თავი მეცხრე

47 9 10
                                    

ბაბუა ბერნარდის სახე, რომელიც მუდამ ანათებდა, შემოდგომის ფოთლებთან ერთად ჭკნობას განაგრძნობდა. ჩემი თვალები მის თვალებთან ერთად შეიცვალა და ჩემში არსებულ აციმციმებულ ვარსკვლავებს დაძინება ერჩიათ.

- რას ამბობთ... ბაბუა ბერნარდ?..

- ნაიარა, გუშინ ღამით ისიც ალისებრებთან იყო. დარწმუნებული ვარ, ის იყო!

- თუ ნიღბის ქვეშ იყო და სახე არ უჩანდა, საიდან მოახერხეთ მისი სახის გარჩევა?

- ჯიბის საათი... მას ის ჯიბის საათი ჰქონდა, რომელიც საბეჭდ მანქანასთან ერთად აიღო.

ეს ყველაფერი მაინც არ ამტკიცებდა იმას, რომ ეს რენი იყო.

- ბაბუა ბერნარდ, სულ რამდენნი იყვნენ?

- შვიდნი. ერთი დანამდვილებით მათი ლიდერი იყო. განსხვავებული ნიღაბი ჰქონდა...

- მაინც, როგორი ნიღაბი?

რაც უფრო მეტ კითხვას ვსვამდი გუშინდელ ღამეზე, ბაბუა ბერნარდის ბაგეებზე მით უფრო მეტ მღელვარებასა და შიშს ვხედავდი.

- წითელი, საზარელი ნიღაბი. შავი ხაზებით. ხაზები მხოლოდ ნიღბის მარცხენა მხარეს იყო...

ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩემს სახლში შემოჭრა სცადა, მაგრამ რაღაც უცნაურია.

- დაახლოებით რომელ საათზე მოვიდნენ?

- განსხვავებულნიღბიანი გაცილებით გვიან მოვიდა.

დანამდვილებით ის იყო. ადამიანი, რომელიც ჩემს სახლში შემოიჭრა, სავარაუდოდ ალისებრთა ლიდერი იყო!

- ბაბუა ბერნარდ, ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო.

მოულოდნელად ბაბუა ბერნარდმა ახალი მშვილდი გამომიწოდა. ულამაზესი ხის მშვილდი, რომელსაც ორივე კუთხე წითლად ჰქონდა შეღებილი. შესაფერისი ისრებიც მომცა.

- ნაიარა, ეს ახალი მშვილდი შენთვის გავამზადე. ისრებიც შესაფერისი აქვს და "N" ასოც ამოვტვიფრე. ჯამში 30 ისარია.

ნიღბების სამყაროWo Geschichten leben. Entdecke jetzt