თავი პირველი

328 19 14
                                    

არსებობს წარსული ცხოვრება? არსებობს პარალელური სამყარო, ან ადგილი, სადაც ოდესღაც სხვა იყავი... იყავი ის, რაც შეუძლებელია იყო, მაგრამ ბევრ მსგავსებას ხედავ... ყველა ადამიანს თან სდევს ისტორია, ფუძე, საიდანაც ის მოდის. გაურკვეველი, ნაცრისფერი სამყარო, რომელშიც უჩვეულო და თანაც, მისტიური ხარ. ყველა ატარებს ნიღაბს, არ აქვს მნიშვნელობა მის ფერს, შინაარს. როდესაც ნიღაბს იხსნი, ეს ყინულის თხელ ზედაპირზე სიარულს ჰგავს, თითქოს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ბზარი უჩნდება და სამუდამოდ ეფლობი ცივ, ბუნდოვან გარემოში. ატმოსფერო, სადაც არ არსებობს სინათლის ნაპერწკალი, გახვეული ხარ ბურანში, თითქოს სამუდამოდ იქ დარჩენას გიქადდეს. და მაინც, როდის ხვდები იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს?





მხატვარს მუდამ ხიბლავდა უცნაური ფერები, ბრჭყვიალა, ნათელი, ბნელი, მომნუსხვეული... ხედავდა იმას, რასაც სხვა ვერ ხედავდა. დადიოდა ხალხში ისე, თითქოს ჩვეულებრივი არსება იყო, რომელიც გაქცევაზე და რაიმე საინტერესოს ნახვაზე ოცნებობდა. შავგვრემანი, თაფლისფერი თვალებით, სწორი ცხვირით, ამოუხსნელი მზერით, ორიგინალური ჩაცმულობით ხიბლავდა ყველას. მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ ეს მისი სახე არ იყო. უფრო სხვა, განსაკუთრებული იმალებოდა მისი მზერის უკან. ის პირველად სიზმარში დავინახე, რომელშიც იგი დახმარებას მთხოვდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, თუ რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება.

შევაბიჯე ბარში, სადაც ალკოჰოლის და სევდის მძაფრი სუნი იდგა. მომღერალი, რომელიც არც თუ ისე ბედნიერი იყო სცენაზე დგომით. მოვიმარჯვე ჩემი დღიური და აღვწერე ყველაფერი... მშვენიერი ქალბატონი, ლურჯი კაბით და წითელი ტუჩსაცხით. ორი მამაკაცი, რომელიც გამალებით უყურებენ მის სილამაზეს. რთულია, თვალი მოაშორო იმას, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს. გოგონა, რომელიც სევდით არის სავსე, ყოველ სამ წუთში თითო ჭიქა სასმელით იბრმავებს ცნობიერებას, ცდილობს მოშორდეს იმ გარემოს, სადაც სულ შემთხვევით აღმოჩნდა. და ბიჭი, თავისი კალმით ხელში, ჯიბის საათს დაჰყურებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ელის. სწორედ მაშინ, როცა ამ ყველაფრის დაწერას ვაპირებდი, ჩემს მეორე სამყაროში შემოვიდა და თქვა ის სიტყვა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდი...

- ქალბატონო, დამეხმარეთ.

არ მეგონა, თუ ჯიბის საათის მფლობელი ჩემი სიზმრიდან იქნებოდა. მხატვარი, რომელიც უეცრად თავისი ნიღბის ნაწილს იხსნის.

- დიახ... შეგიძლიათ მითხრათ რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება?

- ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო საბეჭდი მანქანა?

მეგონა მხოლოდ მხატვარი იყო, ნუთუ მწერალიც არის? ეს არის მისი მისტიური მხარე?

- როგორც ვიცი, მუზეუმში უნდა იყოს. ასევე ერთი მოხუცი კაცი ყიდის იქ, სადაც ჯიბის საათები და იარაღები იყიდება.

არაფერი უთქვამს, უბრალოდ წავიდა. გასაკვირია... თითქოს და საუბრის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ როგორც კი მოისმინა სასურველი პასუხი, გაუჩინარდა. როდესაც წერას შევუდექი, ბარში უამრავი ჯარისკაცი შემოსცვივდა და ვინმე რენს ეძებდნენ. ყველა შეშინებული გაიქცა ბარიდან. მუდამ ასე ხდება, სამხედროს დანახვისთანავე ყოველი კაცი ისე გარბის, თითქოს სამყაროს აღსასრული დგებოდეს. მშვიდად გამოვედი ბარიდან, რადგან ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა. მე კი ის ადამიანი ვარ, რომელსაც სიჩუმე ნაკლებად ხიბლავს. უცნაურია, ხომ? ვიცი. ოდესღაც სიჩუმე მიყვარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველას თვისებები იცვლება, ნიღბის ფერი და შინაარსი სხვა ხდება და თავისთავად, ადამიანიც მასთან ერთად.

ცხენები შეუჩერებლად დარბოდნენ, მძიმე ეტლებით. უცვლელი სახეებით, მონებად ქცეულნი, რომლებსაც არ შეეძლოთ ფრთების გაშლა და თავისუფლად სირბილი. როგორც ყოველთვის, ეტლში დიდგვაროვანი ადამიანი ზის, რომელიც მიწაზე ფეხს ვერ დგამს, თითქოს დადგომისთანავე არსებობას შეწყვეტდეს. სასაცილოა. მაინც როგორი ამოუცნობია თითოეული ინდივიდი... გაუფრთხილებლად ვერასდროს შეაღწევ სხვის ჩარჩოში, რადგან ამისთვის საჭიროა თავად გამოხვიდე შენივე ჩარჩოდან.

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now