თავი მეათე

98 5 15
                                    

დიმიტრი როგორც იქნა გამოფხიზლდა და ყველა ტკივილი ისევ განუახლდა,ვერასდროს იფიქრებდა,რომ ალინა - გოგო რომელიც ყველაზე სათუთ წერტილად მიაჩნდა ასე მოატყუებდა.
-ჩაის კიდევ დალევ? - ანანო დიმიტრის გვერდიდან არ შორდებოდა,რადგან კარგად ესმოდა მისი ტკივილი
-არა ანო,მადლობა.. - დიმიტრის თვალები ერთიანად ჩაწითლებული და აწყლიანებული იყო - იცი,ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოსთქო..
-ალინას ცოლად არ მოიყვანდი?
-მოვიყვანდი,მაგრამ არ მივცემდი ჩემი მოტყუების უფლებას.
-დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს,ჩემს ძმას ექიმთან დროზე წავიყვანდი და ალექსთან ურთიერთობა აღარ მექნებოდა..
-იქნებ საჭირო იყო..იქნებ მისგან რამე უნდა გესწავლა?
-რა უნდა მესწავლა? გვერდით არასდროს მედგა,გიყურებთ შენ და ალინას და ვხედავ რომ ორივე  საყრდენი კედელი ხართ ერთმანეთისთვის,ალექსანდრეს ვერაფერში დავეყრდნობოდი..ვერაფერში
-საყრდენ კედელს როგორც ხედავ პატარა,სულელი და ამპარტავანი ნაბიჭვარი არჩია,იქნებ არც უნდა ვიყოთ ვინმეს საყრდენი კედელი?
-არა,უნდა ვიყოთ,ალინა შენ გეყრდნობა და იცის უმკურნალებ,ასე რომ რ იყოს ალბათ თავს დღესვე მოიკლავდა.
-ალინა თავს არასდროს მოიკლავდა,დამიჯერე..უყვარს საკუთარი თავი.

ანანომ მაგიდის ალაგება დაიწყო,დიმიტრიც ეხმარებოდა,სამზარეულოში ჭიქები და ჩაიდანი გაიტანეს.
-იმსახურებ,რომ ვინმეს ეყრდნობოდე,იმსახურებ რომ ვინმე იყოს შენი საყრდენი კედელი.. - დიმიტრიმ ანანო წინ მოიყენა და თითქმის ჩურჩულით ელაპარაკებოდა.
-შენც იმსახურებ...

დიმიტრი ანანოსკენ ჩაიხარა დ აკოცა,კოცნას შურისძიების სუნი ჰქონდა..
ანანომ თავი მაშინვე გასწია
-რას აკეთებ?! გინდა ალინაზე შური ასე იძიო? "მიღალატა და მოდი,მეც ვუღალატებ" შურისძიება არ არის დიმიტრი,შურისძიება იცი რა არის? რომ აპატიებ და ანახებ,იმდენად დიდსულოვანი ხარ რომ მისი საქციელის პატიებაც შეგიძლია! გთხოვ,ეს აღარ გაიმეორო!
-მართალი ხარ..მაპატიე,მართალი ხარ! - დიმიტრიმ ხელები თავზე დაიწყო - სახლში წავალ,უნდა დავიძინო..
-ხო,ეგრე ჯობს..

Você leu todos os capítulos publicados.

⏰ Última atualização: Oct 30, 2021 ⏰

Adicione esta história à sua Biblioteca e seja notificado quando novos capítulos chegarem!

სუროგატი დედაOnde histórias criam vida. Descubra agora