თავი მეხუთე

87 12 6
                                    

კარგად ვიაზრებდი და ვხვდებოდი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყო ჯარისკაცებს დავეჭირე. საკუთარ თავს მუდამ ვუმეორებ, რომ მამაცი ვარ. სამიზნეს ისე უნდა შევხედო, როგორც მიუტევებელ მტერს. როცა ხელში მშვილდს ვიჭერ, მეშინია, არ გავხვდე მკვლელი. იარაღი ის საწამლავია, რომელსაც შენს ცნობიერებაში ყველაზე საშიში მხარის გაღვიძება შეუძლია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბოროტი მხარე არ აქვს. უბრალოდ ცდილობს სამუდამოდ გამოკეტოს საპყრობილეში და არ აძლევს საშუალებას, შთანთქოს სინათლე. სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში. არ გავხდე ბოროტმოქმედი, რომელიც ახლო ადამიანის მოკვლას შეძლებს.

ამ ღამის მისია წარმატებით შესრულდა. ისევ ოცი ისარი მაქვს. არავის მოკვლა მომიწია და თავისუფლად შევძელით მოგვეპარა ის გეგმა, რითიც ბატონი ნიკოლასი ომის დაწყებას აპირებდა. სწორედ ეს კაცი არის ამ ქვეყნის მმართველი. ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ მალავს მის საზარელ მხარეს და პირიქით, სიამოვნებს კიდეც ასეთად ყოფნა. მაგრამ ყველას აქვს რაღაც საიდუმლო და სწორედ ამ საიდუმლოს გაგებას ცდილობს ლოტუსიც.

- დღეს კარგად იმუშავეთ ბავშვებო.

იმის და მიუხედავად, რომ ოცდასამი წლის ვარ, კილანი და ჰებე კი ოცდაექვსის, ალვარო მაინც ბავშვებს გვეძახის.

- უბრალოდ, რაღაც უცნაური იყო.

- მაინც რა იყო უცნაური, ნაიარა?

- ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყველასთვის საჯარო ადგილზე რატომ უნდა ყოფილიყო?

- ვეთანხმები ნაიარას. საერთოდ არავინ იყო კაბინეტში. თითქოს იცოდნენ, რომ მივიდოდით.

არ ვიცოდი, თუ კილანიც ჩემნაირად ფიქრობდა.

- ვნახოთ, რა წერია გეგმაში და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ ყველაფერი. გასაგებია?

სამხმად გავეცით პასუხი ჩვენს ლიდერს.

- დიახ, ბატონო!

გეგმაში ნათლად იყო აღწერილი ყველა ის ნაბიჯი, რაც ომის დაწყებას სჭირდებოდა. ჯარისკაცების, იარაღების, ცხენების რაოდენობა. ზედმეტად გაცვეთილი ფურცელია, ალბათ, ამას ბატონი ნიკოლასი დიდი ხანია გეგმავდა.

- ნაიარა მართალია, მათ იცოდნენ, რომ მივიდოდით.

- საიდან მიხვდი, ალვარო? - ეუბნება ჰებე.

- ფურცლის უკანა ნაწილში ზედმეტად საინტერესო წარწერა დაგვიტოვა ჩვენმა ნიკოლასმა.

ეს სიტყვები იმდენად დიდ ბრაზს აჩვენებდა, თავად ფურცელიც ამბობდა, თუ რა ემოციებში იმყოფებოდა მწერალი ამ სიტყვების წერის დროს.

„იდუმალმა ღამის სულმა ფეხი არასწორ ადგილას შეაბიჯა!"

- ნიკოლასს დანამდვილებით ჰგონია, რომ იდუმალი ღამის სული, ანუ ნაიარა ლოტუსის ლიდერია.

გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ ხასიათს სპეციალურად ვტოვებთ, რადგან მტერს რაც ნაკლებად ეცოდინება ორგანიზაციის შესახებ, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით განადგურდეს. პაიკების მოკვლის გარეშე მეფის მოკვლა შეუძლებელია. თუ ქვეცნობიერი დასუსტდება, მასთან ერთად არსებობაც შეწყდება.

- კილიან, დღეს ბარში წავიდეთ? - ამბობს ალვარო.

- უნდა წავიდეთ, ამ საღამოს მგონი დასვენება აჯობებს.

- მეც გეთანხმებით ბიჭებო, თანაც სელმა იმღერებს. - ამბობს ჰებე.

- ძალიან კარგი, მაშინ მეც თანახმა ვარ.

რა თქმა უნდა, ძალიან მინდა სელმას მოვუსმინო. მისი ხმა მუდამ მამშვიდებს და ჩემს დღიურსაც მასთან ერთად ახალ ისტორიებს შევმატებ.

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now