თავი მეცხრე

39 3 12
                                    

დიმიტრი ცოტა ხანს სახლში იყო წამოსული,რომ საავადმყოფოში ალინასთან დაშა წაეყვანა და თან წყალი გადაევლო,იმდენად შეშინებული იყო ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა,ერთ დღეში ორი ადამიანის ნახვა მოუწია საავადმყოფოს პალატაში და დიდად სასიამოვნო სულაც არ იყო.

//
-ქალბატონო ალინა,მარცხენა ხელის კანკალი გამოწვეულია ორსულობისგან თავის დასაცავი ამპულით,რომელიც ამავე ხელის მკლავში გაქვთ ჩასმული,ასევე პრეპარატებს იღებთ რომელიც ჰორმონებსა და ნერვულ დაბოლოებებს ძალიან აზიანებს..
-და რა უნდა ვქნა?
-ამპულა უნდა ამოიღოთ და წამლების დალევა შეწყვიტოთ..სამკურმალოდ კი კლინიკაში უნდა დაწვეთ.
-ვერ დავორსულდები,თქვენ არ გესმით!
-ძვირფასო,თავის დაცვის სხვა გზებიც არსებობს.
-ექიმო,ჩემს ქმარს არაფერი უთხრათ,გთხოვთ..უთხარით უბრალოდ ინერვიულათქო!
-ჰმმ.. - ულვაშიანმა ექიმმა ეჭვის თვალით შეხედა ალინას - კარგით..

პალატიდან გამოსულ ექიმს დიმიტრი და დაშა შეეჩეხნენ,დაშა ალინასთან შევიდა დიმიტრიმ კი ექიმი გააჩერა და ალინას რა დაემართაო ჰკითხა
-ბატონო..თქვენი სახელი?
-დიმიტრი.
-ბატონო დიმიტრი,მინდა იცოდეთ რომ ქალბატონმა ალინამ მთხოვა ეს არ მეთქვა,მაგრამ უფლება გაქვთ იცოდეთ..
-რა ხდება?! რამე საშიშია? არაფერი არ დამიმალოთ!
-მკლავში ამპულა აქვს,ამასთან ერთად პრეპარატების მიღებამ ორგანიზმი დაუზიანა..
-ერთი წუთით..რა ამპულა და რა პრეპარატები?
-თავის დასაცავი..
-თავის დასაცავი?
-დიახ,ორსულობისგან თავის დასაცავი ამპულა და პრეპარატები.
-რა სისულელეს ამბობთ..ჩემი ცოლი უნაყოფოა,თავის დაცვა რაში სჭირდება?!
-საიდან მოიტანეთ,რომ ქალბატონი ალინა უნაყოფოა? მაგ მხრივ სრულიად ჯანმრთელია.
-შეუძლებელია,წლებია მაგას ვარკვევთ,წლებია დაორსულებას ცდილობს!
-ბატონო დიმიტრი,მე იმას გეუბნებით რაც გამოკვლევებმა აჩვენა,თქვენ დაიჯერებთ თუ არა თქვენი საქმეა მაგრამ ალინას მკურნალობა ესაჭიროება და როგორც მივხვდი,მხოლოდ ფიზიკური კი არა ფსიქოლოგიურიც.

სუროგატი დედაWhere stories live. Discover now