თავი 9

1.3K 52 1
                                    

დილით მაღვიძარის გამაყრუებელი ხმა იძულებულს მხდის თვალები გავახილო, თვალებს ნელ - ნელა ვახელ და ვფხიზლდები. ცოტახნიანი გორაობის შემდეგ ვდგები საწოლიდან, აბაზანოში შევდივარ და ეგრევე და ცხელ შხაპს ვიღებ. კარგად გამოფხიზლების შემდეგ ტანს ვიმშრალებ და ტანის მაზს ვისმევ ტანზე რათა კანი რბილი გახდეს. ონკანთან მივდივარ და სარკეში ჩემ თავს ვუყურებ, კბილებს ვიხეხავ და ხელ - პირს ვიბან. ჩემ ოთახში ვბრუნდები პირსახოც შემოხვეული და ვწესრიგდები, ლამაზ კლასიკურ ტანსაცმელებს ვიცვამ. დაბლა სამზარეულოში ჩავდივარ და დედაჩემს უკნიდან ვეპარები და ვეხუტები, ლოყებს ვუკოცნი და მას ეღიმება. მაგიდაზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავგრე, თავი საშინლად მტკიოდა და გული მერეოდა გეგონება პახმელიაზე ვარ. უცებ კიბებიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და უკან გავიხედე, კესო ჩამოდიოდა და იღიმოდა. მოიცათ? ამას აქ რა უნდა? როდის ჩამოვიდა? დაბნეული ვუყურებდი კესოს, მერე გამახსენდა, რომ გუშინ ჩამოვიდა და შევხვდი ამიტომ თავში ხელი ვირტყი. მერე დამაინტერესდა აქ როგორ აღმოჩნდა და ვცდილობდი ყველა მომენტების გახსენებას და ვერ ვიხსენებდი.
- შენ აქ საიდან ხარ? - ვკითხე გაკვირვებულმა, კესომ გაიცინა.
- შენ, რომ თვრები ყველაფერი გავიწყდება რა - თქვა წუწუნით და სკამზე ჩამოჯდა, დედაჩემმა შემოგვხედა ორივეს და მშვიდად ამოისუნთქა.
- საერთოდ გახსოვთ ყველაფერი? იცით რა გაკეთეთ? - მე და კესომ ერთმანეთს გაოგნებულები შევხედეთ და თავი უარის ნიშნად გავიქნიეთ.
დედაჩემმა ყველაფერი დეტალურად მოგვიყვა და გვითხრა რა სამარცხვინო საქციელის ჩავიდინეთ, მე და კესო სირცხვილისგან ვიწვოდით და ჩვენი თავის გვრცხვენოდა.
- ვაიმეეეეე რა დებილივააარ - დავიყვირე იმხელა ხმაზე და დედაჩემი შეკრთა შიშისგან, მერე გაბრაზებულმა შემომხედა და დამარტყა.
- შენ ნორმალური ხარ? რა გაყვირებს გული საგულედან ამომივარდა - უფრო ხმამაღლა დამიყვირა დედაჩემმა.
- დაიჭირე მერე - ვუთხარი ხუმრობით, მან მკაცრად შემომხედა.
კიბებიდან ჩქარი ნაბიჯებით რძალი ჩამოვიდა შეშინებული, ჩვენთან მოვიდა და ძლივს შეიკავა სუნთქვა.
- რამოხდა? ხო კარგად ხართ? ვინ მოკვდა? - დაგვისვა მილიონი კითხვა შეშინებულმა, მე თვალები ავატრიალე და კესოს შევხედე რომელიც სიცილით კვდებოდა.
- ტასომ დაიყვირა - უთხრა დედაჩემმა.
- ვერ ხარ შენ? მთელი სამეზობლო ფეხზე წამოხტა - მითხრა გაბრაზებულმა.
თავი მაგიდას ორჯერ დავარტყი და ყველას შეწუხებული სახით შევხედე, თავი მისკდებოდა და ძალიან მწყუროდა რას დავლიე ამდენი. მაცივრიდან ორი ბოთლი ფორთოხლის წვენი გამოვიტანე და კესოსთან ერთად მოვიყუდე. ბოთლი დავაცარიელეთ და ნაგავში მოვისროლეთ, დედაჩემი გაკვირვებული გვიყურებდა.
- რამდენს სვამთ რაიყო - გვკითხა და საჭმლის მომზადებას შეუდგა.
- ქეთინო დეიდა, პახმელიაზე ვართ და გვწყურია - აუხსნა კესომ, დედაჩემმა გაგვიღიმა ღირსები ხართო.
დედაჩემმა საჭმელი გამოაცხო თუ არა ყველანი მივუჯექით მაგიდას და გემრიელად წავიხემსეთ, საჭმელის ჭამა ძალიან მიყვარს, რომ ვჭამ მამშვიდებს. შუა ჭამის დროს ტელეფონმა დამირეკა, ავიღე და დავხედე მამაჩემი იყო ყურმილს ვუპასუხე.
"ხო მამი?"
"დღეს ბატონი ალექსანდრეს ოფისთან მიდი, და ხელშეკრულებას ხელი მოაწერე, ბატონმა ალექსანდრემ თქვა, რომ სხვა დრო არაქვს" - ამიხსნა მამაჩემმა, შეწუხებულმა წავიბურტყუნე რაღაცა.
"კარგი ხო, მაგ ვირის მისამართი გამომიგზავნე და წავალ" - ვუთხარი და ტელეფონის ყურმილი გავთიშე, მალე გამომიგზავნა მისამართი მამაჩემმა და ავდექი მაგიდიდან.
- სასწრაფო საქმე მაქვს კომპანიაში, მოვალ მერე  - ავდექი და ჩემ ოთახში ავედი, კლასიკურები ჩავიცვი და ლამაზად გამოვეწყვე. სახლიდან ჩემი მანქნით გავედი და დანიშნულების ადგილას მალე მივედი, ბატონი ვირი ალექსანდრეს ოფისთან გავჩერდი და მალე ჩამოვედი მანქნიდან. თავი მაღლა ავწიე და ამაყად შევაბიჯე ფეხი ოფისში, ყველა მე მიყურებდა და თავაზიანად მესალმებოდნენ, მე კი უზრდელობად ვაიგნორებდი მათ. ერთი დაბალი გოგო მოვიდა ჩემთან და თავაზიანად მომესალმა, მე თავი დავუქნიე მისალმებით ნიშნად.
- რითი შემიძლია დაგეხმაროთ? - მკითხა ზრდილობიანად, დაბლიდან დავხედე მაგ დაბალ გოგოს და სათვალები გავისწორე.
- ბატონი ვირი ალექსანდრეს კაბინეტი სადა? - ვიკითხე.
- ჰა? - გაკვირვებულმა მკითხა გოგონამ.
- ბატონი ალექსანდრეს კაბინეტი სადა მეთქი? ამ კომპანის უფროსის.
- წამოდით გაჩვენებთ - მიმიყვანა მის კაბინეტთან და დავაკაკუნე, მალე გავიგე მისი ხმა და შევედი მის კაბინეტში.
კაბინეტი ძალიან ულამაზესი იყო მდიდრული შავი სტილის ავეჯით, მამაკაცის სტილს შეფერებოდა, ყველაფერი კარგი სტილის იყო და იქაურობას ოდეკოლონის სურნელი ასდიოდა. ბატონ ალექსანდრეს დავხედე და ეგრევე ვიცანი, ის ბიჭი იყო რომელიც სამძიმარზე გაკვირვებული მიყურებდა. აჰ, ღმერთო ჩემო, ამას სად გადავაწყდი რა სირცხვილია იმედია ვერ მიცნობს. უხერხულად მოვისვი ხელი კისერზე და მან ზრდილობიანად მთხოვა დაჯდომა. დავჯექი თუ არა ხელით ქნევა დავიწყე, ხელს ვქნევდი დებილივით და ვითომ ბუზებს ან მწერებს ვიშორებდი, მინდოდა გამეკრიტიკებინა.
- ღმერთო ჩემო, რამდენი ბუზი გყავთ სამსახურში - ვთქვი შეწუხებულმა და ტყუილად დავიწყე ხელების ქნევა, ალექსანდრემ გაკვირვებული შემომხედა.
- სად ხედავთ ბუზებს - აშკარად გაოგნებული იყო ჩემი ქცევით.
- თქვენ ალბათ ხედვის პრობლემები გაქვთ, აშკარად ბევრი ბუზია აქ. - ისევ დავიწყე ტყუილის თქმა.
- აქ სათამაშოდ არ დამიძახიხარ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ არმომწონს დროის უაზროდ ფლანგვა - მითხრა სერიოზული ტონით და სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა, ღმერთო რა მოსაწყენი ტიპია არ მომწონს სერიოზული კაცები.
- კარგით - დავნებდი.
- როგორც იცით, მე თქვენი ბიზნეს პატრიონი უნდა გავხდე რადგან მამათქვენმა დამანიშნა, თუ გაინტერესებთ ჩემი კომპანის პირობები ამ საბუთებს გადახედეთ - საბუთები მომაწოდა, გადავხედე და მივხვდი, რომ სუსტი კომპანია იყო და დახმარება ესაჭიროებოდა.
ამიტომ, ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი, რადგან მე ბიზნესს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ და არც მაინტერესებს ამიტომ ჩემთვის არ იყო პრობლემა, უცებ ფიქრის დროს მაგრად მომშივდა.
- აუ მშია, სადმე საჭმელად ხომ არ დავჯდეთ? - ვკითხე ალექსანდრეს და მან გაკვირვებული შემომხედა.
- კარგით აქვე რესტორანია და წავიდეთ. - ავდექით და კომპანიდან გავედით, მის მანქანაში ჩავჯექი და მალე მიმიყვანა რესტორანში.
მანქნიდან გადმოვედით და რესტორანში შევედით, მიმტანმა მენიუ მოგვაწოდა და გადავხედე, ძალიან ბევრი რამე შევუკვეთე, ქაბაბი, მწვადი, ცეზარი, ხაჭაპური, და ა.შ.შ მთელი ქორწილის სუფრა. მიმტანი გაკვირვებული წავიდა, და ალექსანდრემ გაკვირვებული თვალებით შემომხედა, მას ავათვალიერ ჩავათვალიერე და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, კარგი სხეული ქონდა და სწორი დავარცხნილი თმა. გამიმართლა, რომ ასეთი სიმპატიური ბიზნეს პატრიონი მყავს, ეშმაკურად ჩემთვის ჩავიღიმე.
- დიდხანს ნუ მაშტერდებით, მეც ვიცი, რომ სიმპატიური ვარ - თვალები ატრიალა ალექსანდრემ, მე გაკვირვებული შევხედე.
- არ გაშტერდებით - ვთქვი ჯიუტად.
- აქაც არ დაიწყოთ ცხენივით სიცილი - მითხრა და ჩაიცინა, მე გაბრაზებული შევხედე მას.
- კიდევ თუ იტყვით ზედმეტს, ავდგები და წავალ ხელს არ მოვაწერ - დავემუქრე და გავაფრთხილე, მან ეშმაკურად შემომხედა.
- რა გვარი ხარ? - მკითხა და წარბები ათამაშა.
- შავყვერაშვილი - ვუთხარი ზედმეტი ფიქრის გარეშე.
- ჰააა? - ბოლო ხმაზე გაკვირვებულმა მკითხა, ბოლოს მიხვდა, რომ ხუმრობა იყო და სიცილი დაიწყო ხმამაღლა.
- ახლა თქვენ იცინით ცხენივით. - ვუთხარი მე.
- მაგარი იუმორისტი ბრძანდებით ქალბატონო ანასტასია, ამდენი არ მიცინია ცხოვრებაში - სიცილით გული, რომ მოიჯერა გაჩერდა და დასერიოზულდა.
- ხომ, რას ვამბობდი, აქ სამასხაროდ არ მოვსულვარ ჩემნაირ კაცს არ შეფერება, მოდით პირდაპი საქმეზე გადავიდეთ, მკითხე კომპანიაზე რას გაინტერესებთ გიპასუხებთ.
- იცი რას გეტყვით?, ნუ იფიქრებთ, რომ უკვე დიდი ხართ და თქვენ ასაკს არ შეფერება მასხარობა და ხუმრობა, მერე რა, რომ დიდი ხარ და ბიზნეს მართავ, მერე რა, რომ მდიდარი ხართ, ყველამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიდინოს გიჟური რაღაცები, ყველას უნდა გვქონდეს მაგარი მოგონებები, და რატომ  იცით? რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, და უნდა დავტკბეთ ცხოვრებით, რადგან მერე ისე დავბერდებით და ვინანებთ, რომ ჩვენი ცხოვრების დრო ძაან უაზროდ გავფლანგეთ, მოგვენატრება ბავშვობა და ახალგაზრდობა, ამიტომ არ ღირს სულ სერიოზულები ვიყოთ, სულ საქმებზე ვიყოთ კონცენტრირებული და დაკავებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა გავერთოთ, კარგი მოგონებები უნდა დავიგროვოთ და დავტკბეთ ჩვენი ცხოვრებით, ღმერთმა ამისთვის შეგვქმნა, იმისთვის შევქმნა, რომ ვიყოთ ბედნიერები ვაკეთოთ ის რაც მოგვესურვება და რასაც მოვისურვებთ - რჩევა დარიგება დავასრულე და მას ფართოდ გავუღიმე, ალექსანდრე ერთხანს ჩაფიქრდა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
- მართალი ხართ, მადლობთ ასეთი სიტყვებისთვის ეს ჩემთვის არავის უთქვამს - თქვა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, მისი ღიმილი ძალიან ლამაზი მომეჩვენა და მეც გამეღიმა უმიზეზოდ.








ამავე დღეს ახალი თავიც, იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენთვის საინტერესო იქნება❤მადლობთ, რომ კითხულობთ.

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now