თავი 13

1K 48 5
                                    

ტაქსმა კორპუსებთან გააჩერა მანქანა, მე და ალექსანდრე გადმოვედით მანქნიდან და ჩვენი ბარგები ამოვიღეთ საბარგულიდან. ტაქსს ფული ალექსანდრემ გადაუხადა, და ჩემი ბარგის აიღო.
- დადე იყოს, მე ავიღებ - ხელიდან წავართვი ჩემი ბარგი, მან ისევ გამომართვა.
- არა წავიღებ - თქვა ჯიუტად და თვითონ წაიღო.
- ჯიუტი ვირი - მას მოესმა და გაეცინა.
ბინაში მეოთხე სართულზე ლიფტით ავედით, ორივე ჩუმად ვიყავით და აქაურობას ვათვალიერებდით. მეოთხე სართულზე ალექსანდრემ ბინის კარები შეაღო და შევედით, ულამაზესი ბინა იყო ფრანგული ავეჯის სტილით. ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ აქ კარგ დროს გავატარებ. ბინაში შევედით და ალექსანდრემ ბარგები ძირს დადო, ოთახის დათვალიერება დავიწყე და უფრო დავრწმუნდი, რომ მყუდრო ბინა იყო. თან ბევრი რამის მოტივაციას გაძლევდა, კარგი გრძნობა დამებადა და ხასიათი გამომიკეთდა.
- ეს შენი ოთახია - ხელით მანიშნა, ყავისფერ კარებზე თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და შიგნით შევედი.
ულამაზესი ოთახი იყო, ყველაფერს ფრანგული სტილი ქონდა, საწოლი თეთრი და ძალიან დიდი იყო. საწოლს ძალიან ფუმფულა გადასაფარებელი ქონდა და უცებ ვიფიქრე გადავხტები და მშვიდად დავენარცხები საწოლზე თქო. ხოდა უკან გავიწიე და გადავხტი, მთელი ძალით დავეცი ძირს და ატომური ბომბისავით ხმა გაისმა მთელ სახლში. ალექსანდრე შეშინებული შემოვარდა ოთახში და ძირს დაგდებული, რომ დამინახა ჩემთან მოვარდა. მთელი ძვლის ნაწილები მტკიოდა, შინაგანად განადგურებული ვიყავი, პაზლისავით თავიდან ასაწყობი გავხდი. ალექსანდრემ ფრთხილად ამაყენა და საწოლზე დამსვა, გაკვირვებული შემომხედა სახეზე მე უხერხულად გავუღიმე.
- კარგად ხარ? - მკითხა აღელვებული ხმით.
- კი, ოღონდ თავიდან ასაწყობი ვარ, მთელი ძვლები დამეშალა ნაწილებად - ალექსანდრემ გაკვირვებული შემომხედა და მერე სიცილი მორთო.
- ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ ტასია, როგორ დავარდი ძირს? - სიცილით გული ძლივს მოიჯერა.
- საწოლზე გადახტომა მინდოდა და ძირს დავენარცხე - ვთქვი შერცხვენილმა.
- ჯერ ისევ ბავშვი ხარ, ისე რამდენი კილო ხარ? ლამის სახლი ჩამოანგრიე - დაიწყო ისევ სიცილი მე გაბრაზებულმა გავხედე - ხო ისე ძაან შემაშინე მეთქი რა მოხდა - სიცილი დასრულა და დასერიოზულდა.
- ნერვებს მიშლი, ნუ დამცინი თორე შემომაკვდები.
ბალიში ავიღე და გავუქნიე მან აცილა, მე უფრო გავბრაზდი და მაგაც შევახტი, ორივე საწოლზე დავენარცხეთ. მის ზემოდან ვიყავი მოქცეული და მას გაბრაზებული ვუყურებდი, მერე ჩემი ხელებით მისი დახრჩობა დავიწყე. ის იცინოდა და ხელებს მიკავებდა, ხელები შემიკავა და გვერდით გადამაგდო ახლა თვითონ მოექცა ჩემ ზემოდან და ხელები მაგრად შემიკავა. ეშმაკური გამომეტყველებით მიყურებდა და წარბები უთამაშებდა, სუნთქვა შემეკრა რადგან მაშინებდა მისი მაცდური მზერა.
- ამიერიდან იცოდე ვის ეთამაშები პატარავ, წეღან ჩემ ზემოდან, რომ იყავი მოქცეული ჩემ ცუდ ადგილზე იჯექი და მიწვევდი - მითხრა სერიოზული ტონით, და მაცდური მზერით დაიწყო ჩემი ათვალიერება.
გავბრაზდი და ფეხები მის სასქესო ორგანოზე ამოვარტყი და ჩაიკეცა, საწყლად კვნესა დაიწყო და საშინლად სტკიოდა.
- ამიერიდან შენც იცოდე ვის ეთამაშები საყვარელო - თვალი ჩავუკარი და სამზარეულოში შევედი, მაცივარი გავაღე და ცარიელი იყო.
ამასობაში ალექსანდრეს შემოვიდა მოღუშული სახით და გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა, წარბები შეჭმუხნოდა.
- ბატონო ალექსანდრე საჭმელი არ გვაქვს - ვუთხარი მისი ქცევებით დაღლილმა.
- საქმეზე ვართ წასასვლელი, და მერე ვიყიდოთ - თქვა მკაცრი ბოხი ხმით.
ჩემ ბარგს ხელი მოვკიდე და ჩემ ოთახში წავიღე, ყველაფერი ამოვალაგე და ოთახში დავალაგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გრძელი თეთრი კაბა ჩავიცვი. თმა ლამაზად დავივარცხნე და სარკეში ჩემ თავს შევხედე, ძალიან იდეალურად გამოვიყურებოდი და ჩემი თავით ამაყი ვიყავი. ოთახში ალექსანდრე შემოვიდა ჩემ დანახვაზე გაშტერდა, დიდხანს მიყურა გაშტერებული
- ვიცი, რომ ლამაზი ვარ მაგრამ მიშტერება უზრდელობა - ვუთხარი მაცდურად და გავუღიმე, მან ეშმაკური მზერით შემომხედა.
- ფიქრებს კითხულობ? - მკითხა მოულოდნელად და მე გახალისებულმა თავი დავუქნიე, ჩემთან მოახლოვდა და მე უკან მივიწიე.
უცებ კედელს დავეჯახე სხვაგან წასასვლელი ადგილი არმქონდა, ალექსანდრემ თავისი ორივე ხელი კედელს მიადო და ჩემ ტუჩებს მიაშტერდა.
- ძალიან ტკბილი ჩანს - თავისი ბაგე ჩემ ბაგეს მიადო მაგრამ არ მაკოცა, მე კი მინდოდა ამ წუთას ეკოცნა ჩემთვის.
თავისი თავი ჩემ კისერს ჩამოადო და კისერზე ცხელი კოცნა დამიტოვა, ჟრუანტელმა დამიარა და გულმა საშინლად ფეთქვა დაიწყო, ის ჩემ მიწვევას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც, ტუჩემი ჩემ ყურთან მიტანა და ჩამჩურჩულა.
- კარგი სუნი აგსდის პატარავ - ყურის ბაბილოზე მაკოცა და კმაყოფილი სახით შემომხედა.
- მიწვევ - გაბრაზებულმა ვუთხარი.
- რახან მოემზადე წავიდეთ - ჩემი წინადადება დაიგნორა და სახლის გასაღები აჩხრიალა ჯიბეში.
ორივემ ბინა დავტოვეთ და გარედ გავედით, ტაქსი გავაჩერეთ და დანიშნულების ადგილას მივედით. ტაქსიდან, რომ გადმოვედით იქვე პატარა ბაყაყი ვნახე. მასთან მივედი და ჩავიმუხლე, ბაყაყი ხელში ავიყვანე და მოვეფერე.
- ფუ გადაგდე - მითხრა ალექსანდრემ, მე დავაიგნორე და ეგეც შევიყვანე კომპანის შენობაში. ალექსანდრე დანებდა და არაფერი მითხრა, მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა საშინელი ჯიუტი ვიყავი. შენობაში შევაბიჯეთ და ალექსანდრემ, რამოდენიმე თანამშრომელს მიესალმა და სოსო მინდიაშვილის კაბინეტთან შეჩერდა, ფრთხილად დაკაკუნა და კაცის ბოხი ხმის გაგონებისაც გააღო. შიგნით შევედით და სავარძელში ძალიან მსუქანი კაცი იჯდა, შემოგვხედა და გაგვიღიმა, ჩვენ მივედით და მაგიდას შემოვუსხენდით. კაბინეტი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ფრანგული სტილით, ყველაფერი მშვენიერი იყო გარდა ამ კაცისა გომბეშოს გავდა.
- როგორ ბრძანდებით ბატონო ალექსანდრევ - ზრდილობიანად მოიკითხა სოსომ.
- მადლობთ ბატონო სოსო კარგად ვართ, ეს ჩემი ბიზნეს პატრიონია და თქვენც იცით აქ რისთვის მოვსულვარ - მამაკაცური ტონით უთხრა და რაღაც ფურცლები მისცა, სოსომ გადახედა ყველა ფურცელს და ალექსანდრეს გაუღიმა.
- თანახმა ვარ, ოღონდ თქვენი ბიზნესის ნახევარი ნაწილი უნდა გადმომცეთ - ალექსანდრე გაბრაზდა, ძარღვევზე ვენები ეტყობოდა და მალეც აფეთქდებოდა.
- რატომ უნდა გადმოგცეთ? - იკითხა გაბრაზებულმა.
- იმიტომ, რომ .....
- ყროყ ყროყ - ბაყაყმა შეაწყვეტინა საუბარი, კაცმა გაკვირვებული შემომხედა და მე უხერხულად გავუღიმე.
- მამაშენს ჩემთან ვალი ჰქონდა - დაასრულა საუბარი.
- მე თუ თქვენ ბიზნესის ნახევარი წილი მოგცეთ, მე არაფერი დამრჩება ისედაც გაკოტრების პირადა და ამიტომ გთხოვეთ ამ ფურცელზე შეთანხმება - დაუყვირა ალექსანდრემ გაბრაზებული ტონით.
- ყროყ ყროყ - ალექსანდრემ ბაყაყს გაბრაზებული გადმოხედა.
- ასეთი ჯიუტი ხართ სულ, არასდროს შეიცვლებით, სულ ჯიუტობთ, მამათქვენს ამიტომ დაემართა გულის შეტევა თქვენს გამო რადგან მას არ უსმენდით - უთხრა იმ კაცმა გაბრაზებული ტონით, მე გაოგნებული გავხედე ალექსანდრეს არვიცოდი მამამისს თუ ამის გამო დაემართა შეტევა.
- ის არასდროს ახსენოთ - მკაცრად გაფრთხილა ალექსანდრემ.
- ყროყ ყროყ - ალექსანდრემ გაბრაზებული წამართვა ბაყაყი და მაგ კაცს ესროლა, ბაყაყი პირდაპირ მაგ კაცის სახეზე გაიშხლართა და იქ გაიჭედა.
კაცმა ბღავილი დაიწყო და კაბინეტში დაცვები შემოვიდნენ, ორივე გარედ გაგვაგდეს. ალექსანდრე გაბრაზებული ტაქსს აჩერებდა მე კი ვიცინოდი, ტაქსმა მალე გაგვიჩერა მანქანა და სახლში მიგვიყვანა. ბინაში სწრაფად ავედით და სახლში დავისვენეთ, ცოტახნის მერე ალექსანდრესთან მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი.
- რა უნდა ქნა? შენი საქმე წარუმატებლად დასრულდა - დავუსვი კითხვა სერიოზული გამომეტყველებით.
- სხვას ვიშოვი. - ოხვრის შემდეგ მიპასუხა.
- იმ კაცმა, რომ თქვა მამაშენს შენც გამო დაემართა შეტევაო, რას გულისხმობდა - დავუსვი კითხვა რომელიც დიდიხანი მაინტერესებდა.
- შენი *რაკის საქმე არარის ტასია, თავი დამანებე და შენ საქმეს მიხედე ცხვირს ნუ ჰყოფ ჩემ ცხოვრებაში - მითხრა გაბრაზებული ტონით.
- რატომ ბრაზდები, რთულ კითხვას ხომ არ გისმევ? ხომ შეგიძლია მარტივად გამცე პასუხი გაბრაზების გარეშე - გაბრაზებულმა დავიყვირე.
- ამის დედაც რატომ არ შეგიძლია გაჩუმდე არ ვარ შენ ხასიათზე.
- იცი რა ალექსანდრე? ვცდილობ შენთან დაახლოვებას, ვცდილობ გაგიგო რა გჭირს და რატომ გაურბიხარ ამ საუბარს?, შენ კიდე  გაურბიხარ და არ მელაპარაკები, ასე რანაირად გენდო, რაღაც გაწუხებს და გულში იკლავ იმ ტკივილს, არ გირჩევნია გაიხსნე და ვინმეს გაუზიარო შენი ტკვილი რადგან ზედმეტი ტვირთი მოგეხსნას ზურგიდან - წყობიდან გამოსულმა მივაყვირე.
- ჯანდაბა ტასია რატომ მაინც და მაინც ახლა გადარდებს ჩემი პრობლემა, რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ შეძლებ ჩემ დახმარებას? - დამიყვირა და ლარნაკი აიღო და კედელს ესროლა, ლარნაკი ნაწილებად დაიშალა.
შეშინებული უკან დავიხიე და ხმა ჩავყლაპე, ვერაფერს ვეუბნებოდი და გაშეშებული ვუყურებდი მას. ამ წუთას ის მონსტრად გადაიქცა, საშინლად გამოიყურებოდა გაბრაზებული. ტელეფონი აიღო და გაბრაზებული გავიდა სახლიდან, კარები ძლიერად მიჯახუნა და სახლში ექოდ გაისმა კარების ხმა.








ახალი თავის ამავე დღეს დავწერე, იმედი მაქვს მოგეწონებათ და გახალისდებით. საცაცილო მომენტების დავამატე და ვეცადე კარგი გამომსვლოდა მადლობთ ყურადღებითვის ❤

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now