თავი მეთორმეტე

43 8 4
                                    

სახლი იმაზე ცარიელი მეჩვენებოდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვხვდებოდი, რომ ეს სიცარიელე არა სახლს, არამედ მე მეკუთვნოდა. ვგრძნობდი, თუ როგორ იბზარებოდა ჩემი სულის თითოეული ნაწილი. უღიმღამოდ გავიხადე ჩემი კაბა და რენის ნაჩუქარი თმისამაგრი ფრთხილად მოვათავსე სკივრში. კარადაში ჩემს მშვილდსა და ისარს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, თუ რამდენი რამის გადალახვა მომიწია ამ ყველაფრის მისაღებად. ოჯახისა და სიყვარულის მისაღებად. ვიცოდი, რომ ალვაროს ყველაზე მეტად ვუყვარდი და ჩემ გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაგრამ მისმა დღევანდელმა სიტყვებმა ჩემში ნაპრალები გააჩინა. ამ ნაპრალებს კი ამოვსება სჭირდებოდათ. ლაბადასა და ნიღაბში შევიმოსე და მშვილდისარი მოვიმარჯვე. დრო იყო გამერკვია, თუ ვინ იყო რენი და რა კავშირი ჰქონდა ალისებრთა ხალხთან.

ღამის 2 საათი იყო, როცა გარეთ გამოსვლა გადავწყვიტე. ქუჩებში სიწყნარე იყო, მაგრამ ბარებიდან ხმები ჯერ კიდევ ისმოდა. კაპერსშიც სელმა მღეროდა და როგორც ყოველთვის საოცარი ჟრიამული სუფევდა. როცა შორიდან ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, უეცრად ჩხუბის ხმა მომესმა. ხმას გავყევი და აღმოჩნდა, რომ ეს ხმაური მოპირდაპირე ქუჩიდან ისმოდა. საკმაოდ დამალული ადგილი იყო და ჩუმად, მოჩხუბარე ხალხს მივუახლოვდი:

- ეს ასე არ უნდა გაგეკეთებინა.

- რას გულისხმობ, ლუკ?

- იმას, რომ ახლა ნიკოლასი ყველას გაგვანადგურებს.

- არაფერი მომხდარა. ჩვენ უბრალოდ ფურცელი ავიღეთ.

- ეგ ფურცელი მას შემდეგ უნდა აგვეღო, როცა ამას თავად ნაიარა გააკეთებდა.

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ახლა ვიცით, ის მწვანეთვალება იდიოტი ვის მხარეს არის.

- ფურცელში რენის სახელი გარკვევით ეწერა.

- რენი? მოიცადე, ილიანს გულისხმობ?

- ჰო, იდიოტ მხატვარს. მუდამ გაიძახის, რომ არავის მხარეს არის, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ნაიარათი მოიხიბლა.

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now