თავი მეხუთე

38 3 15
                                    

დიმიტრის ისევ ადრე გაეღვიძა,ალინას მხრებიდან გადახდილი საბანი გაუსწორა და ლოგინიდან წამოდგა.

ქვევით,სამზარეულოში შესულს როგორც ყოველთვის სასიამოვნო სუნი და მოღიღინე იულია დახვდა.
-რას მიმზადებ? - იკითხა ეშმაკურად - ისე,ცოტა არ იყოს მომასუქე მგონი!
-დილამშვიდობისა,ტოსტებს ვამზადებ - იულიამ დიმიტრი აათვალიერა - მე ვერაფერს ვამჩნევ,ზუსტად ისეთი ხართ როგორიც 5 წლის წინ,როცა პირველად მოვედი.

დიმიტრიმ გაიცინა და გაიზმორა.
-დღეს სუროგატი უნდა გავიცნოთ - ბარის მაგიდას იდაყვით ჩამოეყრდნო - წარმოიდგინე,უნდა გავიცნო ადამიანი,რომელიც ცხრა თვე ჩემს შვილს მუცლით ატარებს!
-ალბათ ძალიან ღელავ,არა?
-ვღელავ,ვღელავ! - ღია წაბლისფერ თმაზე ორივე ხელი გადაისვა დიმიტრიმ - არ მინდა ალინა მასაც ეუხეშოს,ვინც შვილი უნდა გაგვიჩინოს.
-ხო,ეგ მთლად კარგი საქციელი არ იქნება.. -იულიას ამ თემაზე საუბარი ძალიან უსიამოვნოდ ეჩვენებოდა,რადგან დიმიტრი ძალიან ებრალებოდა.

დიმიტრიმ ამოიოხრა და აივანზე გავიდა,საშინელი სიცივის მიუხედავად ჰაერი ძალიან ესიამოვნა,მისი დიდი ეზო გადაათვალიერა და წარმოიდგინა,როგორ ირბენდა აქ სულ მალე მისი შვილი და სიამოვნებისგან ჩაიღიმა.

//
ანანომ თვალები რომ გაახილა,ოთახში უკვე ხუთნი იყვნენ..
დიანას ეძინა და მძიმედ სუნთქავდა,თავთან კი წვეთოვანი ედგა.

მხოლოდ ანანოს ეღვიძა,თვითონაც არ იცოდა რატომ გაეღვიძა ასე ადრიანად,ფანჯარაში გაიხედა და ფიფქების დანახვამ მაშინვე კარგ ხასიათზე დააყენა, "ნეტა თბილისსში თუ თოვს" -ო გაიფიქრა და ფიფქების ყურება მშვიდად განაგრძნო.

-ანანო.. - კარებიდან ჩურჩულით დაუძახა ვიღაცამ - ანანოო..

ანანო გულგახეთქილი შეტრიალდა და ხელში კატო შერჩა,თავი სანახევროდ შემოეყო ოთახში და საწოლებს თვალს ავლებდა,ვინმე ხომ არ გვაკლიაო.
-მოდი ჩემთან,ერთი წუთით. - თქვა კატომ და კარებიდან თავი გაწია,ანანომ საწოლების გვერდისავლით გაიარა და კარები ფრთხილად მოიხურა.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now