თავი მეჩვიდმეტე

45 6 6
                                    

ნისლში გახვეულ გზას ჩაფიქრებული მივუყვებოდი. ვცდილობდი ყველა მოგონება, რაც კი ილიანის გამოჩენის შემდეგ გაჩნდა, გამეხსენებინა. შინაგან მეს არ სურდა მასზე ცუდად ეფიქრა, მაგრამ გონება მხოლოდ იმას მეუბნებოდა, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. იმის და მიუხედავად, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ატანა. თითქოს და უზარმაზარი ლოდი მედოს მხრებზე, რომელსაც ძალით ვზიდავ. დრო იყო ყველაფერი ალვაროსთვის მეთქვა.

შესახვევში შემოვედი და კაპერსსაც მივუახლოვდი. ალვარო კარებთან იდგა და ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცთან იყო საუბარში გართული.

- ყველაფერი გასაგებია საი, მადლობა მოსვლისთვის.

საი? ნეტავ ვინ არის?

- გამარჯობა, ალვარო.

- ნაიარა, მოხვედი? საი, გაიცანი, ეს ჩემი და ნაიარაა.

- სასიამოვნოა, მილედი. თქვენზე ბევრი გამიგია. დამნაშავეებს შიშის ზარს სცემთ.

- ვფიქრობ დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე. ასეც არ არის. - სასიამოვნო ღიმილით მივუგე და ორივემ ჩავიცინეთ.

- მაშ, ნაიარა. აქ რისთვის მოხვედი?

- ალვარო, უნდა დაგელაპარაკო.

- კარგი. საი, ბარში შემოდი. ებრაელმა ძალიან კარგი ვისკი ჩამოგვიტანა. გაგასინჯებ.

- დიდი სიამოვნებით.

ალვარომ მხარზე ხელი მომხვია და კაპერსში შევაბიჯეთ. სასმელებთან კი როგორც ყოველთვის კილიანი იდგა.

- სალამი მეგობრებს.

- უსაქმურო, ლექსები სად არის? - სიცილით შევსძახე.

- უსაქმური თავად ხარ. გირჩევნია მშვილდი დამიბრუნო.

- ვითომ და იყენებდე.

- გეყოთ. ისევ იკამათებთ! - შემოგვძახა ალვარომ და ერთმანეთს გაბრაზებული მზერა ვესროლეთ.

- საი, კილიანთან დარჩი. ჩვენ წავალთ. კილიან, ებრაელის მოტანილი ვისკი გამოიღე, სტუმარს ყელი გავუგრილოთ.

ნიღბების სამყაროWaar verhalen tot leven komen. Ontdek het nu