კაცია!
-როგორც ჩანს თქვენ მეგობრებიც ხართ,არა?
-რა თქმა უნდა - გაიცინა ანდრეიმ - ძნელია ადამიანი 7 წელი აქეთ-იქეთ ატარო და არ დაუმეგობრდე,ვითუმეტეს როცა ეგ ადამიანი დიმიტრია..
-და მეუღლე? ის როგორი ადამიანია?
-მეუღლე? - ანდრეი უხერხულად შეიშმუშნა - აბა,რა გითხრა..თავისებური ადამიანია,გაიცნობ და თავად მიხვდები.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now