თავი 12

1.1K 48 2
                                    

სახლში ფეხაკრეფით ავედი და ჩემ ოთახში დავიმალე, სარკეში ჩემ თავს შევხედე და მივხვდი, რომ ლოყები გამწითლოდა სირცხვილისგან. მრცხვენოდა, რომ კოცნაში ავყევი და ჩემ თავზე ვიყავი გაბრაზებული. ტელეფონი ავიღე და კესოს ნომერი ავკრიფე, რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
"ჰო ტას" - მძინარე ხმა ქონდა, ამ გოგომ რა ვერ გადაეჩვია შუადღეს ძილს.
"კესოოოოო ჩქარა ამოდი სახლში ვკვდები" - ჩავყვირე ტელეფონში და გავთიშე.
დაბლა ჩავედი და დავრწმუნდი, რომ სახლში არავინ იყო. მაცივარი გავაღე და ფორთოხლის წვენი ავიღე. მოვიყუდე და სამზარეულოში ჩამოვჯექი, დღევანდელი სცენის გახსენება დავიწყე და ჩემ თავზე უფრო და უფრო ვბრაზდებოდი. მასთან ერთად საფრანგეთში წასვლა მიწევს, უარს ვეღარ ვეტყვი რადგან უკვე დავთანხმდი. თან საფრანგეთის ნახვა მინდა, მასთან ერთად რა უხერხული იქნება ღმერთო ჩემო. ვაშლი დიდზე ჩავკბიჩე და ვეღარ გადავყლაპე, უკვე ვიხრჩობოდი და ძლივს გამოვიღე პირიდან. ლამის მოვკვდი, კარზე დაკაკუნეს გავედი და გავაღე კარები, კესო შემოვიდა ჩემთან შეშინებული.
- ტასო ხო ხარ კარგად? რა მოგივიდა? ცოცხალი ხარ თუ მკვდარი? - დაიწყო კითხვების სმა.
- მკვდარი ვარ მკვდარი, ახლა სული გელაპარაკება - ვუთხარი გაღიზიანებული ხმით, ხელი ჩავკიდე და ოთახში ავიყვანე.
საწოლზე ჩამოვჯექით და კესომ დაინტერესებული შემომხედა, ელოდებოდა რას ვეტყოდი, ხოდა მეც დავიწყე ყველაფრის დეტალურად მოყოლა. კესო გაკვირვებული მისმენდა და პირზე ხელი ქონდა აფარებული.
- ღმერთო ჩემო აკოცე?. - მკითხა ჯერ კიდევ გაკვირვებულმა.
- მე არა მან - შევუსწორე.
- ღმერთოოოო ჩემოოოოო ტასოოოო - დაიწყო ყვირილი და მე ძლივს გავაჩუმე.
- რა გაყვირებს გოგო?, მე იმაზე ვფიქრობ, წავყვე თუ არა საფრანგეთში.
- წადი - სწრაფად მიპასუხა, უცებ კარებზე დაკაკუნეს და მე და კესო დაბლა ჩავედით.
კარები გავაღე და მეზობელი იდგა, გაკვირვებულმა შევხედე და ზრდილობიანად მივესალმე.
- გამარჯობათ ქალბატონო ნარგიზა, რამ შეგაწუხათ?.
- კარგად ხართ შვილო? თქვენ სახლში ყვირილის ხმა გავიგე და მეთქი აუპატიურებენ - მე და კესომ ყბა დავაღეთ და გამოშტერებული შევხედეთ მაგ ქალს.
- არა ნარგიზა დეიდა, კესომ სიხარულისგან დაიყვირა - ავუხსენი სიტუაცია მეზობელს, და უზრდელურად, რომ არ ჩამეთვალა სახლში მოვიპატიჟე.
მეზობელი შემოვიდა და სამზარეულოში ჩამოჯდა, მე ყავა ავადუღე სამივეს და ფინჯანებზე დავასხი. ყავა მაგიდაზე დავდე და მეც მათთან ჩამოვჯექი, ნარგიზამ ყავა ძერსკულად მოსვა და შემოგვხედა.
- აბა გოგოებო ვინმეს ხვდებით? - გვკითხა დაინტერესებულმა, ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებულები შევხედეთ.
ოჰ ოჰ, რა ჭორიკანა ქალია რაში აინტერესებს ვინმეს ვხვდები თუ არა.
- არა რათქმაუნდა - ვთქვი მე.
- უკვე დიდები ხართ და თქვენი გათხოვების დროა, არავის მოსწონხართ - გვკითხა ისევ, მე და კესო შევწუხდით.
- როგორ არა ჩვენ იმდენს მოვწონვართ, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვწონს - ჩემს მაგივრად უპასუხა კესომ.
- ჰმ ძალიან საინტერესოა - ამაყად წარმოთქვა ნარგიზამ.
- საკმაოდ - გაჯავრებულმა ვუპასუხე.
ნარგიზა როგორც იქნა წავიდა სახლში და მე და კესო ამოვისუნთქეთ, კესომ ეჭვით თვალით შემომხედა და კითხვების დასმა დამიწყო.
- კესო დაწყნარდი, მხოლოდ შევხვდი და ვესაუბრე, რაღაც ჰობიაზე ვკითხე და მიპასუხა სხვა არაფერი მომხდარა, და კიდევ იმას თუ არ ჩავთვლით სამსახურში ზედ დავეცი და ისიც წავაქციე - კესომ სიცილი დაიწყო.
- ვაიმე რა ფეთიანი ხარ.
- ვიცი, ახლა უნდა მოვემზადო ხვალ პარიზში მივდივარ.
- დაგეხმარები.
მე და კესო ჩემ ოთახში ავედით და გარდერობიდან საჭირო ტანსაცმელების გამოღება დავიწყეთ, საჭირო ნივთები და ტანსაცმელები ჩავალაგე ბარგში და დავკეტე. დაღლილები წამოვწექით საწოლზე, კესომ მომღიმარი სახით შემომხედა.
- იცოდე პარიზიდან, რომ ჩამოხვალ ყველაფერს მომიყვები.
- ისეთი არაფერი მოხდება თავს ავარიდებ.
- კარგი რა ტასო, რატომ არ ცდილობ გაიგო რატომ გაკოცა? - დამისვა მოულოდნელი კითხვა და მეც დამაფიქრა.
- ხო მართლა რატომ მაკოცა?.
- მე რა ვიცი - თქვა კესომ გაბრაზებული გამომეტყველებით.
- რომ, გაკოცა რა იგრძენი? - მკითხა მოულოდნელად.
- გული ამიჩქარდა, და ლოყები ამიხურდა სირცხვილისგან ვიწვოდი, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.
- ვაა აზიურ დორამებს უყურებ ხოლმე? - დამცინა კესომ.
- სერიოზულად გელაპარაკები - ვთქვი გაღიზიანებულმა.
- იქნებ ალექსანდრემ იმიტომ გაკოცა, რომ მოსწონხარ? - მოულოდნელად მკითხა.
- შანსი არა, ასე ადვილად ვერ მოეწონები ადამიანს, მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანი რა პონტში უნდა მოვეწონო, როცა ყველა ბიჭები გამირბიან.
- საქმეს იმაშია, სხვები ვერ გიტანენ მარა ამან აგიტანა საინტერესოა.
- ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ, მამძიმებს - შევეხვეწე კესოს, მან თავი დამიქნია.
- კარგი ახლა მე წავალ, შენ დაისვენე ხვალ უნდა იმგზავრო.
- კარგი ნახვამდის - ჩავეხუტე კესოს და კარებამდე გავაცილე.


ბიზნეს პარტნიორებიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ