თავი 15

1K 47 3
                                    

დილით კმაყოფილმა გავახილე თვალები, ფანჯრიდან შემოსული დილის ცივი ქარი მესიამოვნა. საფრანგეთის გარემო და ჰაერი ჩემზე კარგად იმოქმედა. ზლოზნით წამოვდექი და თვალების ფშვნეტა დავიწყე, ჩემ კარადაზე წერილი შევამჩნიე და ავიღე. "ტასია, მე საქმეზე მივდივარ და შენ ვერ გაგაღვიძე რადგან მშვიდად გეძინა, თან ძალიან საჭიროს არ ხარ, რომ რამე დაგჭირდება ჩემ ნომერზე დარეკე" ბარათზე ეს სიტყვები ეწერა და დაბლა ალექსანდრეს ტელეფონის ნომერი იყო დაწერილი. ნომერი ჩემ ტელეფონში ჩავიწერე და აბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და გამოვედი. სპორტული და კომფორტული ტანსაცმელები ჩავიცვი და დივანზე დავჯექი, ცოტახანში მომშივდა და მაცივართან მივედი. გავაღე და დავინახე, რომ ცარიელია მერე გამახსენდა, რომ არაფერი გვიყიდია.
- მაგ დებილმა ვირმა საერთოდ არ შეიხედა მაცივარში? რა უყურადღებოა, შიმშილით მომკლავს აქ. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
უცებ მრგვალი ნაცრისფერი რაღაც შევნიშნე რომელიც მოულოდნელად გადადგილდა. თვალი კარგად გავუსწორე და მივხვდი, რომ თაგვი იყო. შეშინებულმა ყვირილი მოვრთე და თაგვი ჩემ ხმაზე მაცივრის ქვემოთ დაიმალა. მაგიდაზე ავედი და თეფშის სროლა დავიწყე, მაგრამ მაინც არ მოხვდა. ჩამოსვლა მინდოდა მაგრამ შიშისგან ვერ ვბედავდი. უცებ თაგვი მთელი სისწრაფით დივნის ქვემოთ შევარდა, მაშინვე უარესი ყვირილი მოვრთე.
- შე უწმინდურო არსებავ, ხომ შეგიძლია გაქრე აქედან - ვყვიროდი და თეფშებს ვუსვრიდი.
თაგვი მოულოდნელად კარადების ქვემოთ შევარდა, შიშისგან ძლივს ჩამოვედი და ოთახში გავვარდი ელვისებური სიჩქარით და ფეხი რაღაცას წამოვკარი და მთელი ინერცით დავენარცხე ძირს. ფეხი საშინლად ვიტკინე, ძლივს წამოვდექი და ტელეფონთან მივედი, ალექსანდრეს ნომერი ავკრიფე და დავურეკე, ყურმილი მალე აიღო.
"ჰო ტასია?" - მისი ბოხი ხმა მომესმა.
"ალექსანდრე, ჩვენ სახლში ვიღაცა მიშველე ჩემ მოკვლას ცდილობს, გთხოვ მოდი და წამიყვანე" - ვუთხარი შეშინებული ხმით და ტირილი დავიწყე.
"არსად გახვიდე ტასია, ახლავე მოვალ" - მომესმა მისი აღელვებული ხმა და მალე ტელეფონი გათიშა.
შეშინებული აქეთ იქეთ დავიწყე თვალის ცეცება, ყველგან თაგვი მელანდებოდა და მაგის გამო საწოლიდან ვერ ვდგებოდი. შიშს კიდე დაემატა მუხლის ტკივილი და საშინლად მამწარებდა. ცოტახანში კარები გააღების ხმა გავიგე და ნაბიჯების ხმას მოახლოვდა, ჩემი ოთახის კარი შეშინებულმა ალექსანდრემ გააღო და ჩემთან მოვარდა.
- კარგად ხარ პატარავ? - მკითხა და ძლიერად ჩამიკრა გულში, მუხლის ტკივილმა შემაწუხა და ტირილი დავიწყე.
- რატომ ტირი? ვინმემ რამე დაგიშავა? მითხარი ნუ გეშინია - აღელვებული მისმევდა კითხვებს და მეფერებოდა.
- ის აქ არის. - ვუთხარი ტირილისგან ხმაჩახლეჩილმა.
- ვინ ის?.
- ის.
- ვინ ის ტასია, ნუ მანერვიულებ მითხარი.
- ის, მრგვალი ნაცრისფერი, რომ არის.
- რას გულისხმობ? - მკითხა გაკვირვებულმა.
- რა ქვია მაგას? - ხსენება დავიწყე და მოულოდნელად გამახსენდა.
- აა ისა მიკი მაუსი. - ალექსანდრემ ყბა დაღებული შემომხედა.
- რას ბოდავ?.
- მიკი მაუსია სახლში და მეშინია - ალექსანდრემ, რომ გაიაზრა რაც ვთქვი სიცილი დაიწყო, სიცილს ძლივს იკავებდა და ჩაკეცილი იცინოდა.
- ნუ დამცინი მეშინია - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- ვაიმე თაგვი ქვია მაგაც თაგვი, ტასია პატარა ბავშვივით ხარ, პატარა თაგვის გამო ისროლე თეფშები? - მე თავი დავუქნიე.
- ალექსანდრე, ის აქ თუ იქნება აქ ვერ გავჩერდები.
- ნუ ნერვიულობ, მოვკლავ.
- არ მოკლა, ცოდოა უბრალოდ გააგდე.
- კარგი ეგრე ვიზამ - მითხრა ღიმილით.
ხელზე მომკიდა და ჩემი წამოყენება სცადა, მაგრამ ტკივილისგან ჩავიკეცე და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
- ახლა რა გჭირს? - შემომხედა ანერვიულებულმა.
- გავრბოდი და წავიქეცი, მუხლი ვიტკინე - მან შარვალი მაღლა ამიწია და ჩემი გალურჯებული მუხლი დაინახა, თვალები გაუდიდდა ალექსანდრეს.
- ღმერთო ჩემო - ადგა და სადღაც წავიდა, შემდეგ წამლების ყუთით ხელში მოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
წამლის ყუთი გახსნა და რაღაც მალამო ამოიღო, მალამო გახსნა და ჩემ მუხლზე ნაზად წასმა დაიწყო. თავისი ძლიერი თითებით ჩემ მუხლებზე რბილად დასრიალებდა, ნაზად უსმევდა მალამოს. წასმას მორჩა და მუხლზე მაკოცა, მისმა მოულოდნელმა ქცევამ გამაკვირვა და გაოცებული შევხედე მას.
- რას აკეთებ? ლამის წამალი ალოკე - მან სიცილი დაიწყო.
- დაწექი სანამ არ გაგივლის არ ადგე, მე თეფშებს ავალაგებ. - მითხრა და წავიდა.
ტელეფონი ავიღე და სოც ქსელის დათვალიერება დავიწყე, ცოტახანში მოვიწყინე და ალექსანდრესთან წავედი, მან ახლა მორჩა თეფშების დალაგებას და შემომხედა.
- კარგად ხარ?.
- კი გამიარა, მიკი მაუსი სადარის? - მან უნებურად გაიღიმა.
- არვიცი არ გამოჩენილა, თუ კარგად ხარ მარკეტში წავიდეთ - მე თავი გახარებულმა დავუქნიე.
ოთახში ავედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, მერე თმა ლამაზად გავშალე და ალექსანდრესთან მივედი. ორივემ ბინა დავტოვეთ და ქალაქში გავედით, საფრანგეთის ქუჩის დანახვა ძალიან მახარებდა და სიამოვნებას მანიჭებდა.
- ტასია, ვფიქრობ, რომ მე და შენ დებილები ვართ - მითხრა მოულოდნელად.
- რატომ?.
- იმიტომ, რომ გუშინ საჭმელი არ გვიყიდია და მშიერები დავიძინეთ, არაფერი გვიჭამია არც ეხლა.
- როგორც იქნა ეს შეამჩინე, არაუშავს ვიყიდოთ და სადმე რესტორანში ფრანგული კერძები მივირთვათ.
მე და ალექსანდრემ ფეხით გავისეირნეთ საფრანგეთის ქუჩები, ორივე ჩუმად ვიყავით და სიჩუმის ვტკბებოდით. ძალიან ბევრი ხალხი გვივლიდა გვერდით და ყველას პოზიტიური გამოხედვა ჰქონდა. იმდენი ვიარეთ და ბოლოს პარიზის კოშკთან მოვედით, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვხტუნავდი და ალექსანდრესთან ერთად ფოტოებს ვიღებდი. ალექსანდრეს ბედნიერი ვუღიმოდი, მან ვერ მოითმინა და ლოყაზე მაკოცა მე კი ავკისკისდი. ბევრი ცნობილი ადგილი მოვინახულეთ და უამრავი ფოტოები გადავიღეთ. მერე იქვე რესტორანში წავედით და ფრანგული კერძები გავსინჯეთ. დანაყრებულები გამოვედით და სიარულის დროს კრუასანების მაღაზიასთან გავჩერდით. კრუასანები და ყავა ვიყიდეთ, ვჭამდით და თან ვსეირნობდით. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო, ძალიან მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, რომ გვერდით ალექსანდრე მყავდა და საფრანგეთში მასთან ერთად ვისვენებდი. იმდენი რამე მოვინახულეთ და ჩემი ოცნებების ავიხდინე, ეს ყველაფერი ალექსანდრეს დამსახურება ის, რომ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და ბედნიერი დღე დადგა. ვისურვებდი, რომ ყოველთვის ასეთი ბედნიერები და გახარებული ვყოფილიყავით ერთად, და მუდამ ასე გაგვეტარა დრო. ალექსანდრე წამდაუწუმ მიღიმოდა და ყველაფერს ათვალიერებდა.
- კარგ დროს ვატარებთ - მითხრა გაბრწყინებული თვალებით.
- ნამდვილად.
- მარკეტში შევიდეთ, თორემ დაღამდება ვეღარ მოვასწრებთ.
სიარულით მარკეტის ვიპოვეთ და შევედით, ალექსანდრემ ურიკა აიღო და პროდუქტების დათვალიერება დავიწყეთ. რამოდენიმე საჭირო პროდუქტი ჩავდე ურიკაში, ზოგი პროდუქტი ჩვენთვის უცხო იყო, რადგან ფრანგულ ენაზე ეწერა. ალექსანდრეს ადგილი გავუცვალე ახლა მე ვატარებდი ურიკას და ის ყრიდა შიგ საჭირო პროდუქტებს, პროდუქტების არჩევას, რომ მოვრჩით სალაროსთან რიგში დავდექით. ჩვენ წინ ვიღაც მსუქანი ქალი იდგა, იმხელა *რაკი ჰქონდა, რომ ლესბივით დორბლები მომსდიოდა. განზრახ ურიკით დავეჯახე უკანალზე და იმ ქალმა გაკვირვებული შემოგვხედა, ალექსანდრემ, რომ დაინახა რას გავაკეთე ამ ქალს ფრანგულად ბოდიშის მოხდა დაუწყო.
- რას აკეთებ ნორმალური ხარ? - მითხრა ჩურჩულით, აშკარად გაკვირვებული იყო ჩემი ქცევით.
- მისი უკანალი დამევასა.
- შენი ჯობია - მითხრა მაცდური ტონით, მე თვალები ავატრიალე მის სიტყვებზე.
მალე ჩვენი რიგის მოვიდა, გავატარეთ პროდუქტები და თანხა გადავიხადეთ. მარკეტიდან გამოვედით და ყველა პარკი ალექსანდეს ეჭირა, მიჰქონდა სახლში და მეც მივყვებოდი დღევანდელით ნასიამოვნებმა.
- ალექსანდრე აქ აფთიაქი არის? - მან მხრები აიჩეჩა.
- არვიცი, სიარულით შეიძლება მივაგნოთ - მიპასუხა ბოხი ხმით.
ბევრი ვისეირნეთ და აფთიაქსაც მივაგენით, შიგნით შევედი და ალექსანდრემ გარედ დამელოდა.
მიუხედავად ამისა ფრანგული არ ვიცოდი, ხოდა ტელეფონით ინტერნეტში შევედი და მოვძებნე პრეზერვატივი, წამლების გამყიდველს ვაჩვენე და პრეზერვატივის ძებნა დაიწყო. ხელით ვუთხარი, რომ ხუთი ცალი მინდოდა მიხვდა და ხუთი მომაწოდა, თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და ბარათით გადავუხადე ფული. აფთიაქიდან გამოვედი და ალექსანდრეს ბედნიერი თვალებით შევხედე, მას გაეღიმა და ჩემ ხელში არსებულ ნივთვს დახედა და თვალები გაუდიდდა, გაკვირვებული შემომხედა გეგონება არ უნახია პრეზერვატივი.
- ეს რადგინდა? - გაკვირვებულმა მკითხა.
- გოგოებს ვაუპატიურებ და მჭირდება - ვუთხარი ხუმრობით, მას არ გაეცინა და სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა.
- სერიოზულად გეკითხები.
- ჩვენთვის ვიყიდე საყვარელო, რა იცი იქნებ დაგვჭირდეს - ეშმაკურად ავათამაშე წარბები და მაცდურად გავხედე, ალექსანდრემ ყბა დაღებული შემომხედა.
- მართლა?.
- ჰო რაიყო?.
- ვაჟიშვილი ვარ და არავისთან მქონია სექსი - მითხრა სერიოზულად, მე ყბა დავაღე და გაკვირვებული შევხედე.
- სერიოზულად?.
- კი.
- სიუპრიზებით სავსე ხარ ალექსანდრე დღითიდღე მაოცებ.
- შენ ვინმესთან გქონია - დაინტერესებულმა მკითხა.
- არა, არავის შევხვედრივარ, ბევრს მოვწონდი მაგრამ ჩემ ხასიათებს, რომ იგებდნენ გიჟი ვეგონე ყველას - სიცილით ვუთხარი და მასაც გაეცინა.
- ბოლოჯერ გეკითხები ჩვენთვის იყიდე?.
- კი მეთქი, რატომ არ გჯერა ჩემი.
- რავი შენ ხშირად ხუმრობ. - მითხრა და გაღიმებული სახით შემომხედა.
სინამდვილეში ეს პრეზერვატივები იმიტომ ვიყიდე, რომ ალექსანდრე ხშირად მაცდური მზერით მიყურებდა და ხშირად ჩემ მიწვევას ცდილობდა. ამიტომ შემეშინდა იქნებ მოულოდნელად რაღაც მოხდეს და დამაბრმავოს, და მხეცივით ავყვე. იმიტომ, ვიყიდე, რომ ჰორმონები, რომ ვერ შევიკავოთ პრეზერვატივი გვექნება და უპრობლემოდ დავიკმაყოფილებთ ეგ, რომ არ გვქონდეს შეიძლება ცუდ გზაზე მიმიყვანოს და ვინანო, ამიტომ საქმე უფრო გავამარტივე და ვიყიდე. ჩემი თავით კმაყოფილმა თავი ამაყად ავწიე და ბინის კარები შევაღე.











ახალი თავის ამავე დღეს საღამოს დავდე, იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ კითხვით. მადლობთ, ვინც დროს უთმობთ ჩემ მოთხრობებს❤❤

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now