თავი 16

1K 48 1
                                    

მე და ალექსანდრე ღამეს ბინაში ავედით, კარები გავაღე და ორივენი შიგ შევედით. ალექსანდრემ პარკები სამზარეულოში დაწყო და შემომხედა.
- ხომ არ გშია?. - მკითხა საყვარლად.
- არა, ბევრი ვჭამეთ. - მან თავი დამიქნია.
- დაღლილი ვარ მეძინება - ვუთხარი მას.
- კარგი მიდი დაიძინე, ძილინებისა.
- ძილინებისა - დავამთქნარე და დაღლილი ჩემ ოთახში შევედი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, თვალები დავხუჭე და ძილი ვცადე. უცებ გამახსენდა, რომ ჩვენ სახლში თაგვია და წამოვხტი ლოგინიდან. თვალებით ცეცება დავიწყე და აქეთ იქეთ ვიყურებოდი, მოულოდნელად დავინახე რაღაც გადადგილდა და ყვირილი მოვრთე.
- ვაიმეეე არაა ის კიდევ ააქარიის - დავიწყე ყვირილი და ალექსანდრე ოთახში შემოვარდა.
- რა მოხდა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- მიკი მაუსი - ვუთხარი შეშინებულმა, მან დაღლილი თვალებით შემომხედა.
- არაფერს დაგიშავებს დაიძინე.
- არ შემიძლია ალექსანდრე, რატომ არ გაადაგდე? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- ვერ ვიპოვე ვერსად, და ახლა ვერ დავიჭერ გვიანია თან დაღლილი ვარ, ამიტომ მშვიდად და პოზიტიურად დაიძინე - ოთახიდან გასვლა დააპირა და შევაჩერე.
- არ წახვიდე მეშინია.
- აბა რა გავაკეთო ტასია?.
- შეგიძლია.....ამმ....ჰმ....ჩემ გვერდით დაიძინო? - ბევრი ყოყმანის შემდეგ ვუთხარი, მას გაეღიმა.
- კარგი, გამოვიცვლი და მოვალ.
- ოღონდ შიშველი არ მოხვიდე, *ვერებით ჩამოგკიდებ ჭერზე. - მას გაეცინა და ოთახიდან გავიდა.
თავი ბალიშს მივადე და თავის დამშვიდება ვცადე, ცოტახანში ნაბიჯების ხმა მომესმა და ალექსანდრე შემოვიდა ოთახში. ჩემს გვერდით მომიწვა და საბანი შემისწორა, ღიმილიანი სახით ჩემი დათვალიერება დაიწყო.
- ალექსანდრე, უცებ, რომ თაგვი ამოვიდეს საწოლზე და ჩვენი მაიკის ქვეშ შევიდეს რას იზამ? არ შეგეშინდება? - ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
- მაგიტომაც გეშინია ასეთ რაღაცებზე, რომ ფიქრობ, ჯობია არ იფიქრო - მითხრა და მომეფერა.
- ალექსანდრე რა ლამაზი ხარ ვირი, რომ არ იყო - ვუთხარი და გავუღიმე, მას გაეცინა და ჩემთან ძაან ახლოს მოვიდა.
- ძალიან საყვარელი ხარ - მითხრა და თავისი თეთრი კბილები გამოაჩინა ზოროს ცხენივით.
მას ვუყურებდი და თვალები მეხუჭებოდა, მის ლამაზ სახეს ვუყურებდი და თავს მშვიდად ვგრძნობდი. მისი ნაკვეთების შესწავლას ვცდილობდი მაგრამ ძალიან მეძინებოდა და დაღლილი ვიყავი. ვცდილობდი არ დამეძინა, მინდოდა დიდხანს მეყურა მისთვის. მისი სილამაზე მაბრუებს და მათრობს, მისმა განიერმა მკლავებმა თავისთან მიმიზიდეს და ჩამეხუტეს. მისი გულის ცემა მესმოდა და თავს დაცულად მაგრძნობინებდა, თავი მის მკერდზე მივადე და დაღლილმა თვალები დავხუჭე.



ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now