თავი მეორე

50 5 7
                                    

სასწრაფო მალევე მოვიდა,ექიმები ბავშვთან დაიხარნენ
-სუნთქავს,ცოცხალია - თქვა ერთ-ერთმა.

ლუკა სპეციალური გადასაყვანით წაიყვანეს საავადმყოფოს მანქანაში,ანანო და მაკაც უკან გაყვნენ,სალი კი დარჩა რომ ალექსანდრესთვის დაერეკა და შეეტყობინებინა.

საავადმყოფოში მისულებმა ლუკას მაშინვე უამრავი ექიმი შემოეხვია,ზოგი პულსს უმოწმებდა,ზოგი სუნთქვას,ზოგი თავის დაზიანებას.

-საგანგაშო არაფერი არ არის! თავი აქვს გატეხილი,მაგრამ რენდგენი მაინც უნდა გადავუღოთ,რომ დავრწმუნდეთ მის ჯანმრთელობაში -თქვა თეთრხალათიანმა.
ანანომ შვებით ამოისუნთქა.
-ანუ თავს გაუკერავთ და მორჩა,არა?
-თუ რენდგენზე არაფერი სხვა არ გამოჩნდა,დიახ.

მაკა მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო
-ღმერთო ეს როგორ მოხდა,როგორ დავტოვეთ ყურადღების გარეშე..
-კარგი დედა,მთავარია ყველაფერი რიგზეა.

ორ საათში რენდგენის პასუხების სათქმელად ისევ ის თეთრ ხალათიანი,წვერებიანი ექიმი გამოვიდა,სახეზე მთლად ბედნიერება და სიმშვიდე არ ეტყობოდა.

-ყველაფერი გვითხარით,მეც ექიმი ვარ და ყველაფერი მესმის! - მაკა თან ლაპარაკობდა და თან ცრემლებს იწმენდდა
-სამწუხაროდ მთლად კარგი ამბავი არ არის..თუმცა ამას დავარდნასთან არანაირი კავშირი არ აქვს,თავის ჭრილობა დღესვე მოგვარდება..
-აბა რა სჭირს? - ანანოს ხმა აუკანკალდა
-სიმსივნე..სიმსივნე გამოჩნდა რენდგენზე,თავის ტვინის სიმსივნე..რომელიც სავარაუდოდ ორი-სამი წელია იზრდება.
-რა? - მაკა სკამზე ძლივს დაჯდა და პირზე ხელი აიფარა
-დიახ,საოპერაციოა..თუ ოპერაცია არ გაკეთდება,დაბრმავდება და შემდეგ...ხომ იცით,არა..
-და რა ღირს? ოპერაცია..რა ღირს?! - ანანოს თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და ტუჩები გაულურჯდა
-ძალიან ძვირი ღირს 20 000..საჩქარო სულაც არ არის...დაახლოებით ერთი წელი მოცდა შეგვიძლია,პრეპარატების ხარჯზე,თუმცა პრეპარატებიც ძვირია და თან 1 წელში თუ ოპერაცია არ გაკეთდა...
-გასაგებია.. - ანანომ ცრემლები მოიწმინდა და მაკას მიუჯდა,ექიმი კი მალევე გაუჩინარდა იქიდან.
-რა უნდა ვქნათ? მაგდენი ფული საიდან უნდა ვიშოვნო? ლუკას ვერ დავკარგავ!
-ვიზავთ რამეს,დაწყნარდი! წყალს მოგიტან.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now