თავი მესამე

45 3 2
                                    

იულიამ დაშას ოთახი გაუმზადა და სახლში სიწყნარე ჩამოწვა.
დიმიტრის და ალინას ოთახში ჯერ კიდევ ენთო შუქი,რადგან ალინა სახეზე სხვადსხვა მაზებსა და სითხეებს იზილავდა,დიმიტრი კი იწვა და წიგნს კითხულობდა,დიმიტრის ძალიან უყვარდა დოსტოევსკი.

როცა ალინამ სახის პროცედურები დაასრულა,უჯრიდან პატარა ჩანთა ამოიღო,დიმიტრის გადახედა,ხომ არ მიყურებსო და როცა დაწრმუნდა რომ დიმიტრი კითხვით იყო გართული,ჩანთა მხოლოდ მაშინღა გახსნა.
იქიდან ორი პატარა,ვარდისფერი აბი ამოაძვრინა და ჭიქაში დოქიდან წყალი ჩამოისხა,ცოტა ხანს ხელის გულზე დადებულ ორ პაწაწინა აბს უყურა,შემდეგ წყლიანი ჭიქა ხელში აიღო,აბები პირში ჩაიყარა და გადაყლაპა.
-რა დალიე? - დიმიტრის მაინც არ დარჩა შეუმჩნევლად.
-წამალი.. - ალინა დაიბნა და ცარიელი ჭიქა ბეწვზე გადარჩა იატაკზე დაგდებას.
-ხო,ეგ დავინახე - წიგნი გვერდზე გადადო და საწოლში წამოჯდა - რისი წამალია?
-თავი ამტკივდა - მწარედ მოიტყუა ალინა - გამაყუჩებელი დავლიე.

ალინამ ოთახში შუქი ჩააქრო და ახლა მხოლოდ ორი პატარა სანათი უნათებდათ სახეებს.

-ანუ თუ თავი გტკივა,დღეს ამას ვერ გავაკეთებთ? - დიმიტრიმ გვერდზე ახალ მოკალათებულ ალინას კისერზე აკოცა.
-სწორედ ამიტომ დავლიე გამაყუჩებელი - ცბიერად გაიღიმა ქალმა.

სახლს ეძინა,მხოლოდ ალინას და დიმიტრის ეღვიძათ.

//
-რა თქვი?! - მაკამ ჩაი მაგიდაზე ისე დადო,რომ ნახევარი გადმოიღვარა,სალიმ კი მაშინვე მაგიდის ტილო მოიმარჯვა
-ხო,სამუშაოდ უნდა წავიდე - ანანო ცდილობდა ტვინში ტყუილი ისე დაელაგებინა,რომ ყველას დაეჯერებინა - მე რუსული კარგად ვიცი,დედა რუსულ სკოლაში არ დაგყავდი? ხოდა..მე იქ..მე იქ ნაცნობები მყავს და წავალ,რამდენიმე თვე ვიმუშავებ,ფულს მოვაგროვვებ და ჩამოვალ!
-და რაზე უნდა იმუშაო იქ? ან ვინ ნაცნობები? ჩემთვის არასდროს გითქვამს - მაკა ძალიან ნერვიულად და სწრაფად საუბრობდა,ანანო კი ცდილობდა მშვიდად მოეფიქრებინა ტყუილები
-იქ ძიძა ვიქნები..ხო,ხო ძიძად ვიმუშავებ! - ნერწყვი ისე გადაყლაპა,თითქმის დაიხრჩო - მე იქ მეგობრები მყავს,დამხვდებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
-ძიძად?! ანანო,ძიძად?! რუსეთში უნდა გადაფრინდე რომ ძიძად იმუშაო?! და რა გგონია,მაგით რამდენს იშოვი?! სახლიდან ასე შორს უნდა იყო,რადგან ძიძად იმუშაო?! - მაკა კიდევ უფრო განერვიულებული იყო,სალი და ალექსანდრე კი ჩუმად ისხდნენ და ამ ყველაფერს უსმენდნენ.
-ხო დედა,ძიძად - ანანომ კიდევ უფრო დაძაბა გონება - ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების არის,ინვალიდია,ვერ დადის და..ოჯახი კი ძალიან მდიდარია და ძალიან ბევრს იხდის და..თან დოლარებში! და რომ არ წავიდე,რომ დავრჩე,სხვა უკეთესი იდეა გაქვს,დედა? სხვა გზა არ არის და მეც უკვე გადაწყვეტილი მაქვს,პატარა გოგო აღარ ვარ და ვერ დაველოდები როდის მოკვდება ჩემი ძმა,იმის გამო რომ ფული ვერ ვიშოვეთ!

სუროგატი დედაOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz