თავი მეოთხე

43 4 5
                                    

დიმიტრი სახლში გვიან მივიდა,საკმაოდ მთვრალი იყო,თუმცა დიმიტრი მთვრალი კიდევ უფრო კარგი ხასიათებით გამოირჩეოდა.

-იულიიია - ბარბაცით სამზარეულოს კედელთან მივიდა და მიეყუდა,რომ არ დავარდნილიყო - რატომ არ გძინავს?
-ჭურჭელს ვამშრალებ,ბატონო დიმიტრი...მაპატიეთ..დიმიტრი მთვრალი ხართ?
-ხო,ცოტათი,სულ სულ ცოტა.. - დიმიტრი პატარა ბავშვივით გაიბადრა - ჩემი ცოლი სად არის?
-დასაძინებლად წავიდა,ქალბატონი დაშა გააცილა და მაშინვე ზემოთ ავიდა,არც კი უვახშმია.
-ხო,მეც ავალ..ჭურჭელს თავი დაანებე და დასაძინებლად წადი იულია,ასე არ შეიძლება.
-სულ ორი თეფში დამრჩა,გავამშრალებ და დავწვები,ადით ზემოთ.

დიმიტრი კიბეებზე ძლივს აფოფხდა,რამდენჯერმე კიბის საფეხურზეც კი ჩამოჯდა,თან საკუთარ თავზე იცინოდა.

-ჩემო პრინცესა,გძინავს?
-მოხვედი? - ალინას მხარეს მდგომი პატარა ლამპა განათდა - და დალიე,არა?!
-ცოტა დავლიე,ცოოტა.

დიმიტრი საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელები ძლივს გაიხადა,მისი ძვირფასი პიჯაკი სკამზე უყურადღებოდ გადაკიდა და საწოლზე გადაწვა.
-დარჩენილიყო დედა,რატომ წავიდა.. -დიმიტრი სიმთვრალეშიც მშვენივრად მეგობრობდა სარკაზმთან.
-რა საზიზღარი ხარ,უნდა დაიძინო.
-ხო,ხვალ სამსახურში უნდა წავიდე..
-სამსახურში? ხვალ ანალიზები უნდა გაიკეთო,დიმა!
-ხო,ჯერ ანალიზები,მერე სამსახური,სახლში შენი წესები მოქმედებს.

ალინა დიმიტრის ტანსაცმლის გახდაში დაეხმარა და ბოლოს ნახევრად მძინარეს საბანიც გადააფარა,ოთახი ჩაბნელდა და სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.
მხოლოდ ბუხრის ტკაცა-ტკუცი და საათების წიკწიკი ისმოდა,თუმცა ესეც კი სასიამოვნო იყო.
გარეთ ბარდნიდა..

//
-ჩემი ადგილის ნომერი 13 - ია - თქვა კატომ - შენი კი 19-ი,რა ვქნა ერთად ვერ დავჯდებით.
-არაუშავს,ეს არ არის პრობლემა.. - ანანო თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა.
-მისმინე,ბილეთის ფული მე გადაგიხადე,ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ..უბრალოდ ვნახე,რომ ძაკიან ცუდ სიტუაციაში იყავი და...
-აუცილებლად დაგიბრუნებთ,გპირდებით.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now