თავი 22

921 41 7
                                    

- დროზე მომიყევი ყველაფერი დეტალურად - ნინა გავიდა თუ არა მაშინვე მომახალა კესომ.
- დაიცა ამოისუნთქე ჯერ - ვუთხარი სიცილით.
- გულის წამალი მომეცი, რომ რამე დავლევ ცუდად, რომ არ გავხდე - თქვა სიცილით.
- ისეთი არაფერი მომხდარა.
- აააააეეეე ტასოოო ჩქარააა - დამიყვირა კესომ და ბალიში მესროლა.
ოთახში დედაჩემმა შემოიხედა გაკვირვებული, ჩვენ უხერხულად გავუღიმეთ.
- რა ხდება? - ეჭვის თვალით შემოგვხედა.
- არაფერი ვსაუბრობთ და ეს ვირი ყროყინებს - ვანიშნე კესოზე, მან მიჩქმიტა.
დედაჩემმა დაგვტოვა და ცოტახანში კესოს გვერდით ჩამოვჯექი.
- დავიწყოთ სულ თავიდან ხო? - მან თავი დამიქნია.
კესოს ყველაფერი მოვუყევი დეტალურად რაც გადაგვხდა, კესო გაკვირვებული მისმენდა და ათჯერ მთხოვდა გამეორებას მე კი ვუმეორებდი თავიდან. კესო გაოცებისგან ბალიშს გლიჯავდა კბილებით და მისმენდა, მოყოლას მოვრჩი და კესოს შევხედე.
- ღმერთო ჩემო, უფალო გადმომხედე და ცოცხლად წამიყვანე - ხელები მაღლა ასწია და ლოცვა დაიწყო.
- კარგი ხო რა მოხდა შენსავით სიკვდილამდე ქალიშვილად ყოფნას არ ვაპირებ - ვთქვი თავმომწონედ.
- ენდობი? - მკითხა მოულოდნელად.
- კი.
- მე არა.
- იმიტომ, რომ არ იცნობ, თორე ძალიან კარგი ბიჭია, ჩემზე ზრუნავდა ყურადღებას მაქცევდა, მის თვალებში ეტყობოდა თუ როგორ ღელავდა და ნერვიულობდა ჩემზე.
- ჰო რავი ვფიქრობ, რომ კარგი ბიჭია მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი.
- ეჭვი ნუ გეპარება, მის წინ შიშველი ვიყავი და ყურადღებას არ მაქცევდა - დავიწყე მომენტების გახსენება.
- რავი მაინც უნდა იყო ფრთხილად.
- შენ ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა?.
- არა - თქვა დამწუხრებულმა.
კესო ცოტახნით ჩაფიქრდა მეც ჩავფიქრდი, მოულოდნელად სამარისებული სიჩუმე დარღვია.
- ალექსანდრეს კომპანიაში მივიდეთ, მაინტერესებს როგორი ბიჭია - მითხრა გახალისებულმა მე დავთანხმდი.
მე და კესო ოთახიდან გამოვედით და მანქნის გასაღები ავიღე, ჩემი მანქანა გავაღე და შიგ ჩავჯექით. ნელა დავქოქე და დავძარი, ძალიან სწრაფად ვატარებდით და ვხალისობდით, მუსიკები ხმამაღლზე გვქონდა აწეული და კესო ცეკვავდა, მე კი მთელი სიჩქარით ვატარებდი მანქანას. გზაზე პოლიციამ გაგვაჩერა და 1400 ლარი ჯარიმა დაგვიწერა, გაბრაზებული გამოვართვი ჯარიმის ფურცელი და კომპანიასთან გავაჩერე მანქანა. მანქნიდან გადმოვედით და კომპანიაში ამაყად მივაბიჯეთ ფეხი, ყველას მივესალმე და ალექსანდრეს ოფისთან მივედი. კარებზე დავაკაკუნე და მალე მისი ბოხი ხმას გავიგონე, კარები შევაღე და გავუღიმე, ჩემი დანახვა გაეხარდა და გამიღიმა.
- შემოდი ტასია - მითხრა და მე და კესოს შევედით, კაბინეტის კუთხეში ალექსანდრეს ასისტენდი იდგა და რაღაც ფურცლებს ამოწმებდა.
- ეს ჩემი ასისტენდია გეგა მაისურაძე - გაგვაცნო ალექსანდრემ, გეგამ მაშინვე ყურადღება კესოზე მიტანა, კესომ მორცხვად დახარა თავი.
გეგას შევხედე და მივხვდი კესოთი დაინტერესდა, ცუდი ბიჭი არ ჩანს გეგა ლამაზი ციისფერი თვალები აქვს, ნამდვილად მოუხდება კესოს.
მე და კესო ჩამოვჯექით შავი ფერის სავარძელზე და ალექსანდრეს შევხედეთ.
- ბატონო ალექსანდრე, კესოს შენი გაცნობა სურდა, და აქ მოვიყვანე - ვუთხარი ალექსანდრეს, მან კესოს შეხედა და გაუღიმა.
- მე ალექსანდრე დადეშქელიანი ვარ, ტასოს ბიზნეს პატრიონი და ამავდროულად მეგობარის - თავისი თავი გაცნო და გაუღიმა.
- მეგობარი? - დაეჭვებით შეხედა კესომ - მეგობარს ეძახით იმას როცა - გაგრძელება არ დავაცადე და ეგრევე შემოვარტყი პირზე.
კესომ გაკვირვებული შემომხედა მე კი სარკაზმულად გავუღიმე, ალექსანდრეს გაეცინა.
- ვიცი რაც იგულისხმეთ - უთხრა ალექსანდრემ.
- ბატონო ალექსანდრე ძალიან უცნაური ხართ არმომწონხართ - დაკვირვებით შეხედა კესომ ალექსანდრეს.
- კარგად არ მიცნობთ - დასკვნა ალექსანდრემ.
- საქმეს ამაშია - დამთავრა კესომ, მე დაღლილი თვალებით ვუყურებდი კესოს ეჭვიანობას.
ალექსანდრემ გაღიმებული შემომხედა და თვალი ჩამიკრა, მე მოწყენილი ავათამაშებდი ხელში ჯარიმის ჩეკს. ალექსანდრემ ჩეკი შეამჩნია და კარგად დაკვირვება დაიწყო, რომ ვერ მიხვდა რისი ჩეკი იყო მკითხა.
- რისი ჩეკია?.
- ჯარიმის.
- როგორ მიიღე ჯარიმა.
- სწრაფად ვატარებდი მანქანას.
- ფრთხილად უნდა იყო.
გეგა კესოს აშტერდებოდა და მწველი მზერით ჭამდა, კესო თავს ამის გამო უხერხულად გრძნობდა და არა კომფორტულად იყო. ალექსანდრესთან მივედი და დავიხარე, ყურში ჩავჩურჩულე.
- პარკში ხომ არ წავიდეთ? გცალია?.
- კი - ჩამჩურჩულა ალექსანდრემაც.
- კაი წავიდეთ, მე შენ კესო და გეგა - ალექსანდრემ ეჭვის თვალით შემომხედა.
- გეგა რატომ?.
- მომწონს - მან გაოცებული შემომხედა და სახეზე გაბრაზება დაეტყო.
- კესოსთვის მინდა გეგა, მოუხდებიან ერთმანეთს, ნახე როგორ დაჟინებით უყურებს კესოს - ვანიშნე თვალით და ალექსანდრემ შეხედა მათ, მერე დამშვიდდა და გაიღიმა.
- მეგონა შენ მოგეწონა - დაიწყო სიცილით, მე ვუჩქმიტე რადგან ჩუმად უნდა ყოფილიყო.
- ბავშვებო პარკში ხომ არ წავიდეთ? ალექსანდრე თანახმა - ვუთხარი ყველას, კესომ დამეთანხმა და გეგამ არაფერი თქვა.
- გეგა შენც მოდიხარ, მე გაძლევ უფლებას - მშვიდად უთხრა ალექსანდრემ, გეგამ გაოცებული სახით შეხედა.
ალექსანდრე მაგიდიდან ადგა და პარკში წასასვლელად მოემზადა, გეგას გამოგვყვა. მე და ალექსანდრე ერთმანეთის გვერდი - გვერდ ვიდექით და ნელა მივსეირნობდით პარკში. ჩვენ უკან გეგა და კესო მოდიოდნენ, ორივე ჩუმად იყვნენ და ხმას არცერთი იღებდნენ. მე კი მინდოდა, რომ ისინი ერთმანეთს დაახლოვებოდნენ. ალექსანდრემ ნეკა თითით ჩემი ნეკა თითს მოუჭირა, შევკრთი და გაოცებულმა შევხედე მან მშვიდად გამიღიმა და ჩამჩურჩულა.
- მომენატრა შენი შეხება.
-  დღეს ჩამოვედით საფრანგეთიდან - შევახსენე და თვალები ავატრიალე, მას გაეცინა.
- მერე რა.
- აუ ისინი რატომ არიან ჩუმად, მეთქი გაიცნობენ ერთმანეთს - ვიწუწუნე და მათზე ვანიშნე თვალით ალექსანდრეს.
- შენსავით გამბედავები არ არიან - მითხრა ალექსანდრემ.
უცებ მომესმა ჩურჩულის ხმა და ჩუმად გავიხედე უკან, დავინახე, რომ გეგა ელაპარაკებოდა კესოს და ის მორცხვობდა. გახარებულმა შევხედე ალექსანდრეს მან თვალი ჩამიკრა, ჩამოსასხმელ ნაყინებთან გაჩერდით და ყველანი ნაყინები ვიყიდეთ. ვჭამდით და ჩუმად მივსეირნობდით, მხოლოდ გეგას და კესოს კისკისის ხმა ისმოდა. კესო მორცხვობდა და ქალურად იქცეოდა რაც არ მომწონდა, ვიცოდი, რომ ქაჯი იყო და ბიჭებს ცემდა, გეგასთან კი თავს სხვანაირად აჩვენებდა. ეჰ, არაუშავს სიყვარულმა იცის ეგრე. ნაყინის ჭამას მოვრჩი და უცებ ალექსანდრემ ჩემი ტუჩის წმენდა დაიწყო.
- რას აკეთებ? - ვთქვი გაოცებულმა.
- ნაყინი გაქვს დარჩენილი და გწმენდ.
- რატომ მწმენდ? გეთქვა და ავილოკებდი - მას გაეცინა.
მომწონდა ამ ხალხთან ყოფნა, გეგას არ ვიცნობდი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი ადამიანი იყო. მეგობრებთან სიარული თავს კარგად მაგრძნობინებდა და მომწონდა ეს. ბედნიერი ვიყავი რადგან გვერდში ისეთი ადამიანები მყავდნენ ვისაც ვენდობოდი. პარკში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და უცებ ჩემსკენ გადმოისროლეს ფეხით.
- გვესროლეთ აქეთ - მოგვაძახეს ბავშვებმა.
მე უკან მივიწიე და ბურთის დარტყმისთვის მოვემზადე, მთელი სიჩქარით ვირბინე და ბურთი მთელი ძალით დავარტყი ფეხით. ფურთი ძლიერად გაისროლა და ვიღაც კაცს მოხვდა თავზე. კაცი მაშინვე მთელი ინერცით ძირს დაენარცხა და გაითიშა. გაოცებული შეხედეს ჩემმა მეგობრებმა და მაგ კაცთან მივარდნენ, მეც დამნაშავესავით გავყევი მათ უკან. კაცი შეანჯღრიეს და არ მოძრაობდა, გათიშული იყო საწყალი. ალბათ ტკივილისგან გონება დაკარგა, რადგან ძალიან ძლიერად ვისროლე ბურთი. მაგრამ, რატომ მაინც და მაინც მაგ კაცს მოხვდა თავში?.
- ოჰ ტასია ოჰ, ხომ შეგიძლია ერთხელ არაფერი დაშავო? - მითხრა ალექსანდრემ მე თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
კესო სიცილს იკავებდა და ცდილობდა არ გასცინებოდა სერიოზულ სიტუაციაში. კაცი კვდება და კესოს ჩუმად ეცინება, საწყალი თავით გადავარდა და თავი ძირს დარტყა ალბათ მალე კოპი ამოუვა თავზე.
- თავით წაიქცა უეჭველი კოპი ამოუვა - ვუთხარი დამწუხრებული ხმით და კესომ თავი ვერ შეიკავა ცხენივით სიცილი დაიწყო, ხარხარებდა და თავს ვერ იკავებდა, გეგასაც გაეცინა მის სიცილზე და ორივე იცინოდნენ.
ალექსანდრემ ხელი თავში მირტყა და გეგას მკაცრად გახედა, გეგამ სიცილით გული, რომ მოიჯერა ალექსანდრეს დამნაშავესავით გახედა.
- ვფიქრობ, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ ბატონო.
ალექსანდრემ მაშინვე დაეთანხმა და ტელეფონი ამოიღო, იმედი მაქვს ის კაცი ცოცხალი გადარჩება და პოლიცია არ დამიჭერს, ღმერთო გთხოვ, ის კაცი გადარჩინე და მე არ დამიჭირონ.











ახალი თავის ამავე დღეს დაიდო და იმედი მაქვს თქვენ ოდნავ გაცინებას მაინც შეძლებს, ისიამოვნეთ კითხვით და თქვენი შთაბეჭდილება გამიზიარეთ❤😘

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now